USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, December 19, 2012

USA2GEORGIA-ში TAX FREE შოფინგია

წინასაშობაოდ USA2GEORGIA-ს ინტერნეტ შოპინგის მოყვარულების არნახული აქტიურობა შეინიშნება! ამის მთავარი მიზეზი არა მარტო შობა - ახალი წლის მოახლოებაა: USA2GEORGIA-ს მომხმარებლები დელავერის შტატში სასურველ ნივთს დამატებითი გადასახადების - Sales Tax-ის გარეშე ყიდულობენ. ცნობისათვის, თუ აშშ-ის სხვა შტატებში ინტერნეტ მაღაზიებში (და არა მარტო) Sales Tax ძირითადად 7-დან 18,5%-მდე მერყეობს, დელავერში, სადაც USA2GEORGIA-ს მისამართია, ამ ტიპის დაბეგვრა საერთოდ არ ხდება.

შთამბეჭდავ დანაზოგს გააკეთებთ კომპიუტერული, ან სხვა ტექნიკის შეძენისას. მაგალითად, Macbook Air ამერიკაში $1100-დან შეგიძლიათ შეიძინოთ, ამაზონზე ქართული ბარათებიც უპრობლემოდ მუშაობს: www.amazon.com/macbook
საქართველოში ჩამოტანით და განბაჟებით ის დაახლოებით 2200 ლარი დაჯდება, რაც საქართველოში არსებულ მინიმალურ ფასზე 300 ლარით ნაკლებია.

ძალზედ ხელსაყრელი ხდება დელავერში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა ნივთების შეძენაც, რომლებიც გადაფუთვას ექვედებარება, რასაც USA2GEORGIA სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობთ. ამ შემთხვევაში საგრძნობლად მცირდება ამანათის მოცულობა და ტვირთი რეალური წონით იგზავნება. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების ღირებულებას.

აქვე იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ აშშ-ში მასობრივი საშობაო ფასდაკლებებია, სახლიდან გაუსვლელად, ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ სასურველ პროდუქტს, რომელსაც USA2GEORGIA-ს ექსპრეს კურიერი მოგაწვდით თქვენს მისამართზე. ასეთ კომფორტზე ნამდვილად არ უნდა თქვას უარი კაცმა, თან ასეთ ამინდში - თუ თბილი შოპინგია, თბილი შოპინგი იყოს!

6 comments:

Alexander Adamia said...

საქართველოში არსებული მინიმალური ფასი რა არის?

GLS Group said...

დღესდღეობით მაღაზიებში არსებული ფასებით თუ ვიმსჯელებთ დაახლოებით 2500 ლარი

Ana anka said...

anu sxva nacarmze garda gadafutvis, tax-free-s sxva upiratesoba ar aqvs? arasdros gadamixdia imaze naklebi vidre saitzea mititebuli

irakli grigalashvili said...

arc me gadamixdia arasdros imaze naklebi vidre saitzea mititebuli iqneb ufro detalurad agvixsnat razea laparaki?

GLS Group said...

პროდუქციის შეძენისას საიტზე მითითებულ ფასზე ნაკლებებად არ ყიდულობთ. სტატია სულ სხვა რამეზეა. დააკვირდით Order Total-ის დათვლისას TAX რამდენი იქნება. დელავერში გაგზავნისას დაწერს 0-ს ხოლო სხვა შტატში, მაგ.: NY დაწერს მინიმუმ 8.7%-ს და საბოლოო თანხას დაუმატებს მაღაზია.

chumburman said...

განბაჟების ლიმიტი ხომ არ გაუზრდიათ ჩვენთან, თუ ისევ 300 ლარი დარჩა?

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon