USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, December 19, 2012

USA2GEORGIA-ში TAX FREE შოფინგია

წინასაშობაოდ USA2GEORGIA-ს ინტერნეტ შოპინგის მოყვარულების არნახული აქტიურობა შეინიშნება! ამის მთავარი მიზეზი არა მარტო შობა - ახალი წლის მოახლოებაა: USA2GEORGIA-ს მომხმარებლები დელავერის შტატში სასურველ ნივთს დამატებითი გადასახადების - Sales Tax-ის გარეშე ყიდულობენ. ცნობისათვის, თუ აშშ-ის სხვა შტატებში ინტერნეტ მაღაზიებში (და არა მარტო) Sales Tax ძირითადად 7-დან 18,5%-მდე მერყეობს, დელავერში, სადაც USA2GEORGIA-ს მისამართია, ამ ტიპის დაბეგვრა საერთოდ არ ხდება.

შთამბეჭდავ დანაზოგს გააკეთებთ კომპიუტერული, ან სხვა ტექნიკის შეძენისას. მაგალითად, Macbook Air ამერიკაში $1100-დან შეგიძლიათ შეიძინოთ, ამაზონზე ქართული ბარათებიც უპრობლემოდ მუშაობს: www.amazon.com/macbook
საქართველოში ჩამოტანით და განბაჟებით ის დაახლოებით 2200 ლარი დაჯდება, რაც საქართველოში არსებულ მინიმალურ ფასზე 300 ლარით ნაკლებია.

ძალზედ ხელსაყრელი ხდება დელავერში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა ნივთების შეძენაც, რომლებიც გადაფუთვას ექვედებარება, რასაც USA2GEORGIA სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობთ. ამ შემთხვევაში საგრძნობლად მცირდება ამანათის მოცულობა და ტვირთი რეალური წონით იგზავნება. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების ღირებულებას.

აქვე იმასაც თუ გაითვალისწინებთ, რომ აშშ-ში მასობრივი საშობაო ფასდაკლებებია, სახლიდან გაუსვლელად, ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ სასურველ პროდუქტს, რომელსაც USA2GEORGIA-ს ექსპრეს კურიერი მოგაწვდით თქვენს მისამართზე. ასეთ კომფორტზე ნამდვილად არ უნდა თქვას უარი კაცმა, თან ასეთ ამინდში - თუ თბილი შოპინგია, თბილი შოპინგი იყოს!

Wednesday, November 21, 2012

რა კავშრი აქვს „ჯარისკაცის მამას“ „ექსპრეს კურიერთან“?

რა და, სამუშაო დღის ბოლოს ჩვენი ექსპრეს კურიერები ყოველდღე ჩიოდნენ: «на машине ехал, на поезде ехал, на лошаде ехал, пешком ехал...» და ასე შემდეგ თავდადებით მიქონდათ ცხრა მთა-ცხრა ზღვის კიარა, მთელი ატლანტის ოკეანის იქიდან (ეს ციმბირზე შორია, გვერწმუნეთ!) ნარნარით ჩამოფრენილი ამანათები. ყველაზე სასოწარკვეთილი თხოვნა-მოთხოვნა ის ქონდათ, რომ „ამანათს საკუთარი ზურგით მივიტანთ ნებისმიერ მისამართზე, ოღონდ ამ ჯაბახანა მანქანებს ნუღარ გვათრევინებთ ხელითო“. ჯარისკაცის მამის ჰიტად ქცეულ ფრაზას კი არა და, Uma2rman-ის „Я к тебе доплыву, долечу, доеду“-საც ვეღარ ღიღინებდნენ ის ქანცგამძვრალი, შუა გზაში მანქანისაგან დაღალატებული (არა და, ჯაგლაგ ცხენს ხომ ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონობას?!) ექსპრეს კურიერები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კილოგრამიანი ამანათების მიტანა უწევთ დამკვეთის მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებამდე.

მოკლედ, „იყო ბნელი და უკუნი“ ჩვენი ექსპრეს კურიერებისთვის და გ ა ნ ა თ დ ა !!! და ვისთან ერთად „გავანათეთ“? - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-მ გაიხაროს, თავის სერვისცენტრებიანად, YARIS-ის ახალი მოდელების შემოყვანისთვის (თუმცა, რა საჭიროა სერვისცენტრი ასეთი მანქანებისათვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია!)! ხო, ხო! ეხლა უკვე ვერცხლისფერი „ლამაზმანებით“ მოაბრძანებენ თქვენამდე ოცნების ამხდენ ამანათებს. ბევრმა უკვე იცის, რას ნიშნავს ვერხლისფერი TOYOTA YARIS-ის მათ ეზოში შესვლა. აი, გუშინ, თბილისის ერთ-ერთ კორპუსთან მიიტანა ამანათი ჩვენმა კურიერმა და ჯერ დარეკილიც არ იყო შემკვეთთან, რომ ფანჯრიდან მოუთმენლობაშერეული აღტაცება გადმოფინა ერთმა გოგონამ. მას ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორც ცნობილ სლოგანშია: «Задорная улыбка Toyota Yaris».
ასე რომ, დღეიდან თქვენს ეზოში როგორც კი დაინახავთ ერთად გაღიმებულ Toyota Yaris-ს და ექსპრეს კურიერს, გააღეთ კარი - ჩაიბარეთ ამანათი!

Friday, November 2, 2012

მიცკევიჩის ფილიალი სრული დატვირთვით ამუშავდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და 5 ნოემბრიდან სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას.

გამოიკვეთა ფილიალის დადებითი მხარეებიც, განსაკუთრებით აღსანიშნავია საცობების არარსებობა და შესაბამისად ამანათის აღების სისწრაფე.

შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ამანათების მისაღებად, მართვის გვერდზე საჭიროა ფილიალის მონიშვნა, რეისის გასწვრივ.

თუ თქვენ მუდმივად გსურთ მიცკევიჩის ფილიალიდან ამანათების მიღება, ამანათების მართვის გვერდზე შესვლისას გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს "მიცკევიჩის ფილიალი". ეს ფილიალის მოსანიშნს ყოველ მომდევნო რეისზე ავტომატურად გააქტიურებს.

დამატებით იხილეთ სტატია

Monday, October 29, 2012

ქარიშხალი ამერიკაში და შეფერხება საფოსტო კომპანიებში

31 ოქტომბერი
ამერიკის ოფისი სრული დატვირთვით ამუშავდა და ამანათებმა დაიწყო შემოსვლა სხვადასხვა საფოსტო კომპანიებიდან. სამწუხაროდ მცირე შეფერხებებია მოსალოდნელი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, აეროპორტებში გაუქმებული რეისებისა და მოსალოდნელი გადატვირთვების გამო.

30 ოქტომბერი
ამ მომენტისთვის სტიქიამ გადაირა და ამერიკის საწყობმა განაახლა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. გილოცავთ!
ჯერ-ჯერობით მიღებულია USPS -ის ამანათები. ხვალიდან ველით UPS და Fedex-ს.

29 ოქტომბერი
მოგახსენებთ, რომ ამერიკაში ქარიშხალის გამო არ მუშაობს საფოსტო კომპანიები, შესაბამისად ამანათების მიღება არ ხდება.

იხილეთ:
http://www.ups.com/content/us/en/about/news/ct1_abo_new_20121029_sandy.html 

http://www.fedex.com/us/servicealerts/index.html

http://about.usps.com/news/service-alerts/msureport_082812.htm სავარაუდოთ საფოსტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ 24-48 საათში. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებით გაცნობებთ საინფორმაციო ბლოგზე.

Monday, October 15, 2012

USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი მიცკევიჩის ქუჩაზე


მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში ჩატარდა გამოკითხვა USA2GEORGIA-ს დამატებითი ფილიალის ადგილმდებარეობის  შესახებ.
დიდ მადლობას ვუხდით გამოკითხვაში მონაწილე მომხმარებლებს. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით  გაცნობებთ, რომ 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფილიალი, მიცკევიჩის ქუჩაზე, N27-ში.


დამატებითი ფილიალის გახსნა განტვირთავს საცობებს ქავთარაძის სათაო ოფისთან და უფრო კომფორტულს გახდის ამანათის ოფისებიდან გატანას.

