USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, November 21, 2012

რა კავშრი აქვს „ჯარისკაცის მამას“ „ექსპრეს კურიერთან“?

რა და, სამუშაო დღის ბოლოს ჩვენი ექსპრეს კურიერები ყოველდღე ჩიოდნენ: «на машине ехал, на поезде ехал, на лошаде ехал, пешком ехал...» და ასე შემდეგ თავდადებით მიქონდათ ცხრა მთა-ცხრა ზღვის კიარა, მთელი ატლანტის ოკეანის იქიდან (ეს ციმბირზე შორია, გვერწმუნეთ!) ნარნარით ჩამოფრენილი ამანათები. ყველაზე სასოწარკვეთილი თხოვნა-მოთხოვნა ის ქონდათ, რომ „ამანათს საკუთარი ზურგით მივიტანთ ნებისმიერ მისამართზე, ოღონდ ამ ჯაბახანა მანქანებს ნუღარ გვათრევინებთ ხელითო“. ჯარისკაცის მამის ჰიტად ქცეულ ფრაზას კი არა და, Uma2rman-ის „Я к тебе доплыву, долечу, доеду“-საც ვეღარ ღიღინებდნენ ის ქანცგამძვრალი, შუა გზაში მანქანისაგან დაღალატებული (არა და, ჯაგლაგ ცხენს ხომ ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონობას?!) ექსპრეს კურიერები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კილოგრამიანი ამანათების მიტანა უწევთ დამკვეთის მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებამდე.

მოკლედ, „იყო ბნელი და უკუნი“ ჩვენი ექსპრეს კურიერებისთვის და გ ა ნ ა თ დ ა !!! და ვისთან ერთად „გავანათეთ“? - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-მ გაიხაროს, თავის სერვისცენტრებიანად, YARIS-ის ახალი მოდელების შემოყვანისთვის (თუმცა, რა საჭიროა სერვისცენტრი ასეთი მანქანებისათვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია!)! ხო, ხო! ეხლა უკვე ვერცხლისფერი „ლამაზმანებით“ მოაბრძანებენ თქვენამდე ოცნების ამხდენ ამანათებს. ბევრმა უკვე იცის, რას ნიშნავს ვერხლისფერი TOYOTA YARIS-ის მათ ეზოში შესვლა. აი, გუშინ, თბილისის ერთ-ერთ კორპუსთან მიიტანა ამანათი ჩვენმა კურიერმა და ჯერ დარეკილიც არ იყო შემკვეთთან, რომ ფანჯრიდან მოუთმენლობაშერეული აღტაცება გადმოფინა ერთმა გოგონამ. მას ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორც ცნობილ სლოგანშია: «Задорная улыбка Toyota Yaris».
ასე რომ, დღეიდან თქვენს ეზოში როგორც კი დაინახავთ ერთად გაღიმებულ Toyota Yaris-ს და ექსპრეს კურიერს, გააღეთ კარი - ჩაიბარეთ ამანათი!

Friday, November 2, 2012

მიცკევიჩის ფილიალი სრული დატვირთვით ამუშავდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და 5 ნოემბრიდან სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას.

გამოიკვეთა ფილიალის დადებითი მხარეებიც, განსაკუთრებით აღსანიშნავია საცობების არარსებობა და შესაბამისად ამანათის აღების სისწრაფე.

შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ამანათების მისაღებად, მართვის გვერდზე საჭიროა ფილიალის მონიშვნა, რეისის გასწვრივ.

თუ თქვენ მუდმივად გსურთ მიცკევიჩის ფილიალიდან ამანათების მიღება, ამანათების მართვის გვერდზე შესვლისას გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს "მიცკევიჩის ფილიალი". ეს ფილიალის მოსანიშნს ყოველ მომდევნო რეისზე ავტომატურად გააქტიურებს.

დამატებით იხილეთ სტატია

amazon