USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Saturday, July 30, 2011

ექსპრეს კურიერი სიცხისგან დაგიცავთ

უკვე 1 კვირაზე მეტია თბილისში წარმოუდგენელი სიცხეები დაიწყო. ხშირად გვესმის მომხმარებლებისგან, რომ ექსპრეს კურიერით სარგებლობა უფრო კომფორტულია, იზოგება ძვირფასი დრო და თანხები საწვავის ეკონომიაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპრეს კურიერის ხიბლი ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა კიდევ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე, 10:00 - 19:00-მდე,
-35°C-დან + 55°C-მდე ტემპერატურის პირობებშიც.

ექსპრეს კურიერი - ეს არის სიგრილე და კომფორტი ერთად.

Wednesday, July 27, 2011

შეღავათები მედიკამენტების შემოტანაზე

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ფიზიკურ პირს შეუძლია შემოიტანოს 10 კოლოფამდე მედიკამენტი ნებართვების და განბაჟების გარეშე. ადრე როგორც იცით არც 10 და არც 1 კოლოფის შემოტანა არ იყო ნებადართული.

მიუხედავად ამ შეღავათისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
პარაგრაფი 2:
სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას:
ა) პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
ბ) პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
დ) სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.

ბუნებრივია ასევე მედიკამენტი არ უნდა იყოს ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი.

Friday, July 22, 2011

ფრენები განახლებულია

დაგვიანებული რეისები ჩამოფრინდა. მიმდინარეობს სორტირება აეროპორტში. იხილეთ ამანათების გაცემის განრიგი რეისების გასწვრივ.

Monday, July 18, 2011

სიახლე მწეველებისთვის

განბაჟების და ნებართვების გარეშე შემოსატან პროდუქციათა ნუსხა კიდევ გაიზარდა!

საგადასახადო კოდექსი
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება
„დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;“

თუ თქვენ ამერიკული სიგარეტი მოგენატრათ, სახელმწიფო მის მცირე რაოდენობით შემოტანას აღარ ზღუდავს!

საინტერესოა რა იქნება შემდეგი? :)


ჯამრელობის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია თქვენი ჯამრთელობისთვის!

Friday, July 15, 2011

შემოსავლების და საბაჟო სამსახურის მორიგი აქცია

განახლებულია: 18/07/2011
მოხარული ვართ გაგაცნოთ კიდევ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე:

განბაჟების და ნებართვების გარეშე შემოსატან პროდუქციათა ნუსხა გაიზარდა!
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
  • 02: ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
  • 04: რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
  • 06: ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
  • 07: ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
  • 08: საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი
  • 09: ყავა, ჩაი, მატე (პარაგვაის ჩაი) და სანელებლები
  • 10: მარცვლოვანები
  • 11: ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
  • 12: ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები, ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
  • 15: ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი გახლეჩის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები
  • 16: მზა საკვები პროდუქტები ხორცის, თევზისა ან კიბოსნაირების, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან
  • 17: შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი
  • 18: კაკაო და პროდუქტები მისგან
  • 19: მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლისა ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი
  • 20: ბოსტნეულის, ხილის, კაკლისა ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები
  • 21: კვების სხვადასხვა პროდუქტები
  • 0302-0307: თევზეული, თევზი ახალი ან გაცივიებული
  • 2201−2202: წყლები, ნატურალური ან ხელოვნური მინერალური წყლების ჩათვლით (შეზღუდულია თხევადი ნივთიერების გამოგზავნა ამერიკიდან)

დამატებით იხილეთ შესაბამისი სასაქონლო ნომენკლატურის კოდები: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=6752

amazon