USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, December 31, 2013

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალწელს

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალ წელს.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
დიდი მადლობა ყველა ჩვენს მომხმარებელს.

Monday, December 16, 2013

საახალწლო ორომტრიალი USA2GEORGIA-ში :)

უკვე მე-2 კვირაა რაც USA2GEORGIA დღეში 1 რეისის ნაცვლად 3 რეისს აგზავნის.

დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა ტვირთის რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს, ვინც სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. ტვირთის დახარისხება 24 საათიან რეჟიმში გადავიდა, ფილიალის საწყობები კი ჩამოსული ამანათებით გადაივსო. ალბათ შენიშნავდით რეისების მომატებულ რაოდენობასაც ბლოგზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ზოგადად გადატვირთულია ამერიკის საფოსტო კომპანიები UPS, USPS, Fedex. ხშირად ხდება, რომ მათ ამერიკის საწყობში ამანათები დროულად ვერ მიაქვთ, ხოლო ელექტრონულად წინასწარ აფიქსირებენ, რომ ამანათი ჩაბარებულია. ამის გამო პერიოდულად შეინიშნება თრექინგ კოდების სისტემაში ასახვასთან დაკავშირებული შეფერხებები.

ფილიალებში ფართის ნაკლებობას არ ვუჩივით, არც ამანათისთვის რიგში დგომა გიწევთ საშუალოდ 5 წუთზე მეტი, თუმცა მათი გატანა აქტიურად მაინც არ ხდება. თუ თქვენ უკვე ჩამოგივიდათ ამანათები, ნუ გამოცდით ჩვენს ტექნოლოგიებს, საწყობის გადავსების შემდეგ შესაძლოა თქვენი ამანათი სპეციალური მოწყობილობით დაიჭეჭყოს და შემცირდეს ზომაში :) სანერვიულო არაფერია, მზად გვაქვს ამანათების განმჭეჭყიც). ამიტომ გთხოვთ დროულად მოაკითხოთ და გაიტანოთ ისინი ოფისებიდან.




Monday, December 2, 2013

საახალწლო სამზადისი

დაიწყო საახალწლო სამზადისი. მრავალმა მაღაზიამ უკვე გამოაცხადა ფასდაკლებები.

სასურველია, რომ საახალწლო შოფინგი უკვე დაიწყოთ, მნიშვნელოვანი საჩუქრები და ახალი წლის ნივთები დროულად შეუკვეთოთ, რათა დეკემბრის ბოლო დღეებში ამერიკაში შობის დღესასწაულმა და გადატვირთულმა ავია რეისების განრიგმა არ შეაფერხოს თქვენი საახალწლო ამანათების მიღება.

ამჟამად არანაირი შეფერხება რეისებზე არ არის, პირიქით, ძალიან ოპერატიულად ჩამოდის ამანათები, მეოთხე, მეხუთე დღეს,  მაგრამ როგორც იტყვიან - სიფრთხილეს თავი არ სტკივა…
დავიჭიროთ თადარიგი და ერთად ბედნიერად შევხვდეთ ახალ წელს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ორშაბათი, 2 დეკემბერი, იგივე -"Cyber Monday", განსაკუთრებული დღეა ონლაინ შოფინგის მოყვარულთათვის. მრავალი ონლაინ მაღაზია სწორედ ამ დღეს სთავაზობს მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს.

Cyber Monday Deals
Amazon     6pm.com     MYHABIT.com     saksfifthavenue.com     forever21.com


Saturday, September 7, 2013

ახალი ფილიალი დიღმის მასივში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 10 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს კიდევ ერთი ახალი ფილიალი, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, N1-ში.


იმედი გვაქვს დამატებითი ფილიალის გახსნა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ამანათის ოფისებიდან გატანას.

