USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, December 31, 2014

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალ წელს!

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ახლახანს დაჯდა 2014 წლის ბოლო რეისი -H0100889, სანტასთან ერთად.

იმედი გვაქვს ნაადრევად ჩამოფრენილი ამანათები გაახარებს თქვენი პატარების გულებს და არა მარტო პატარების.

გილოცავთ 2015 წელს!
გისურვებთ ჯამრთელობას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს!

USA2GEORGIA


Friday, December 5, 2014

კიდევ უფრო კომფორტული ვაჟა-ფშაველას ფილიალი!

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ წინასაახალწლო დატვირთული სეზონის გამო, მნიშვნელოვნად გაუარესდა ქავთარაძის ოფისით სარგებლობა. მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ქავთარაძის ოფისში მოსალოდნელია პარკირების პრობლემები და რიგები.

იმისათვის, რათა უფრო კომფორტულად და სწრაფად გაიტანოთ ამანათები, გთხოვთ ისარგებლოთ ვაჟა-ფშაველას ფილიალით, სადაც პარკირების პრობლემა პრაქტიკულად არ დგას. ასევე ფილიალი გამოირჩევა ამანათების გაცემის სისწრაფითაც.

შეგახსენებთ, რომ ამანათები, როგორც ფილიალებში ასევე სათაო ოფისში ნაწილდება აეროპორტიდან, შესაბამისად ფილიალში გადამისამართებით დროს არ კარგავთ.

გისურვებთ სასიამოვნო შოფინგს!

Sunday, November 30, 2014

Cyber Monday - ფასდაკლებების აქცია ონლაინ მაღაზიებში

ფასდაკლებების აქცია Cyber Monday სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ შოფინგის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი ტექნიკის მოყვარულთათვის. სწორედ ამ დღეს უამრავი პროდუქცია გაიყიდება წარმოუდგენელი ფასდაკლებით. ამერიკაში უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ საშობაო ფასდაკლებების სეზონი Black Friday და Cyber Monday-ის დღეებმა გახსნას.

Cyber Monday ორშაბათს, 1 დეკემბერს იწყება. ყველასთვის ცნობილმა Amazon-მა უკვე გამოაცხადა, რომ Cyber Monday აქციას ერთი დღის ნაცვლად, მთელი ერთი კვირით გაახანგრძლივებს.

ფასდაკლებები იქნება სხვა სხვა ონლაინ მაღაზიაშიც, როგორებიცაა:

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიები
oldnavygap.com, bananarepublic.com, bestbuy.com6pm.com, zappos.com, gymboree.com

კოსმეტიკა
wallmart.comSephora.com,  thebodyshop-usa.com

და სხვა.

ფასდაკლებებია ასევე აუქციონზე Ebay.com, სადაც ჩვენი მომხმარებლები უკვე წარმატებით შოფინგობენ ქართული ბარათებით.



Thursday, November 27, 2014

Black Friday - ფასდაკლებების ბუმი დაიწყო!

უამრავი ადამიანი ელის Black Friday-ის აქციას, რომელიც 28 ნოემბერს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებელს.

მოგაწვდით რამოდენიმე პოპულარული ონლაინ მაღაზიის ბმულს, სადაც უკვე დაანონსდა Black Friday-ის აქცია.
Amazon
Kohl's
Old Navy
Overstock
RadioShack
Sam's Club
Sports Authority
Toys"R"Us
Under Armour
Walmart
American Eagle
Bon-Ton
Cabela's
eBay
Express
Gander Mountain
Gap
HP Home
JCPenney
Lenovo
Lowe's
Macy's
წარმატებულ შოფინგს გისურვებთ!

Thursday, October 16, 2014

გაიხსნა USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველაზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 17 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს USA2GEORGIA-ს რიგით მე-4 ოფისი თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზ. #91-ში.

ვინაიდან პარკირების არარსებობის გამო ქავთარაძის ოფისში მოსვლა საკმაოდ გართულდა, იმედი გვაქვს, ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ძალიან გაახარებს ქავთარაძის ოფისის მომხმარებლებს, რადგან ახალ ფილიალში პარკირება მნიშვნელოვნად გაიოლებულია.

შეგახსენებთ, რომ ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი - ფილიალის პარამეტრები.
  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
  • რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
იხილეთ ფილიალის რუკა:


Wednesday, September 3, 2014

დისტანციური განბაჟება და ოფისებში გადამისამართება

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ში დაინერგა ახალი მომსახურება - დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება.

ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მარტივად, წინასწარ მოახდინოთ განბაჟება, დაზოგოთ დრო და გაიტანოთ ამანათი თქვენთვის სასურველი ოფისიდან.

ამისათვის საჭიროა ამანათების მართვის გვერდზე, განყოფილებაში ჩამოსული დააჭიროთ დისტანტიური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება ღილაკს და მიუთითოთ ამანათის მიღების სასურველი ოფისი.

ქავთარაძის სათაო ოფისში განსაბაჟებელი ამანათის მიღების დროა მოთხოვნიდან 4 სამუშაო საათი, ხოლო ფილიალებში 1 სამუშაო დღე.

ფილიალში ამანათის გადაგზავნის შემდეგ მიიღებთ SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაიტანოთ ამანათი.