ფილიალის არჩევა შესაძლებელია ამანათების მართვის გვერდზე, რეისების გასწვრივ.

გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ:
  • ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები; 
  • ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
აქვე მოგახსენებთ, რომ ფილიალში ამანათების გადანაწილების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ფილიალი იმუშავებს ტესტურ რეჟიმში, მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობაზე. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს.

ფილიალის შესახებ შენიშვნები და კომენტარები გთხოვთ მოგვწეროთ
ელ-ფოსტაზე: idea@usa2georgia.com, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მომსახურების პირობები უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.

იხილეთ ფილიალის რუკა:

Friday, April 20, 2012

მოგვწერეთ თქვენი სურვილები და რჩევები

თუ თქვენ გაქვთ სურვილები, რჩევები და იდეები ახალი სერვისების დანერგვის შესახებ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: idea@usa2georgia.com და ჩვენ მათ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.

Sunday, April 1, 2012

ახალი მომსახურება: ექსპრეს-ბაზლაითიერი


მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორშაბათიდან ამანათების დარიგებას ექსპრეს-ბაზლაითიერი დაიწყებს. ის მოგართმევთ ამანათს პირდაპირ ფანჯრიდან ან აივნიდან. შესაძლებელია ამანათების სახურავზე მიწოდებაც.

აშკარაა ამ მომსახურების უპირატესობა სისწრაფის თვალსაზრისით, რადგან ექსპრეს-ბაზლაითერი გამოძახებიდან 7 წუთში მოფრინდება.

მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის ასევე საჭირო აღარ არის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა რადგან ბაზლაითიერის მაჯის ლაზერული სკანერი მოახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას თვალის გუგით.

მომსახურების ღირებულება რჩება 3 ლარი და მასში შედის უფასო გასეირნება ღრუბლებში.

Wednesday, January 25, 2012

გადაფუთვის სერვისი და მისი ხიბლი

მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში შემოსულ ამანათებზე ხდება გადაფუთვა.

ტანსაცმელი და ხელჩანთები ავტომატურად გადადის პარკში, ფეხსაცმლის შემთხვევაში შესაძლებელია პარკში გადატანის მონიშვნა.
სხვა არამსხვრევადი პროდუქცია როგორც წესი საფოსტო ყუთიდან ამოდის და იგზავნება ორიგინალი პროდუქციის შეფუთვით.
ასევე შესაძლებელია გადაფუთვის საერთოდ გამორთვა, რაც ნიშნავს, რომ ამანათი ჩამოვა გადაუფუთავი, საფოსტო ყუთით.

როგორც ჩვენ შევნიშნეთ, მომხმარებელს ხშირად ეშლება და ამანათის გადაფუთვას შეცდომით თიშავს.

იხილეთ რამოდენიმე ფოტო, თუ რას ნიშნავს გადაუფუთავი ამანათი.



ბუნებრივია მოცულობითი წონის გამო ასეთი ამანათების გამოგზავნა დაჯდება ერთი-ორად ძვირი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის მომსახურება უფასოა და მისი გამოყენება სასურველია ყველა ამანათზე, რომელიც მსხვრევადი არ არის.
სტანდარტული გადაფუთვა ავტომატურად აქტიურდება, ხოლო პარკში მონიშვნის ჩართვა შესაძლებელია თრექინგ კოდის გასწვრივ, შესაბამისი გადაფუთვის მოსანიშნით. დამატებით იხილეთ გადაფუთვის პირობები

Wednesday, January 11, 2012

SMS შეტყობინებების სერვისი

მოხარული ვართ გაგაცნოთ კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე.

მომხმარებელთა თხოვნით, 2012 წლის 12 იანვრიდან, სისტემას დაემატა SMS შეტყობინებების სერვისი. შეტყობინება იგზავნება ამერიკაში ამანათის შესვლის და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. თუ თრექინგ კოდი დეკლარირებული გაქვთ წინასწარ, ასევე მიიღებთ გამომგზავნის სახელს, კომენტარის შემთხვევაში კი კომენტარს.

მომსახურება უფასოა და მისი აქტივაცია შეგიძლიათ ამანათების მართვის გვერდზე, პარამეტრების განყოფილებაში -> შეტყობინებების მართვა.

amazon