ასევე, დღეიდან ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება.
ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი -> ფილიალის პარამეტრები

გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ:
  • ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები; 
  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
  • რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
იხილეთ ფილიალის რუკა:
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com


Monday, September 2, 2013

რეისების განრიგი და ჩამოსვლის სისწრაფე

ბოლო განახლება: 2 სექტემბერი, 2013

გაგაცნობთ ბოლო 1 თვის საშუალო სტატისტიკას:

რეისი

ამერიკის საწყობში
ამანათის მიტანა

საქართველოში ამანათის გაცემა

H0100477 26 აგვისტო 2 სექტემბერი (მე-7 დღე)
H0100476 23 აგვისტო 31 აგვისტო (მე-8 დღე)
H0100475 22 აგვისტო 30 აგვისტო (მე-8 დღე)
H0100474 21 აგვისტო 30 აგვისტო (მე-9 დღე)
H0100473 20 აგვისტო 30 აგვისტო (მე-10 დღე)
H0100472 19 აგვისტო 23 აგვისტო (მე-4 დღე)
H0100471 16 აგვისტო 21 აგვისტო (მე-5 დღე)
H0100470 15 აგვისტო 20 აგვისტო (მე-5 დღე)
H0100469 14 აგვისტო 20 აგვისტო (მე-6 დღე)
H0100468 13 აგვისტო 20 აგვისტო (მე-7 დღე)
H0100467 12 აგვისტო 16 აგვისტო (მე-4 დღე)
H0100466 9 აგვისტო 14 აგვისტო (მე-5 დღე)
H0100465 8 აგვისტო 13 აგვისტო (მე-5 დღე)
H0100464 7 აგვისტო 13 აგვისტო (მე-6 დღე)
H0100463 6 აგვისტო 13 აგვისტო (მე-7 დღე)
H0100462 5 აგვისტო 9 აგვისტო (მე-4 დღე)
H0100461 2 აგვისტო 7 აგვისტო (მე-5 დღე)
H0100460 1 აგვისტო 7 აგვისტო (მე-6 დღე)
H0100459 31 ივლისი 6 აგვისტო (მე-6 დღე)
H0100458 30 ივლისი 6 აგვისტო (მე-7 დღე)
H0100457 29 ივლისი 2 აგვისტო (მე-4 დღე)
H0100456 26 ივლისი 31 ივლისი (მე-5 დღე)
H0100455 25 ივლისი 31 ივლისი (მე-6 დღე)
H0100454 24 ივლისი 29 ივლისი (მე-5 დღე)
H0100453 23 ივლისი 29 ივლისი (მე-6 დღე)
H0100452 22 ივლისი 26 ივლისი (მე-4 დღე)
H0100451 19 ივლისი 25 ივლისი (მე-6 დღე)

Friday, August 16, 2013

იხილეთ USA2GEORGIA ვიდეო ინსტრუქციები Youtube-ზე

გთხოვთ იხილოთ USA2GEORGIA-s რეგისტრაციისა და მომსახურებით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქციები: http://www.youtube.com/user/usa2georgia/videos




Wednesday, April 10, 2013

ნანატრი PayPal როგორც იქნა საქართველოშია

საერთაშორისო ონლაინ გადახდის სისტემა - PayPal უკვე საქართველოშია.




PayPal ონლაინ გადახდების მოსახერხებელი და სწრაფი საშუალებაა.

თუ თქვენ ვერ ყიდულობდით პროდუქციას სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში და აუქციონზე, როგორიცაა eBay, საქართველოში PayPal–ის შემოსვლის შემდეგ მარტივად შეძლებთ გადახდას.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ Ebay-ზე საცდელი შესყიდვა წარმატებით განხორციელდა. რეგისტრაცია და შეკვეთის გაგზავნა თქვენს USA2GEORGIA-ს ამერიკულ მისამართზე დელავერში უკვე დღესვე შეგიძლიათ.

PayPal-ის ზოგადი ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო

გისურვებთ წარმატებულ შოფინგს!

Thursday, February 7, 2013

USA2GEORGIA-მ შეზღუდა ე.წ. "ბიო" არომატიზატორების გამოგზავნა


11 თებერვალი
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია USA2GEORGIA-ს შეზღუდვამ ე.წ. "ბიო" არომატიზატორების ტრანსპორტირებაზე. გვინდა მცირედი განმარტება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით:

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირება კანონით შეზღუდული არ არის, კომპანიამ მიიღო აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან USA2GEORGIA-ს არ სურს არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებების ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება.


7 თებერვალი
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვლიდან შეიცვალა მომსახურების პირობები და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა ე.წ. "ბიო" არომატიზატორები. შესაბამისად ამანათები მსგავსი ტიპის შიგთავსით არ გამოიგზავნება საქართველოში.

