USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, January 30, 2013

შეზღუდვები სუნამოს გამოგზავნაზე მოიხსნა

მოხარული ვართ გაგაცნოთ 2013 წლის კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლე:
1 თებერვლიდან სუნამოების გამოგზავნაზე შეზღუდვა მოვხსენით.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მსგავსი ამანათების გადაფუთვა არ ხდება, შესაბამისად წონის დაანგარიშება მოხდება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ნებადართულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი (42 გრადუსამდე), ასევე ყავა, ჩაი, მზა საკვები პროდუქტები, ცოცხალი მცენარეები, ნერგები, მცენარის თესლები და სხვა.
იხილეთ შეზღუდული და ნებადართული პროდუქციის ჩამონათვალი

გთხოვთ ასევე იხილოთ სტატიები:
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post_18.html
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post.html

Tuesday, January 8, 2013

კიდევ უფრო იაფად USA2GEORGIA-სგან!

„დახურული ფასდაკლებების“ ინტერნეტ-მაღაზია MYHABIT.com ინტერნეტ-გიგანტმა კომპანია “ამაზონმა” 2011 წლის მაისში შექმნა. შედარებით ახალ, მაგრამ უკვე საკმაოდ გახმაურებულ ამ ინტერნეტ-მაღაზიაში ამაზონის წევრ-მომხმარებლებს საყოველთად აღიარებული დიზაინერების ტანსაცმლისა თუ სხვა უამრავი პროდუქციის შეძენა, საწყის ფასთან შედარებით, საშუალოდ, 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.
ყველაფერი შედარებითია, განსაკუთრებით ფასები! MYHABIT.com-ზე შთამბეჭდავი ფასდაკლებებია ბრენდებზე. მაგალითად,  Valentino-ს 100%-იანი აბრეშუმის თავსაფარი აქ $95 ღირს, ნაცვლად საწყისი $270-ისა, Bensoni-ის ვინტაჟური სტილის დახვეწილი კაბა შეგიძლიათ შეიძინოთ $100-200-ად, ნაცვლად $350-700-სა. Geox-ის უმაღლესი ხარისხის, კომფორტული ფეხსაცმელი MYHABIT.com-ზე $60-100 ღირს, რომლის საწყისი ფასიც $150-200-ის ფარგლებში მერყეობს.
საიტზე ერთდროულად ათეულობით ფასდაკლება ცხადდება. ყველა ასეთი აქცია თბილისის დროით 20:00 საათზე იწყება და გრძელდება ან მითითებული დროის განმავლობაში (არაუმეტეს 72 საათისა), ან მთელი საქონლის გაყიდვამდე.

MYHABIT.com-მა მაქსიმალურად იზრუნა მომხმარებელზე და შექმნა აპლიკაცია აიფონებისა და ანდროიდებისათვის. თუ თქვენ ჩამოტვირთავთ აღნიშნულ აპლიკაციას თქვენსავე მობილურში, ახალ ფასდაკლებებზე ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებთ.

ამაზონის წევრები დახურულ MYHABIT.com-ზე შედიან არსებული სახელითა და პაროლით და აღარ სჭირდებათ მისამართებისა და საგადამხდელო ბარათების მონაცემების თავიდან ატვირთვა. ვებგვერდზე MYHABIT.com სარეგისრაციო პროცედურის გავლა USA2GEORGIA-ს მხოლოდ იმ მომხმარებელს მოუწევს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ამაზონზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაცია უფასოა. არარეგისტრირებულ მომხმარებელს არ გააჩნია შემოთავაზებულ პროდუქციასა და ფასდაკლებებზე წვდომა.
MYHABIT.com გამოირჩევა მთავარი გვერდის ნათელი და ინფორმატიული დიზაინით, მოხერხებული და ლაკონური მენიუთი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტანსაცმლის აღწერა. აქ მოცემულია ყველაფერი: მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა, ზუსტი ზომა, რეცხვისა და მოვლის რეკომენდაციები. ამასთან, ტანსაცმლის აღწერას თან ერთვის ვიდეო, რომელიც მოდელის ეფექტიან პანორამულ დემონსტრირებას ახდენს.

MYHABIT.com-ის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს საშუალო შემოსავლიანი, კარგი გემოვნების მქონე ადამიანები.

მაშ ასე, USA2GEORGIA ახალი წლიდან ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ. იაქტიურეთ!

