USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი


გადაფუთვის სერვისი და მისი ხიბლი

მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში შემოსულ ამანათებზე ხდება გადაფუთვა.

ტანსაცმელი და ხელჩანთები ავტომატურად გადადის პარკში, ფეხსაცმლის შემთხვევაში შესაძლებელია პარკში გადატანის მონიშვნა.
სხვა არამსხვრევადი პროდუქცია როგორც წესი საფოსტო ყუთიდან ამოდის და იგზავნება ორიგინალი პროდუქციის შეფუთვით.
ასევე შესაძლებელია გადაფუთვის საერთოდ გამორთვა, რაც ნიშნავს, რომ ამანათი ჩამოვა გადაუფუთავი, საფოსტო ყუთით.

როგორც ჩვენ შევნიშნეთ, მომხმარებელს ხშირად ეშლება და ამანათის გადაფუთვას შეცდომით თიშავს.

იხილეთ რამოდენიმე ფოტო, თუ რას ნიშნავს გადაუფუთავი ამანათი.



ბუნებრივია მოცულობითი წონის გამო ასეთი ამანათების გამოგზავნა დაჯდება ერთი-ორად ძვირი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის მომსახურება უფასოა და მისი გამოყენება სასურველია ყველა ამანათზე, რომელიც მსხვრევადი არ არის.
სტანდარტული გადაფუთვა ავტომატურად აქტიურდება, ხოლო პარკში მონიშვნის ჩართვა შესაძლებელია თრექინგ კოდის გასწვრივ, შესაბამისი გადაფუთვის მოსანიშნით. დამატებით იხილეთ გადაფუთვის პირობები

4 კომენტარი:

kkaxaberi said...

ზუსტად მაგ ფორმით ჩამომივიდა ერთ–ერთი ამანათი, კერძოდ - WIRELESS MICROPHON SYSTEM. რა თქმა უნდა გადაფუთვა ჯობდა, მაგრამ ასეთი მოწყობილობისთვის რამდენად უსაფრთხოა? ყუთში სპეციალური შემავსებლები ეწყო და ალბათ მექანიკური დაზიანებისაგან დასაცავად. თუმცა ბევრი ვერაფერი საიმედო. ამ შემთხვევაში როგორ ჯობს მირჩიეთ.

oto said...

უკაცრავად, ცოტა სხვა თემაზე მინდა გკითხოთ. დოლარის როგორი კურსით ითვლით ინვოისით გადასახდელ თანხას?
აი მაგალითად ჩამომივიდ ამანათი წონით 1.9 კგ, ინვოისის მიხედვით გადასახდელია 25.69 ლარი.
25.69/(8*1.9)=1,6901
ეს 1,6901 რა კურსია უკაცრავად? მაშინ როცა დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი არის 1.6690
ვიცი რომ ჩემს შემთხვევაში ეს სულ რამდენიმე თეთრის განსხვავებას იძლევა, მაგრამ, საინტერესოა რომელი კურსით ხელმძღვანელობთ თქვენ?

GLS Group said...

oto - TBC Bank-ის დოლარის შესყიდვის კურსით, როგორც ეს ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, იხილეთ პარაგრაფი 2.1.

GLS Group said...

ერთი საინტერესო ფაქტი:
ძალიან ბევრი მომხმარებელი თიშავს გადაფუთვას შეცდომით.
შემდეგ ჩვენ ვწერთ ასეთ მომხმარებელს წერილს, რომ დაგვიდასტურონ გადაფუთვის გათიშვა. როგორც წესი პასუხი მოდის "გთხოვთ გადაფუთოთ". ანუ მომხმარებელს ეშლება და თიშავს გადაფუთვას უმიზეზოდ. ხშირი ყოფილა შემთხვევები, რომ ასეთი მომხმარებელი მოდის შემდეგ ოფისში და ჩხუბობს. "კლიენტი ყოველთვის მართალია" არგუმენტით.

სავარაუდოთ ცოტა ხანში გადაფუთვის გათიშვის ფუნქცია აღარ იქნება სისტემაში, სწორედ მსგავსი გაუგებრობების გამოსარიცხად.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com