იხილეთ შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი

ასევე მომსახურების პირობები, პარაგრაფი 10


Wednesday, January 30, 2013

შეზღუდვები სუნამოს გამოგზავნაზე მოიხსნა

მოხარული ვართ გაგაცნოთ 2013 წლის კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლე:
1 თებერვლიდან სუნამოების გამოგზავნაზე შეზღუდვა მოვხსენით.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მსგავსი ამანათების გადაფუთვა არ ხდება, შესაბამისად წონის დაანგარიშება მოხდება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ნებადართულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი (42 გრადუსამდე), ასევე ყავა, ჩაი, მზა საკვები პროდუქტები, ცოცხალი მცენარეები, ნერგები, მცენარის თესლები და სხვა.
იხილეთ შეზღუდული და ნებადართული პროდუქციის ჩამონათვალი

გთხოვთ ასევე იხილოთ სტატიები:
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post_18.html
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post.html

Tuesday, January 8, 2013

კიდევ უფრო იაფად USA2GEORGIA-სგან!

„დახურული ფასდაკლებების“ ინტერნეტ-მაღაზია MYHABIT.com ინტერნეტ-გიგანტმა კომპანია “ამაზონმა” 2011 წლის მაისში შექმნა. შედარებით ახალ, მაგრამ უკვე საკმაოდ გახმაურებულ ამ ინტერნეტ-მაღაზიაში ამაზონის წევრ-მომხმარებლებს საყოველთად აღიარებული დიზაინერების ტანსაცმლისა თუ სხვა უამრავი პროდუქციის შეძენა, საწყის ფასთან შედარებით, საშუალოდ, 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.
ყველაფერი შედარებითია, განსაკუთრებით ფასები! MYHABIT.com-ზე შთამბეჭდავი ფასდაკლებებია ბრენდებზე. მაგალითად,  Valentino-ს 100%-იანი აბრეშუმის თავსაფარი აქ $95 ღირს, ნაცვლად საწყისი $270-ისა, Bensoni-ის ვინტაჟური სტილის დახვეწილი კაბა შეგიძლიათ შეიძინოთ $100-200-ად, ნაცვლად $350-700-სა. Geox-ის უმაღლესი ხარისხის, კომფორტული ფეხსაცმელი MYHABIT.com-ზე $60-100 ღირს, რომლის საწყისი ფასიც $150-200-ის ფარგლებში მერყეობს.
საიტზე ერთდროულად ათეულობით ფასდაკლება ცხადდება. ყველა ასეთი აქცია თბილისის დროით 20:00 საათზე იწყება და გრძელდება ან მითითებული დროის განმავლობაში (არაუმეტეს 72 საათისა), ან მთელი საქონლის გაყიდვამდე.

MYHABIT.com-მა მაქსიმალურად იზრუნა მომხმარებელზე და შექმნა აპლიკაცია აიფონებისა და ანდროიდებისათვის. თუ თქვენ ჩამოტვირთავთ აღნიშნულ აპლიკაციას თქვენსავე მობილურში, ახალ ფასდაკლებებზე ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებთ.

ამაზონის წევრები დახურულ MYHABIT.com-ზე შედიან არსებული სახელითა და პაროლით და აღარ სჭირდებათ მისამართებისა და საგადამხდელო ბარათების მონაცემების თავიდან ატვირთვა. ვებგვერდზე MYHABIT.com სარეგისრაციო პროცედურის გავლა USA2GEORGIA-ს მხოლოდ იმ მომხმარებელს მოუწევს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ამაზონზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაცია უფასოა. არარეგისტრირებულ მომხმარებელს არ გააჩნია შემოთავაზებულ პროდუქციასა და ფასდაკლებებზე წვდომა.
MYHABIT.com გამოირჩევა მთავარი გვერდის ნათელი და ინფორმატიული დიზაინით, მოხერხებული და ლაკონური მენიუთი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტანსაცმლის აღწერა. აქ მოცემულია ყველაფერი: მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა, ზუსტი ზომა, რეცხვისა და მოვლის რეკომენდაციები. ამასთან, ტანსაცმლის აღწერას თან ერთვის ვიდეო, რომელიც მოდელის ეფექტიან პანორამულ დემონსტრირებას ახდენს.

MYHABIT.com-ის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს საშუალო შემოსავლიანი, კარგი გემოვნების მქონე ადამიანები.

მაშ ასე, USA2GEORGIA ახალი წლიდან ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ. იაქტიურეთ!

