USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, May 31, 2011

დისტანციური განბაჟება - მითი თუ რეალობა?

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარი დეკლარირების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია შემოგთავაზოთ ისეთი მოქნილი და მოხერხებული სერვისი, როგორიცაა დისტანციური განბაჟება.

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.
ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4).

აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში "ჩამოსულია" დააჭიროთ "დისტანციური განბაჟების" ღილაკს.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვისაც წვლილი მიუძღვის საბაჟო პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასა და დახვეწაში.

28 comments:

Giorgi said...

ux rogor miyvarxart : D

დათო said...

მეც მიყვარხართ

Abnormalia said...

ნუ სიტყვები არ მყოფნის !

ასე კლიენტებზე გადაყოლაც არ შეიძლება. მოვითხოვ დაამატებითი სერვისის შემოღებას: "კურიერი-ნათლია", ბარემ ჩავნათესავდებით :)

No Dar said...

გაიხარეთ,

იმ პროდუქციას რომელიც გასაბაჟებელი იყო აღარ ვუკვეთავდი და ეხლა ისევ შევუკვეთავ :)

Gizmo said...

"კურიერი ნათლია"
LOL

რაც შეეხება ახალ სერვისს, ძალიან მაგარია.
ასე გააგრძელეთ :)

kenji said...

magari servisia ,magram zustad ver gavige ukve ganbajebul amants momitans kurieri me agar momiwevs ganbajeba ?

GLS Group said...

kenji - განბაჟებულ ამანათს მოგართმევთ. დაგრჩებათ უბრალოდ საბაჟო გადასახადების გადახდა ნებისმიერ ბანკში, რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ.

Zura said...

ძალიან მაღალი დონის სერვისი გაქვთ! თავი ამერიკაში მგონია..თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით:)

Anzori said...

არაჩვეულებრივია საღოლ თქვენ მასე გააგრძელეთ მაგრები ხართ

beqa said...

კარგი სერვისია ძალიან. კიდევ კარგი იქნება თუ დაემატება ზღვით გადაზიდვის სერვიზი: სხვა კომპანიებს აქვთ და იქ კილო 2 $ ღირს. ამ სერვიზითაც მოიგებთ რადგან ხალხი თავს იკავებს დიდი ამანათების ჩამოტანისგან როგორიცაა მანქანის ნაწილები , და ა.შ. მეც პირადად ველოსიპედის გამოწერა მინდა და კარგი იქნება თუ ამ სერვიზსაც დაამატებთ

litterator said...

გადასარევი ამბავია! მაგრები ხართ!

flashinuse said...

ძალიან კარგი სიახლეა! :) ასე გააგრძელეთ!

Tom Clancy said...

lol Abnormalia xD

iliasblogi said...

სასიამოვნო სიახლეა :)

mikheil said...

mivesalmebi yvela karg siaxles!!

patiko84 said...

USA2GEORGIA - ბრავოოო...

Int3lig3nt said...

აი საღოლ!

Leqso said...

სასიხარულო ამბავია, ეს აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ!!!
ღვინო ჩემზე იყოს :)
მადლობა USA2GEORGIA-ს!!!

Gia said...

Sagol !!! Dzalian moxerxebulia . . .

gvantsa said...

dzalian magaria...ise es ganbajeba sachiroa tu 300 larze meti girebulebis amanats iwer xo? tu vcdebi?

Baqar said...

აგაშენათ ღმერთმა, იცოხლეთ... იცოცხლეთ... :)

ketevan said...

300 lari da meti amanatebi sakartvelos kanonmdeblobit ekvemdebareba ganbajebas...

Giorgi said...

არ ცდები 300 ლარს ზემოთ ექვემდებარება განბაჟებას!

maia said...

tqven gaixaret,....dzalian kargia..gansakutrebit regionebistvisaa xelmisacvdomi...... axla agar momicevs tbilisshi chamosvla.............ase gaagrdzelet ...........

Avtandila Bizia said...

arsad giweriaT rom isev 3 lari jdeba eg eqspres kurieri...! ra mnishvneloba aqvs mashin ofisidan gavitan tu am momsaxureobas gamoviyeneb?! tu werT dawereT rom kurieris fuli emateba mainc am yvelafers!!!

GLS Group said...

ექსპრეს კურიერის მომსახურება რომ ფასიანია ეს კი ყველგან წერია.

დისტანციური განბაჟების ხიბლი ის არის, რომ თქვენ აღარ მოდიხართ ოფისში და განსაბაჟებელ ამანათებს ექსპრეს კურიერის სერვისით იღებთ.

ეს სერვისი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ოფისში მოვიდეს ან სულაც რეგიონშია. შეგახსენებთ, რომ ადრე ყველა განსაბაჟებელი ამანათის მიღება მხოლოდ ოფისში შეიძლებოდა.

Avtandila Bizia said...

ეხლა გასაგებია :) ერთი შეკითხვაც და გავდივარ: განსაბაჟებელი ნივთი ჩამომივიდა,რომლის ინვოისშიც რაღაც დოკუმენტების მომზადების თანხაზეა საუბარი და ეს რამე ახალია? ანუ ადრეც ჩამომივიდა რაღაც ნივთი და მაშინ უბრალოდ ტრანსპორტირების თანხა გადავიხადე + განბაჟება.

GLS Group said...

არც ისე ახალია, რამოდენიმე თვეა უკვე ასეა. განბაჟებას ემატება 12 ლარი დოკუმენტების მომზადების.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com