მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში ჩატარდა გამოკითხვა USA2GEORGIA-ს დამატებითი ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ.
დიდ მადლობას ვუხდით გამოკითხვაში მონაწილე მომხმარებლებს. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფილიალი, მიცკევიჩის ქუჩაზე, N27-ში.
დამატებითი ფილიალის გახსნა განტვირთავს საცობებს ქავთარაძის სათაო ოფისთან და უფრო კომფორტულს გახდის ამანათის ოფისებიდან გატანას.
ფილიალის არჩევა შესაძლებელია ამანათების მართვის გვერდზე, რეისების გასწვრივ.
გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ:
- ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები;
- ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
- განსაბაჟებელი და დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
- ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
ფილიალის შესახებ შენიშვნები და კომენტარები გთხოვთ მოგვწეროთ
ელ-ფოსტაზე: idea@usa2georgia.com, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მომსახურების პირობები უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.
იხილეთ ფილიალის რუკა:

20 comments:
მემგონი უკეთესი იქნება რომ პროფაილში იყოს სასურველი ოფისის არჩევის შესაძლებლობა, რომ თითოეულ რეისზე განმეორებით არ მოგვიწიოს თავიდან მითითება.
მადლობთ.
მშვენიერია.მე უფრო მოშორებით ველოდი ოფისის გახსნას ავლაბრისკენ.მაინც კარგია,რიგი და საცობი ნაკლებად იქნება.
გილოცავთ. ერთი რუსთავშიც გახსენით. ან საკურიერო მომსახურება უფასო იყოს ახლო ქალაქებში :)))
გილოცავთ. ერთი რუსთავშიც გახსენით ან საკურიერო მომსახურეობა უფასო მაინც იყოს ახლო ქალაქებში. :)
ბათუმშიც რომ გაგეხსნათ ოფისი არ იქნებოდა ცუდი
ანუ, ამანათი აეროპორტიდან პირდაპირ მიცკევიჩის ფილიალში მივა, თუ ჯერ ქავთარაძეზე და შემდეგ მიცკევიჩზე? ხომ არ გაახანგრძლივებს ეს ამანათის მიღების პროცესს?
Giga - არა, არ გაახანგრძლივებს
Qutaisshic gvinda ofisi u2g :)
მიცკევიჩი და ქავთარაძე რამ გაყო... :( მიცკევიჩზე გახსნას გაგეხსნათ სადმე ცენტრისკენ ან აღმოსავლეთისკენ. მაგ შემთხვევაში ნამდვილად გაუადვილებდით თქვენს მომხმარებლებს თქვენთან ურთიერთობას ... :(
მივესალმები ახალი ფილიალის გახსნას, მაგრამ ორი ფილიალი და ორივე საბურთალოზე ცოტა არ იყოს უცნაურია. მესმის დიდი უბანია, მაგრამ კარგი იქნებოდა სხვა უბანში გახნილიყო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ვარკეთილიდან ან დიდი დიღმიდან, ქავთარაძეზე მივა თუ მიცკევიჩზე.
სადმე მეტროსთან ახლო რო გახსნილიყო კაი იქნებოდა. მაგალითად დიდუბეში ან ვაგზალზე. ახლო ქალაქებიდან ბევრი ჩამოდის ამანათის გასატანად და მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა.
ოფისის გახსნა კარგია, მაგრამ მუშაობის საათები რომ ცოტათი შეგეცვალათ არ იქნებოდა ცუდი. ძირითადად თქვენი სერვისით სარგებლობს ხალხი ვინც სამსახურშია და უმრავლესობა 18:00 თავისუფლდება და შემდეგ მოდის ამანათის გამოსატანად. შესაბამისად უფრო მოსახერხებელია 19:00 ან 19:30 მდე რომ იყოს გამოტანის საშუალება.
სამწუხაროა რომ, გამოკითხვა მეორე ოფისის გახსნაზე, არასწორად იქნა აღქმული თქვენგან
დავიჯერო, საბურათალოზე ფართის ქირაობა უფრო იაფია ვიდრე სხვა გარე უბანში?
მიცკევიჩი და ქავთარაძე რა გაყო? ზედმეტმა 2 მა კილომეტრმა?
tbilishi gaxsnas jobda saertod rustavshi gagexsnat axali filiali :D
vitom swori archevania mickevichi? ar jobda sadme gareubanshi dagematebinat? gldanidan an varketilidan rom midis adamiani amanatis asagebad ara mgonia rame mnishvneloba qondes mickevichze miva tu qavtaradzeze, ise mickevichze mcxovrebtatvis kia mosaxerxebeli tu magaze iyo gatvla ;)
ჯობს რუსთავშიც გახსნათ.ბევრი მომხმარებელია ჩემი აზრით.ახლო მდებარე რაიონებიდან ყველაზე ნორმალური ადგილი იქნება.კიდევ კარგი იქნებოდა პარკები რომ გქონდეთ ამანათების წასაღებად,თქველი ლოგოს გამოსახულებით o_0
me zalian macyobs da mixaria)
უკეთესი მიცკევიჩი ჩემთან ორ ნაბიჯშია ანუ მაწყობს :)
ორი ფილეალის საბურთალოზე გახსნას გაგეხსნათ ერთი ისან-სამგტორში ;||
მესამეც გახსენით რა სადმე ყაზბეგზე :|
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com