Tuesday, January 1, 2013

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალ წელს

გვინდა შევაჯამოთ განვლილი 2012 წელი, რა გავაკეთეთ, რა შევქმენით და საერთოდ "სხვას რა ვარგეთ". USA2GEORGIA-ს გუნდი ზედმეტი თავის ქების გარეშე მოგითხრობთ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც თვალნათლივ აისახა ჩვენი ერთგული მომხმარებლის ჯიბესა და კომფორტზე.
თქვენ, ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, გახსოვთ რომ ჩვენი ოფისი დედამიწის მეორე მხარეს, საოცნებო ქვეყნის ერთ-ერთ შტატში - დელავერშია განთავსებული. არც ის დაგავიწყდებოდათ, თუ “რა სარგებლობა მოაქვს” ოფისის სწორედ ამ შტატში არსებობას - TAX FREE! რის გამოც სხვა შტატებთან შედარებით აქ, საშუალოდ, 10%-ით იაფად შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა, ეს კი სეიოზული დანაზოგია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.

მაგრამ USA2GEORGIA რის USA2GEORGIA-ა, თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდებოდა. კომპანიამ კიდევ უფრო სრულყო და დახვეწა გადაფუთვის სერვისი, უკვე მთელი წელია რაც ამანათების 90% რეალური წონით ჩამოდის საქართველოში. ანუ, ცარიელ ყუთებში, იგივე ჰაერში ფულს აღარავინ იხდის, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის მსხვრევადი ნივთი, ან სათუთი ტექნიკა. დანაზოგი ამ სერვისით თითქმის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც TAX FREE-ს  შემთხვევაში!

მხოლოდ ამერიკაში რომ არ არის USA2GEORGIA-ს გუნდი “მაგარი”, ამაზე უკვე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ახალი ოფისის გახსნაც მეტყველებს. უბანი ცენტრალურია, არ არსებობს პარკინგის პრობლემა, ოფისში შემოთავაზებული სერვისი კი არაფრით ჩამოუვარდება ცენტრალური ფილიალისას, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ასე რომ, თუ თქვენთვის ტერიტორიულად უფრო მოსახერხებელია, გადაამისამართეთ თქვენი ამანათები USA2GEORGIA-ს მიცკევიჩის ფილიალში. მაგრამ, თუ მაქსიმალური კომფორტი გინდათ, შეუკვეთეთ ექსპრეს კურიერის მომსახურება! გახსოვთ “ერთად გაღიმებული ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS”?

არც ის ავიწყდება ჩვენს გუნდს, რომ გაურკვეველი ლოდინი ძალიან დამღლელია ცნობისმოყვარე ადამიანისთვის (ალბათ ეს განცდა ყველა ჩვენგანს ახასიათებს) და ვიდრე შემოგღიმებთ ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS, მანამდე თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენს მიერ დანერგილი ახალი SMS შეტყობინებებით გაიგებთ. ჩვენი ამ მომსახურებით თქვენ დაუყოვნებლივ იღებთ ინფორმაციას ამანათის მიტანის შესახებ ამერიკის (დელავერის) ოფისში, ასევე მისი გამოგზავნისა და საქართველოში ჩამოსვლის თაობაზეც. 

ეს არის იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალი, რასაც ვიზულაურად შეიგრძნობს მომხმარებელი, მაგრამ 2012 წელი კიდევ უფრო დატვირთული იყო ტექნიკური თუ მართვის სისტემების გადაიარაღებით, რასაც მომხმარებელი პირდაპირ ვერ ხედავს, თუმცა ეს პროგრესი აისახება იმ კომფორტზე, რასაც ის იღებს ჩვენთან თანამშრომლობისას.


სისწრაფე, მომხმარებელზე ზრუნვა და განვითარება იყო, არის და 2013 წელსაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი!

 აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობამაც 2012 წელს 100 000-ს მიაღწია. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც გვწერს რჩევებს და სურვილებს სერვისის გაუმჯობესებისთვის idea@usa2georgia.com-ზე. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. პირობას გაძლევთ, რომ USA2GEORGIA-ს გუნდი 2013 წელს თავდაუზოგავად იშრომებს თქვენთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნისა და ახალი სერვისების დასანერგად. 

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

საუკეთესო სურვილებით,

USA2GEORGIA