Tuesday, January 1, 2013

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალ წელს

გვინდა შევაჯამოთ განვლილი 2012 წელი, რა გავაკეთეთ, რა შევქმენით და საერთოდ "სხვას რა ვარგეთ". USA2GEORGIA-ს გუნდი ზედმეტი თავის ქების გარეშე მოგითხრობთ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც თვალნათლივ აისახა ჩვენი ერთგული მომხმარებლის ჯიბესა და კომფორტზე.
თქვენ, ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, გახსოვთ რომ ჩვენი ოფისი დედამიწის მეორე მხარეს, საოცნებო ქვეყნის ერთ-ერთ შტატში - დელავერშია განთავსებული. არც ის დაგავიწყდებოდათ, თუ “რა სარგებლობა მოაქვს” ოფისის სწორედ ამ შტატში არსებობას - TAX FREE! რის გამოც სხვა შტატებთან შედარებით აქ, საშუალოდ, 10%-ით იაფად შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა, ეს კი სეიოზული დანაზოგია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.

მაგრამ USA2GEORGIA რის USA2GEORGIA-ა, თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდებოდა. კომპანიამ კიდევ უფრო სრულყო და დახვეწა გადაფუთვის სერვისი, უკვე მთელი წელია რაც ამანათების 90% რეალური წონით ჩამოდის საქართველოში. ანუ, ცარიელ ყუთებში, იგივე ჰაერში ფულს აღარავინ იხდის, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის მსხვრევადი ნივთი, ან სათუთი ტექნიკა. დანაზოგი ამ სერვისით თითქმის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც TAX FREE-ს  შემთხვევაში!

მხოლოდ ამერიკაში რომ არ არის USA2GEORGIA-ს გუნდი “მაგარი”, ამაზე უკვე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ახალი ოფისის გახსნაც მეტყველებს. უბანი ცენტრალურია, არ არსებობს პარკინგის პრობლემა, ოფისში შემოთავაზებული სერვისი კი არაფრით ჩამოუვარდება ცენტრალური ფილიალისას, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ასე რომ, თუ თქვენთვის ტერიტორიულად უფრო მოსახერხებელია, გადაამისამართეთ თქვენი ამანათები USA2GEORGIA-ს მიცკევიჩის ფილიალში. მაგრამ, თუ მაქსიმალური კომფორტი გინდათ, შეუკვეთეთ ექსპრეს კურიერის მომსახურება! გახსოვთ “ერთად გაღიმებული ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS”?

არც ის ავიწყდება ჩვენს გუნდს, რომ გაურკვეველი ლოდინი ძალიან დამღლელია ცნობისმოყვარე ადამიანისთვის (ალბათ ეს განცდა ყველა ჩვენგანს ახასიათებს) და ვიდრე შემოგღიმებთ ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS, მანამდე თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენს მიერ დანერგილი ახალი SMS შეტყობინებებით გაიგებთ. ჩვენი ამ მომსახურებით თქვენ დაუყოვნებლივ იღებთ ინფორმაციას ამანათის მიტანის შესახებ ამერიკის (დელავერის) ოფისში, ასევე მისი გამოგზავნისა და საქართველოში ჩამოსვლის თაობაზეც. 

ეს არის იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალი, რასაც ვიზულაურად შეიგრძნობს მომხმარებელი, მაგრამ 2012 წელი კიდევ უფრო დატვირთული იყო ტექნიკური თუ მართვის სისტემების გადაიარაღებით, რასაც მომხმარებელი პირდაპირ ვერ ხედავს, თუმცა ეს პროგრესი აისახება იმ კომფორტზე, რასაც ის იღებს ჩვენთან თანამშრომლობისას.


სისწრაფე, მომხმარებელზე ზრუნვა და განვითარება იყო, არის და 2013 წელსაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი!

 აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობამაც 2012 წელს 100 000-ს მიაღწია. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც გვწერს რჩევებს და სურვილებს სერვისის გაუმჯობესებისთვის idea@usa2georgia.com-ზე. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. პირობას გაძლევთ, რომ USA2GEORGIA-ს გუნდი 2013 წელს თავდაუზოგავად იშრომებს თქვენთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნისა და ახალი სერვისების დასანერგად. 

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

საუკეთესო სურვილებით,

USA2GEORGIA