USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Saturday, September 7, 2013

ახალი ფილიალი დიღმის მასივში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 10 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს კიდევ ერთი ახალი ფილიალი, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, N1-ში.


იმედი გვაქვს დამატებითი ფილიალის გახსნა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ამანათის ოფისებიდან გატანას.

ასევე, დღეიდან ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი -> ფილიალის პარამეტრები

გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ:
  • ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები; 
  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
  • რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
იხილეთ ფილიალის რუკა:
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com


11 comments:

Vaniko Gazdeliani said...

saertod pirdapir midis xo satao ofisshi da mere gadagaqvt sxva ofisshi tu rogor anu minda rom mivutioto profilshi digomi magram zogjer rom mchirdeba kuirieri ra vqna ?

dato said...

gamarjoba, mainteresebs digmis filiali ro mivutito amanati tavis droze chamova tu jer qavtaradzeze unda mivides da meore an mesame dges gadmoitanen aq?

GLS Group said...

dato, თავის დროზე ჩამოვა. ფილიალში გადამისამართებით დროს არ აგებთ.

Levan Labartkava said...

ერთი ფილიალი მარჯანიშვილზე ან რუსთაველზე რო გახსნათ არ გინდათ? ყველა ფილიალს ქალაქის ცენტრიდან შორს რატო ხსნით? თუ სტრატეგიაა ასეთი რომ ბევრმა ისარგებლოპს ექსპრეს კურიერის სერვისით :)

GLS Group said...

Levan, გმადლობთ კომენტარისთვის. ვნახოთ სად იქნება შემდეგი :)
ისე ექსპრეს კურიერი რომ მომგებიანი ბიზნესი არ არის ამაში თავად დარწმუნდებით, თუ რუსთაველიდან მანქანით მოხვალთ და წახვალთ 3 ლარად.

oto said...

ვარკეთილის მეტროსთანაც გახსენით ერთი არ შეიძლება? :D

Omar Pirtskhelava said...

სულ მარჯვენა სანაპიროზე რომ ხსნით ფილიალებს,(კარგია მივესალმები რაც მეტი მით კარგი) ერთი მარცხენაზეც გახსენით. ვარკეთილში,გლდანში ამხელა მასივებია.

Omar Pirtskhelava said...

ra qalaqis centridan xsnian levan :)) qavtaradzezea, mickevichzea.. )) rustavelze sad unda gaxsnan, velosipedsac ver daaparkingebs kaci rustavelze tundac marjanishvilze amanatis asagebad rom mivides ))

koba said...

გლადნში,მაგალითად ახმეტელის მეტროსთან ახლოს რომ გახსნათ სადაც ხალხმრავლობაა არ შეგიძიათ? მთელი გლდანი,ნაძალადევი,თემქა,ავჭალა,ამ ფილიალით ისარგებლებდა
ამაზე დიდი რაიონი არაა თბილისში და ხალხს აღარ მოუწევდა შედარებით შორს სიარული
გთხოვთ გაითვალისწინოთ
მადლობა :)

henesi said...

გეთანხმები კობა!!!!! კარგი იქნება რომ გახსნათ ფილიალი ახმეტელის მეტროსთან!!!! ეს მომხმარებლისთვისაც კარგი იქნება და კომპანიისთვისაც!!! USA2GEORGIA გთხოვთ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა!!!!

ggela said...

respect..რამდენი 3 ლარიც დამეზოგება იმდენი სიხარული თქვენ..:D

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon