USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, March 13, 2014

ამანათების 90% რეალური წონით

ხშირად გვეკითხებიან თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება. პასუხი მარტივია: არსებობს IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სტანდარტები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ავია გადამზიდი და ექსპედიტორი კომპანია იცავს კერძოდ:
  • პარკით მიღებული ამანათი - იწონება სასწორით და ითვლება წონით (იგივე რეალური წონა) 
  • ყუთით შემოსული ამანათი - იწონება რეალური (სასწორის) და მოცულობითი (ზომების გამოთვლით, იგივე მოცულობითი/გაბარიტული) წონით. ამ ორი მნიშვნელობის შედარებით, ამანათის წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს. 
არსებობს ამანათების გადაფუთვის სერვისი. გადაფუთვის გააქტიურების შემდეგ პროდუქცია იგზავნება პარკით და ითვლება მხოლოდ რეალური წონით. შესაბამისად რეალური წონის დათვლისას ყუთის წონა აღარ იანგარიშება და დაითვლება მხოლოდ პროდუქციის წონა.

სტატისტიკის მიხედვით, ამანათების 90% რეალური წონით იწონება.

ეს მომსახურება რომ არ არსებობდეს, ტრანსპორტირების ღირებულება ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ და მეტჯერ ძვირი დაჯდებოდა, რადგან ამერიკაში შემოსული ამანათების აბსოლიტური უმრავლესობა უშველებელი ყუთებით მოდის.

სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს გადავფუთოთ თითქმის ყველაფერი, გარდა მსხვრევადი და ელექტრო ტექნიკისა.

ამანათის ზომა-წონა სტიკერზეც შეგიძლიათ იხილოთ:
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ეს სტიკერი ამანათს დახარისხების შემდეგ ეკვრება, რათა ზომა/წონის კალკულაცია მომხმარებელთან მაქსიმალურად გამჭვირველე იყოს.
მოცულობითი წონა ითვლება შემდეგი ფორმულით:
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000.
მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს გადაამოწმოს ამანათის ზომა/წონა ოფისში, ხოლო ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მიიღოს ინვოისის კორექცია მომსახურების პირობების გათვალისწინებით.

მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი რეკომენდაციები, სურვილები, იდეები და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ისინი. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com

33 comments:

Levani said...

kargi iqneba rom rasac qvia gadafutvis punqcia gaxdes chveulebriv standartuli porma da ara samartav panelshi "agsagnishni" radgan xshiria shemtxveva imisa rom gamyidveli an treqings ar gawvdis an ubralod gaviwydeba da ukve misuli amanati agar iputeba,shesabamisad rogorc tqven agnishnet modis uzarmazai yutit rac did diskomports qmnis

GLS Group said...

Levan - გმადლობთ კომენტარისთვის. მართვა აუცილებელია, რადგან ზოგჯერ მომხმარებელს არ სურს ამანათის გადაფუთვა.

რაც შეეხება უთრექინგო ამანათებს, ისინი მაინც იფუთება ჩვეულებრივ. უზარმაზარი ყუთით კი შესაძლოა მაშინ მიიღოთ თუ პროდუქცია მსხვრევადია ან ელექტრო-ტექნიკაა და პარკში გადაფუთვა უსართხოების ნორმებიდან გამომდინარე დაუშვებელია.

LONGMAN said...

მაგალითად მე გამოვიწერე ბრენდი და ძვირადირებული ბოტასები, ღირს ამ ბოტასების პარკში გადაწყობა? ხომ არ დაიჭყლიტება და დაზიანდება?

GLS Group said...

LONGMAN - ბოტასი წესით არ უნდა დაზიანდეს. რომ არ გადავფუთოთ საერთოდ, შესაძლოა ბოტასი მიიღოთ 5,6 კგ-იანი ყუთით. თუ სტანდარტულ გადაფუთვას გამოიყენებთ (რომელიც ავტომატურია), მაშინ მიიღებთ ბოტასს მხოლოდ პროდუქციის ყუთით, წონა საშუალოდ 1-3კგ უნდა იყოს; ხოლო თუ მონიშნავთ პარკში გადაფუთვას, წონას კიდევ უფრო შეამცირებთ, სავარაუდოტ 0.6 - 1.5კგ-მდე.

BigGoga said...

ანუ გამოდის რომ თუ ამანათი არ არის ყუთში გამოგზავნილი, მისი გაბარიტების მიუხედავად იანგარიშება რეალური წონა?

GLS Group said...

BigGoga - თუ მიიღებთ პარკით (გამჭვირვალე, ფერადი ან შავი) მაშინ მხოლოდ რეალური წონით იანგარიშება.
მოცულობით ითვლება ყუთი ან ოთკუთხედი მყარი ამანათები (მაგ. რაიმე ელექტრო მოწყობილობის ყუთი, ფეხსაცმელი ყუთით და ა.შ.)

Unlimate said...

რავიცი ვიდეო კარტა ჩამოვიტანა 14 ლარი გამომართვით ჩამოვიტანე ყურსასმენები რომელიც ნაკლებს იწონიდა და ყუთი იგივე ზომის იყო და 28 ლარი გამომართვით გამოდის რომ იმ 10% მოვხდი ხო მარა ავედი მეორე სართულზე და ვერ დავამტკიცე ვერაფერი არადა მხოლოდ 500 გრამს იწონიდა ჩემი ყუთი
http://www.tweaknews.net/reviews/creative_labs_tactic3d_sigma_headset/index3.php

GLS Group said...

Unlimate, თქვენს ლინკზე ჩანს, რომ პროდუქცია თავისი შეფუთვით არის რაღაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთში. ეს პროდუქციის ყუთია და ბუნებრივია ამ ყუთს არავინ გახსნიდა და არ გადააგდებდა. შესაბამისად პროდუქციის ყუთის ზომებით მოხდა დაანგარიშება.
ამერიკაში ეს ამანათი შემოვიდა საფოსტო კარდონის ყუთში (ჩვეულებრივ ყავისფერი ყუთები რომ არის) და ბუნებრივია პროდუქცია ამოვიღეთ ამ ყუთიდან. პარკით ასეთი ამანათის დათვლა ვერ მოხდება რადგან პროდუქციას ისედაც აქვს თავისი ყუთი რომლის გახსნის უფლებასაც მომხმარებელი არ მოგვცემს.

Aleksandre Iobidze said...

სალამი,
კარგს იზამთ თუ ჩვეულებრივ სკოჩს შეცვლით ქაღალდის სკოჩით(ან ერჯერად პარკებში ჩადებთ და მერე გასკოჩავთ), რომლის მოხსნისას ზიანდება ორიგინალური ყუთი და აუშნოებს მის ზედაპირს.(ჩემთვის რომ ჩამომაქ არაა პრობლემა, მაგრამ საჩუქრად როცა მინდა უხერხულია ესეთი ყუთის მირთმევა).

პატივისცემით

GLS Group said...

Aleksandre, ქაღალდის სკოჩი ადვილად იხევა და საიმედო არ არის.
ერთჯერად პარკებში ისედაც ვდებთ ამანათების თითქმის 80%-ს, გარდა დიდი ამანათებისა, რომელიც ფიზიკურად არ ეტევა პარკში.
მოგახსენებთ, რომ გადაფუთვის სერვისის გაუმჯობესება მუდმივად მიმდინარეობს, სამომავლოდ ბუნებრივია კიდევ უფრო დაიხვეწება ეს მომსახურება.

LONGMAN said...

ვეთანხმები ალექსანდრეს. მაგალითად ეხლა ფოტოაპარატი ჩამომივიდა სულ ახალი თავის ყუთით და ყველაფრით, საჩუქრად მინდოდა ახლობლისთვის, მაგრამ ისე იყო გადასკოჩილი რომ გახსნისას ყუთი საშინლად დამახინჯდა. აქდან გამომდინარე მომიწია სახელდახელოდ რაღაც სხვა ყუთის გაკეთება. ეს ძალიან დასანანია და იქნებ კიდევ რაიმეში ჩადოთ ხოლმე ორიგინალი ყუთები და ის დასკოჩოთ?

GLS Group said...

LONGMAN - აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ პროდუქციის ყუთზე სკოჩი არ დაეკრას. როგორც წესი ამას მაქსიმალურად ვარიდებთ თავს.
ასევე, ხშირ შემთხვევაში, გადაფუთვის გამორთვა გამართლებულია თუ პროდუქცია ძვირადღირებულია და მისი მიღება ორიგინალი შეფუთვით გსურთ.

Ninia Gotiashvili said...

გთხოვთ უფრო გაამარტივოთ ეს გადაფუთვის და პარკში გადატანი სერვისი. ვერ გავიგე რა შემთხვევაში არის ავტომატური გადაფუთვა ან პარკში გადატანა ან საერთოდ როგორ ვმართოდ ესენი შემდეგ პროდუქციაზე:
ასევე როდის მოქმედებს რეალური წონის გამოთვლა და რა შემთვევაში ანგარიშობთ მოცულობით წონას შემგეპ როდუქციაზე.

ქალის ხელჩანთა–?
სამგზავრო ჩანთა ან რუგზაკი–?
სამკაულის ჩემოდანი "ზარდახშა"–?
ბიჟუტერია, საათები–?
სუნამოები–?
კოსმეტიკური საშვალებები–?
ფოტო აპარატები და ტექნიკა–?

GLS Group said...

Ninia გმადლობთ შეკითხვისთვის
გადაფუთვის პირობების მიხედვით, რეალური წონით მოდის შემდეგი: ტანსაცმელი, ქალის ხელჩანთები, ფეხსაცმელები (თუ ფეხსაცმლის პარკში გადატანა მონიშნულია). ყველა სხვა პროდუქცია, რომელიც ყუთის ფორმის ამანათშია, ითვლება მოცულობითი წონით.

ანუ მოცულობითი წონით დაითვლება "ზარდახშა", საათები, ფოტო აპარატები და ტექნიკა და ა.შ.

Shota said...

მინდა რომ ფეხსაცმლის პარკში გადაწყობაზე თანხმობა განვაცხადო ერთხელ და სამუდამოდ და არა ყოველი ამანათის მიღებისას ცალ-ცალკე. არ გაწყობთ არა? ყუთების ტარება უფრო მომგებიანია კომპანიისთვის და მიტომ არ აკეთებთ ამ ფუნქციას საიტზე?

GLS Group said...

Shota - ეს საკითხი ფინანსურ თემას საერთოდ არ ეხება. ცვლილება მარკეტინგული კუთხით არის დასამუშავებელი და შემდეგ პროგრამულად უნდა ჩაიდოს მართვის გვერდზე. ჯერ-ჯერობით მსგავსი ფუნქცია განხილვის ეტაპზეა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა ასეთი ცვლილება მართლაც გაკეთდეს.

LONGMAN said...

საიტზე პროგრამულად ჯობია ის გაკეთდეს, რომ შემეძლოს გადავიხადო ის ინვოისები, რომლებიც მე მინდა და არა ავტომატურად ხდებოდეს ეს. და კიდევ, შემეძლოს მოსატანად გამზადებული ამანათების გვერდზე მოვნიშნო რომ არ მომიტანოს სტანდარტულმა კურიერმა ხუთშაბათს, რადგან მაგალითად პარასკევს კიდევ ველოდები ამანათებს და შემდეგ ექსპრეს კურიერს მოვატანინებ სახლში. ანუ უფრო მოქნილი მართვის სისტემა რომ იყოს კარგია.

Lasha Kandelaki said...

დღეს მივიღე ამანათი/ მომიტანეს სახლში. უზარმაზარი ყუთით, შიგნით საბავშო სათამაშოები. მომიწია 60 ლარის გადახდა, აშკარად ზედმეტის. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა გადაფუთვა იყო მონიშნული. აღარ მუშაობს ეს სერვისი?

GLS Group said...

Lasha გთხოვთ იხილოთ გადაფუთვის პირობები და მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე თუ კითხვა მაინც დაგრჩებათ.

Levan Chkheidze said...

6 სექტემბერს მივიღე ავტონაწილები ყუთით, რომლის მესამედიც ცარიელი იყო (სურათები შემიძლია მოგაწოდოთ). გადაფუთვა ჩართული მქონდა. ამერიკის ტერიტორიაზე გადაზიდვისას Fedex-მა დამიწერა 2 კილოგრამი, თქვენთან დამჭირდა 4,5 კილოგრამის საფასურის გადახდა.

GLS Group said...

Levan, ამერიკაში ამანათის წონა მხოლოდ სასწორის წონით ითვლება, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას მოცულობითი წონაც გასათვალისწინებელია. გთხოვთ ასევე იხილოთ გადაფუთვის პირობები.

Leon Dzotsenidze said...

გადაფუთვის სერვისი გათიშული მაქვს, მაგრამ ყველა ამანათი ბოლო დროს მიღებული მაინც გადაფუთული მოდის. მაგალითად ფოტოააპარატი, საკმაოდ ძვირადღირებული, მივიღე გადაფუთული ყოველგვარი დაცვის გარეშე. კიდევ კარგი, რომ გატეხილი არ იყო.

tee turiashvili said...

გადაფუთული ანუ პარკით ჩამოსული ამანათი(ტანსაცმელი) იმაზე ძვირი დაჯდა ვიდრე ბევრად მძიმე ფეხსაცმელი რომელიც ყუთით მიმიღია ვერ ვხვდები რანაირად მოხდა ეს ამბავი:((

gvanci said...

მაინტერესებს რა ხდება თუ თრექინგ კოდი არ მაქვს საწყობში შემოსვლამდე. ფეხსაცმელი უნდა მოვიდეს ყუთით, და თუ საწყობში მისვლამდე არ აღვნიშნე გადაფუთვა, მოცულობითი წონით დაითვლება?

GLS Group said...

gvanci - ამ შემთხვევაში ფეხსაცმელი ჩამოგივათ ფეხსაცმლის ყუთით. იხილეთ სტანდარტული გადაფუთვის პირობები.

makshake said...

გამარჯობა, თქვენი მაგალითიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა ( მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.) თუ პირველადი წონა მეტია შემდეგ დათვლილ მოცულობით წონაზე რომელი ჩაითვლება რეალურ წონად?

GLS Group said...

makshake- პირველადი და მეორედის მცნება არ გვაქვს. არსებობს მოცულობითი წონა და არსებობს რეალური (ანუ სასწორის) წონა. გადასახდელი წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს შედარების შედეგად.

Sandro Kikvidze said...

ubralo weilshi gadaviaxade 2 lari da 200 gramian saatshic 2 lari amas riti axsnit ?

GhosT Nika said...

როგორც წესი, ნივთის დეკლარირებისას, გადაფუთვის სერვისი ჩართულია ავტომატურად, თუმცა ხშირად ჩამომდის გადაფუთვის გარეშე ყუთით და შესაბამისად ძვირსაც ვიხდი. რატომ იფუთება გზავნილი ხანდახან და არა ყოველთვის, როცა ეს ჩემი სურვილით უნდა მომხდარიყო საფასურის შემცირების მიზნით? პრეტენზია მაქვს ტანსაცმელზე, ხელჩანთაზე და ა.შ. მერე თქვენთან რომ ვერ დავადგინე რატომ არ ეხება ყველაფერს რაზედაც ჩემი თანხმობაც არსებობს და დეკლარირებაშიც გარკვეულად მაქვს მითითებული შიგ რაც დევს, ახლა გამყიდველს ვეხვეწები, იქნებ ყუთის ნაცვლად სხვა სახის პაკეტით გამოადზავნოს ნივთი. არადა არ უნდა დამჭირდეს წვალება, ვიმეორებ დეკლარირებისას გარკვევით უთითებ რომ ეს ტანსაცმელია, გადაფუთვის სერვისი ჩართულია, მაგრამ ტანსაცმელი მაინც ყუთით მოდის.

Giorgi Khatiashvili said...

6 წელიწადია ვსარგებლობ usa2georgia-ს მომსახურებით და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, ის დროც მახსოვს გადაფუთვა საერთოდ რომ არ კეთდებოდა და წონა 0.5 კგ-ზე რომ მრგვალდებოდა (თუ ნივთი 0.5 კგ-ზე ნაკლები იყო) ამანათები გაცილებით ძვირიც ჯდებოდა, მას მერე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დაიხვეწა (და არა მხოლოდ ამ კუთხით), იმასაც ვხედავ ეს გუნდი როგორ შრომობს და ცდილობს კიდევ უფრო განვითარდეს (რაც პირდაპირ დადებითად აისახება ჩვენზე, მომხმარებელზე) მეც გადამიხდია უბრალო ფოტოაპარატის ჩიპში წონის 12 ლარი :) 2 ფრენბურთის ბურთი გაჭრილი ჩამომივიდა (როგორც ჩანს გადაფუთვის დროს ვიღაც საკანცელარიო დანას სამურაის ხმალივით ხმარობს :) კიდევ ბევრი შემთხვევის გახსენება შემიძლია მაგრამ, მაინც კარგები არიან, სხვა კომპანიებიც მრავლადაა დღეს, რატომ იქით არ გავრბივარ??? გამოვტყდები და ერთი ორჯერ კი ვცადე სხვა კომპანიის მომსახურებით მესარგებლა მარა ამანათის გამოსატანად სადღაც "ფარდულში" რომ მივედი და ჩემს ამანათს ნისიების ჟურნალში რომ ეძებდა (შემდეგ კი კალმით გადახაზა "გატანილიაო" ) მივხვდი რომ იქ მეორეთ აღარ უნდა მივსულიყავი:)

GLS Group said...

GhosT Nika - დააფიქსირეთ ოფისში და თუ ტექნიკური პრობლემაა გაასწორებენ. ეს მომსახურების პირობებით არის გათვალისწინებული. ტანსაცმელი ავტომატურად გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.

Dato Marmarashvili said...

Giorgi Khatiashvili - რასაც ქვია ჩაგეთვალა რა :D
ეჰჰ კარგი იქნებოდა თუ უფრო იაფი დაჯდებოდა ჩამოტანა... იმედია მომავალში როდესაც ყველა ადამიანს თავისი ფრინავი აპარატი ექნება, ჩამოტანა უფასო იქნება :D ან ბოლოს და ბოლოს მე თვითონ გავფრინდები ამერიკაში ამანათის ჩამოსატანად.

GLS Group said...

გმადლობთ საინტერესო კომენტარებისთვის და დაფასებისთვის.
Dato, გაიაფება შესაძლებელი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენც ფარდულში გადავიდოდით :) ან გავაუარესებდით სხვა საჭირო მომსახურებებს, მაგ.: კლიენტ-სერვისი, ქოლ ცენტრი და ელ-ფოსტაზე დროული პასუხები. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მომსახურების პირობები და ამგვარად გავამართლოთ ის ღირებულება რასაც მომხმარებელი იხდის. სამომავლოდ კი გამორიცხული არაფერია.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com