USA2GEORGIA: ოფიციალური საინფორმაციო ბლოგი
Thursday, February 7, 2013
USA2GEORGIA-მ შეზღუდა ე.წ. "ბიო" არომატიზატორების გამოგზავნა
11 თებერვალი
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია USA2GEORGIA-ს შეზღუდვამ ე.წ. "ბიო" არომატიზატორების ტრანსპორტირებაზე. გვინდა მცირედი განმარტება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით:
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირება კანონით შეზღუდული არ არის, კომპანიამ მიიღო აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან USA2GEORGIA-ს არ სურს არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებების ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება.
7 თებერვალი
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვლიდან შეიცვალა მომსახურების პირობები და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა ე.წ. "ბიო" არომატიზატორები. შესაბამისად ამანათები მსგავსი ტიპის შიგთავსით არ გამოიგზავნება საქართველოში.
იხილეთ შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი
ასევე მომსახურების პირობები, პარაგრაფი 10
6 comments:
"ბიო"-არომატიზატორებში რა იგულისხმება, შეიძლება დაკონკრეტდეთ?
მადლობა
ვფიქრობთ საკმარისი განმარტება გაკეთდა როგორც ბლოგის ტექსტში ასევე ჩამონათვალში.
Respect!!!!
სტატიის თემას არ ეხება, მაგრამ მაინც აქ დავწერ, ქვები არ მესროლოთ :)
1) პრობლემა: მთავარ გვერდზე ავტორიზაციისას ბრაუზერს არ შეუძლია დაიმახსოვროს login მონაცემები (რაც ნიშნავს, რომ დამახსოვრებულსაც არ ჩაწერს field-ებში), თუმცა https://www.usa2georgia.com/shipping/login.php გვერდზე თუ გადახვალ - იმახსოვრებს. რადგან ყველა საიტზე მაქვს სხვადასხვა პაროლი, ეს ფუნქციონალი ჩემთვის მნიშვნელოვანია, და როდესაც მჭირდება საიტზე შესვლა, მიწევს ზუსტად login.php გვერდის მითითება და არა მთავარი გვერდის უფრო მოკლე მისამართის.
2) პრობლემა: ჩემთვის ეს არ არის კრიტიკული, მაგრამ აშკარად bug-ია - როდესაც უკვე შეხვედი სისტემაში და გადადიხარ shipping გვერდიდან რომელიმე სხვა გვერდზე (მაგალითად "კონტაქტი"), სისტემიდან გამოდიხარსავით (ანუ ისევ ჩანს login-ის ფორმა) და არ არის საშუალება უკან დაბრუნების გარდა თვითონ ბრაუზერის back ღილაკის გამოყენების ან მისამართის ხელით შეყვანის (https://www.usa2georgia.com/shipping/).
3) ინტერფეისის გაუმჯობესების შეთავაზება: როდესაც დეკლარაციისას ვაჭერ ღილაკს save უმეტეს შემთხვევებში დამთავრებული მაქვს დეკლარაცია, და მიწევს close ღილაკის დაჭერა, კარგი იქნებოდა save&close ღილაკი რომ ყოფილიყო, ან save-ი ხურავდეს დეკლარაციის "ფანჯარას".
4) ინტერფეისის გაუმჯობესების შეთავაზება: გააერთიანეთ კომენტარის დამატების და დეკლარაციის ფანჯრები, ბევრ რაღაცას ვიწერ ხოლმე და არა მხოლოდ მე, როგორც ვხვდები სხვების კომენტარებიდან და სულ მიწევს ორი ცალცალკე ფანჯრის გახსნა თითო ნივთი რომ დავამატო - დეკლარაციის და კომენტარის.
მომავალში კიდევ რაღაცეებს დაგიწერთ გაუმჯობესების ამბავში, ამ პოსტზე კარგი რეაქცია თუ იქნება :)
ძალიან კარგი. :)
კი მაგრამ რა არის ეს Zero Gravity გუგლში რომ ვერ ვნახე?
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com