დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა ტვირთის რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს, ვინც სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. ტვირთის დახარისხება 24 საათიან რეჟიმში გადავიდა, ფილიალის საწყობები კი ჩამოსული ამანათებით გადაივსო. ალბათ შენიშნავდით რეისების მომატებულ რაოდენობასაც ბლოგზე.

ფილიალებში ფართის ნაკლებობას არ ვუჩივით, არც ამანათისთვის რიგში დგომა გიწევთ საშუალოდ 5 წუთზე მეტი, თუმცა მათი გატანა აქტიურად მაინც არ ხდება. თუ თქვენ უკვე ჩამოგივიდათ ამანათები, ნუ გამოცდით ჩვენს ტექნოლოგიებს, საწყობის გადავსების შემდეგ შესაძლოა თქვენი ამანათი სპეციალური მოწყობილობით დაიჭეჭყოს და შემცირდეს ზომაში :) სანერვიულო არაფერია, მზად გვაქვს ამანათების განმჭეჭყიც). ამიტომ გთხოვთ დროულად მოაკითხოთ და გაიტანოთ ისინი ოფისებიდან.
16 comments:
sgsgsg :D :)
ბავშვის ფეხსაცმელს ველოდები 36 ზომას, იმედი მაქვს, დაჭეჭყვის შემდეგ ძალიან არ დაპატარავდება ზომაში, როგორც ერთხელ მომივიდა-დიდი გოგოს 4 ზომა ფეხსაცმელი უნდა გამომეწერა და შემშლია და ახალდაბადებულის 4 ზომა გამომიწერია და რომ ჩამოვიდა, მოვკვდი სიცილით, ისეთი პატარა იყო...
hahahahaha chagetvalat :)))))))))))))))))
იმედია ჩემს ქინდლს არაფერი მოუვა :D
damwewyi da ganmwewyi magaria
მომხმარებელი უფრო გახარებული იქნებოდა, თქვენი სპეციალური მოწყობილობა რომ ჭეჭყავდეს და ამცირებდეს წონაში ;) არც მოცულობითი წონის გადახდა მოგვიწევდა .....
ამანათი 12 ში გამოაგზენეს და ჯერ არ არის მიღებული თქვენ მისამართზე , ავნერვიულდე უკვეე ?? ;( : ))
არასოდეს მეპარებოდა ეჭვი თქვენს პროფესიონალიზმში!!! ამგვარად გააგრძელეთ, მალე ასეულობით ათასი მომხმარებელი გეყოლებათ!
2 ამანათი ჩამომივიდა, მესამეს ველოდები დღე-დღეზე და მერე ერთიანად გავიტან! ტექნიკაა და იმედია არ გაანადგურებთ :)))
2 ჩამომივიდა, 5ს ველოდები. ძალიან ძვირფასი საქონელია, არ დაჭეჭყოთ არ დამღუპოთ :დ
იმედია მუსიკალურ ინსტრუმენტს არ დამიჭეჭყავთ :) .
ყოველთვის კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევით :)))
ამან10ების განმჭეჭყი სად გამოვიწერო?
:) დღეში 3 რეისი
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com