USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, January 1, 2013

USA2GEORGIA გილოცავთ შობა-ახალ წელს

გვინდა შევაჯამოთ განვლილი 2012 წელი, რა გავაკეთეთ, რა შევქმენით და საერთოდ "სხვას რა ვარგეთ". USA2GEORGIA-ს გუნდი ზედმეტი თავის ქების გარეშე მოგითხრობთ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც თვალნათლივ აისახა ჩვენი ერთგული მომხმარებლის ჯიბესა და კომფორტზე.
თქვენ, ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, გახსოვთ რომ ჩვენი ოფისი დედამიწის მეორე მხარეს, საოცნებო ქვეყნის ერთ-ერთ შტატში - დელავერშია განთავსებული. არც ის დაგავიწყდებოდათ, თუ “რა სარგებლობა მოაქვს” ოფისის სწორედ ამ შტატში არსებობას - TAX FREE! რის გამოც სხვა შტატებთან შედარებით აქ, საშუალოდ, 10%-ით იაფად შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა, ეს კი სეიოზული დანაზოგია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.

მაგრამ USA2GEORGIA რის USA2GEORGIA-ა, თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდებოდა. კომპანიამ კიდევ უფრო სრულყო და დახვეწა გადაფუთვის სერვისი, უკვე მთელი წელია რაც ამანათების 90% რეალური წონით ჩამოდის საქართველოში. ანუ, ცარიელ ყუთებში, იგივე ჰაერში ფულს აღარავინ იხდის, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის მსხვრევადი ნივთი, ან სათუთი ტექნიკა. დანაზოგი ამ სერვისით თითქმის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც TAX FREE-ს  შემთხვევაში!

მხოლოდ ამერიკაში რომ არ არის USA2GEORGIA-ს გუნდი “მაგარი”, ამაზე უკვე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ახალი ოფისის გახსნაც მეტყველებს. უბანი ცენტრალურია, არ არსებობს პარკინგის პრობლემა, ოფისში შემოთავაზებული სერვისი კი არაფრით ჩამოუვარდება ცენტრალური ფილიალისას, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ასე რომ, თუ თქვენთვის ტერიტორიულად უფრო მოსახერხებელია, გადაამისამართეთ თქვენი ამანათები USA2GEORGIA-ს მიცკევიჩის ფილიალში. მაგრამ, თუ მაქსიმალური კომფორტი გინდათ, შეუკვეთეთ ექსპრეს კურიერის მომსახურება! გახსოვთ “ერთად გაღიმებული ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS”?

არც ის ავიწყდება ჩვენს გუნდს, რომ გაურკვეველი ლოდინი ძალიან დამღლელია ცნობისმოყვარე ადამიანისთვის (ალბათ ეს განცდა ყველა ჩვენგანს ახასიათებს) და ვიდრე შემოგღიმებთ ექსპრეს კურიერი და TOYOT YARIS, მანამდე თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენს მიერ დანერგილი ახალი SMS შეტყობინებებით გაიგებთ. ჩვენი ამ მომსახურებით თქვენ დაუყოვნებლივ იღებთ ინფორმაციას ამანათის მიტანის შესახებ ამერიკის (დელავერის) ოფისში, ასევე მისი გამოგზავნისა და საქართველოში ჩამოსვლის თაობაზეც. 

ეს არის იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალი, რასაც ვიზულაურად შეიგრძნობს მომხმარებელი, მაგრამ 2012 წელი კიდევ უფრო დატვირთული იყო ტექნიკური თუ მართვის სისტემების გადაიარაღებით, რასაც მომხმარებელი პირდაპირ ვერ ხედავს, თუმცა ეს პროგრესი აისახება იმ კომფორტზე, რასაც ის იღებს ჩვენთან თანამშრომლობისას.


სისწრაფე, მომხმარებელზე ზრუნვა და განვითარება იყო, არის და 2013 წელსაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი!

 აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობამაც 2012 წელს 100 000-ს მიაღწია. 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც გვწერს რჩევებს და სურვილებს სერვისის გაუმჯობესებისთვის idea@usa2georgia.com-ზე. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. პირობას გაძლევთ, რომ USA2GEORGIA-ს გუნდი 2013 წელს თავდაუზოგავად იშრომებს თქვენთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნისა და ახალი სერვისების დასანერგად. 

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

საუკეთესო სურვილებით,

USA2GEORGIA


8 comments:

Zura said...

მე <3 U2G

Tom Clancy said...

USA2GEORGIA Rules! xD

Maramkura said...

დიდი მადლობა, ხალხო. ძალიან კარგები ხართ და მახარებს, რომ სულ ცდილობთ კიდევ უფრო დახვეწოთ თქვენი მომსახურება.

გილოცავთ ყველას!! იმდენი ბედნიერება თქვენს ოჯახებში, რამდენ ამანათსაც თქვენს ხელი გაუვლია :)

miranda said...

გმადლოოოობთ...

beqa xarebava said...

გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ...
წარმატებები თქვენს გუნდს. ფანტასტიური სტრუქტურაა ნეტავ ასე მუშაობდეს ყველაფერი საქართველოში :)

David Osepashvili said...

7ში მუშობთ?

GLS Group said...

გმადლობთ ბექა!

დავით, 7-ში არ ვმუშაობთ.

giorgi zhvania said...

დიდი მადლობა ყოჩაღ ძალიან კარგი პროექტია და წარმატებები რათქმა უნდა თქვენ და ხალს წარმატებები ამანათების მიღებაში ძალიან გამიხარდა რომ Paypal საქართველოშიც შემოვიდა

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon