მოხარული ვართ გაგაცნოთ კიდევ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე:
განბაჟების და ნებართვების გარეშე შემოსატან პროდუქციათა ნუსხა გაიზარდა!
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება
დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
- 02: ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
- 04: რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
- 06: ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
- 07: ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
- 08: საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი
- 09: ყავა, ჩაი, მატე (პარაგვაის ჩაი) და სანელებლები
- 10: მარცვლოვანები
- 11: ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
- 12: ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები, ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
- 15: ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი გახლეჩის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები
- 16: მზა საკვები პროდუქტები ხორცის, თევზისა ან კიბოსნაირების, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან
- 17: შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი
- 18: კაკაო და პროდუქტები მისგან
- 19: მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლისა ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი
- 20: ბოსტნეულის, ხილის, კაკლისა ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები
- 21: კვების სხვადასხვა პროდუქტები
- 0302-0307: თევზეული, თევზი ახალი ან გაცივიებული
- 2201−2202: წყლები, ნატურალური ან ხელოვნური მინერალური წყლების ჩათვლით (შეზღუდულია თხევადი ნივთიერების გამოგზავნა ამერიკიდან)
დამატებით იხილეთ შესაბამისი სასაქონლო ნომენკლატურის კოდები: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=6752
14 comments:
moicat es 300 lariani nishnuli avida 500 laramde Tu ra xdeba?
anu es 500 lariani limiti mxolod kvebis produqtebs exeba, xolo danarchens ganbajeba isev 300 lars zemot chirdeba?
ver mivxvdi,anu Tqveni saitis meshveobit kava da chai ro chamovitano saertod sheidzleba? :) Tu eqstraqtebzea aq laparaki,anu amixsenit ra :))))))))))))))))))))
ყავა შეიძლება. აღარ არის შეზღუდვაში.
ხომ არ იცით, აპირებენ თუ არა სხვა დანარჩენ პროდუქციაზეც ლიმიტის გაზრდას?
მარტო საკვებ პროდუქციაზე რა უბედურებაა, ნუთუ ბევრი ხალხი უკვეთავს ძეხვებს ამაზონ.კომ -ზე?
Lio-s komentaris shemdeg mivxvdi rom am sites chirdeba komentari da-like-ebis punqcia :))
უფფ სულ ძეხვეულს და ნესვის ქერქებს ვუკვეთაავ რას ამბოოობთ:))))
სასიამოვნო იქნებოდა სუნამოების შემოტანის ნებართვა, მაგალითად :)
განგვიმარტეთ თუ შეიძლება განბაჟება 500 ლარამდე საქონელს ჭირდება თუ არა?
Beka - დიახ, თუ პროდუქცია აღნიშნულ კატეგორიებშია და ღირებულება 500 ლარამდეა, განბაჟება არ სჭირდება.
და ჩილიმის არომატები თუ შედის აშვებულ პროდუქციის ჩამონათვალში?
ეგ ლიმიტი ტექნიკაზე და ტანსაცმელზე გაეზარდათ, რომელი ჭკვიანი გამოიწერს 500 ლარის კვების პროდუქტს?
anu ukve shemidzlia xorci pirdapir amazonidan gamovitsero xo? :D :D
mcenaris txevad sasuqze shezgudva aris?
B.I.G G გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე.
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com