გთხოვთ გადაამოწმოთ დეკლარირების სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ ახალი მომსახურებით, რათა არ შეფერხდეს ამანათების მიღება.

Tuesday, August 12, 2014

სკოლის ჩანთები და სამგზავრო ჩანთები რეალური წონით


USA2GEORGIA-ში სასიამოვნო სიახლეა:
20 აგვისტოდან ამერიკაში მისული ბავშვის სასკოლო ჩანთები და სამგზავრო ჩანთები დაითვლება რეალური წონით.

აქცია გაგრძელდება 1 თვით.

ნუ გამოტოვებთ ამ შანსს, იშოფინგეთ იაფად!

იხილეთ ბმულები ამაზონზე:
სკოლის ჩანთები, სამგზავრო ჩანთები


Monday, June 30, 2014

კიდევ უფრო სწრაფი USA2GEORGIA


გაგაცნობთ რეისების ჩამოფრენის საშუალო სტატისტიკას ივნისის თვეში

რეისი ჩამოფრენის ვადა
H0100708 4 დღე
H0100709 4 დღე
H0100710 5 დღე
H0100711 5 დღე
H0100712 5 დღე
H0100713 7 დღე
H0100714 4 დღე
H0100715 6 დღე
H0100716 4 დღე
H0100717 4 დღე
H0100718 4 დღე
H0100719 5 დღე
H0100720 5 დღე
H0100721 5 დღე
H0100722 4 დღე
H0100722 4 დღე
H0100723 4 დღე
H0100724 3 დღე

Wednesday, April 2, 2014

პლასტიკური ბარათებით გადახდა ოფისებში Express Pay-ის ტერმინალებით

გაცნობებთ, რომ დღეიდან შესაძლებლობა გაქვთ Express Pay-ის ტერმინალებში USA2GEORGIA-ს მომსახურების ღირებულება გადაიხადოთ ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, მათ შორის, უკონტაქტო ექსპრეს ბარათით.

ტერმინალები განთავსებულია როგორც ჩვენს ოფისებში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ექსპრეს ბარათების შემთხვევაში ბარათის იდენტიფიკაცია წამკითხველზე მიდებით მოხდება, სხვა ბარათების შემთხვევაში კი - წამკითხველში ბარათის მოთავსებით.


Thursday, March 20, 2014

შეფერხებები USPS-ზე

როგორც USPS-ის Delaware-ის ოფისიდან გვაცნობეს, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული შეფერხებები ამანათების მიტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი გამანაწილებელი საწყობიდან ჩვენს დელავერის საწყობში ამანათები მოაქვთ დაგვიანებით ან მოაქვთ სულაც მეორე დღეს, მაშინ როცა სისტემაში უკვე USPS-ის საწყობშივე უთითებენ სტატუსს "Delivered".

აღნიშნულის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამანათები მიტანილია ჩვენს საწყობში, რეალურად კი ეს ასე არ არის.

როგორც USPS-დან გვატყობინებენ, პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.

Thursday, March 13, 2014

ამანათების 90% რეალური წონით

ხშირად გვეკითხებიან თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება. პასუხი მარტივია: არსებობს IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სტანდარტები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ავია გადამზიდი და ექსპედიტორი კომპანია იცავს კერძოდ:
  • პარკით მიღებული ამანათი - იწონება სასწორით და ითვლება წონით (იგივე რეალური წონა) 
  • ყუთით შემოსული ამანათი - იწონება რეალური (სასწორის) და მოცულობითი (ზომების გამოთვლით, იგივე მოცულობითი/გაბარიტული) წონით. ამ ორი მნიშვნელობის შედარებით, ამანათის წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს. 
არსებობს ამანათების გადაფუთვის სერვისი. გადაფუთვის გააქტიურების შემდეგ პროდუქცია იგზავნება პარკით და ითვლება მხოლოდ რეალური წონით. შესაბამისად რეალური წონის დათვლისას ყუთის წონა აღარ იანგარიშება და დაითვლება მხოლოდ პროდუქციის წონა.

სტატისტიკის მიხედვით, ამანათების 90% რეალური წონით იწონება.

ეს მომსახურება რომ არ არსებობდეს, ტრანსპორტირების ღირებულება ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ და მეტჯერ ძვირი დაჯდებოდა, რადგან ამერიკაში შემოსული ამანათების აბსოლიტური უმრავლესობა უშველებელი ყუთებით მოდის.

სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს გადავფუთოთ თითქმის ყველაფერი, გარდა მსხვრევადი და ელექტრო ტექნიკისა.

ამანათის ზომა-წონა სტიკერზეც შეგიძლიათ იხილოთ:
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ეს სტიკერი ამანათს დახარისხების შემდეგ ეკვრება, რათა ზომა/წონის კალკულაცია მომხმარებელთან მაქსიმალურად გამჭვირველე იყოს.
მოცულობითი წონა ითვლება შემდეგი ფორმულით:
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000.
მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს გადაამოწმოს ამანათის ზომა/წონა ოფისში, ხოლო ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მიიღოს ინვოისის კორექცია მომსახურების პირობების გათვალისწინებით.

მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი რეკომენდაციები, სურვილები, იდეები და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ისინი. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com