USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, May 23, 2011

ექსპრეს კურიერი - "ადამიანები შავებში"

ესენი არ არიან "ადამიანები შავებში", ესენი ექსპრეს კურიერები არიან!

უცხოპლანეტელთა გასანადგურებლად მათ ვერ გამოიძახებთ, ამანათს კი სიამოვნებით მოგართმევენ.

ბოლო პერიოდში ექსპრეს საკურიერო სერვისზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემატა რამოდენიმე საკურიერო მანქანა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამანათების სწრაფად მიღებას.

აღნიშნული ზრდა განპირობებულია ექსპრეს კურიერის პოპულარობის გაზრდით. ხშირად გვესმის მომხმარებლებისგან, რომ მანქანით გამოსვლა ზოგჯერ 3 ლარზე მეტი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ დროის ეკონომიაზე.

ექსპრეს კურიერის მომსახურების პირობები ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე.

10 comments:

Gvantsa said...

კარგი მენეჯმენტი გაქვთ, მომწონს ძალიან :) საქართველოში ასეთი მომსახურება იშვიათია. ასე გააგრძელეთ :)

mikheil said...

დღითი დღე უმჯობესდება სერვისი და უფრო ერგება მომხმარებლის მოთხოვნილებებსაც, წარმატებებს გისურვებთ!

No Dar said...

ვეთანხმები გვანცას, მართლა იშვიათია საქართელოში როცა მომხმარებლის აზრს ითვალისწინებენ.

ერთხელ უკვე გამოვიყენე ეს მომსახურეობა და ძალიან მომეწონა იმიტომ რომ:

-ჩემი მანქანით რომ მოვიდე მართლაც სამ ლარზე მეტი დამიჯდება

-მოაქვთ ყველა ჩამოსული ამანათი, ძველიც და ახალიც

-მოაქვთ კარამდე

ეგრე განაგრძეთ :)

Gabriel said...

usa2georgia rocks!

shalikone said...

ძლიერი მენეჯმენტია აშკარად ან ამერიკელებმა გამოგზავნეს თავიანთი მენეჯერები, თორემ ასე სწრაფად როგორ განვითარდა და ჩამოყალიბდა ქართული კომპანია? წარმატებებს გისურვებთ.

No Dar said...

ამანათების გარდა მენეჯმენტიც მოაქვთ და იმიტომ :)

GLS Group said...

გმადლობთ ყველას კეთილი სიტყვებისთვის.
მენეჯმენტი ნამდვილად ქართულია :)
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, ჩაცმულობიდან დაწყებული, ტელეფონზე ჯაზით დამთავრებული. ცოტა დრო გვჭირდება კიდევ. ახლო მომავალში საინტერესო სიახლეები იქნება და ბლოგზეც გამოქვეყნდება.

irakli said...

ყველაზე გარგი და სასიამოვნო ის არის რომ თქვენი მომხმარებლის აზრს ითვალისწინებთ.
ეს უფრო დახვეწავს თქვენს მომსახურების და თქვენი მომხმარებლების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
გისურვებთ წარმატებებს.

ნატა იორდანიშვილი said...

შესანიშნავი სერვისია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კურიერი მოსვლამდე რეკავს და ნებისმიერ ადგილზე მოიტანს ამანათს, თუნდაც კლიენტი ამ დროს არ იმყოფებოდეს პროფილში მითითებულ მისამართზე. უკვე ორჯერ ვისარგებლე ამ მომსახურებით და ძალიან კმაყოფილი ვარ.

კოკა said...

"""შესანიშნავი სერვისია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კურიერი მოსვლამდე რეკავს და ნებისმიერ ადგილზე მოიტანს ამანათს, თუნდაც კლიენტი ამ დროს არ იმყოფებოდეს პროფილში მითითებულ მისამართზე. უკვე ორჯერ ვისარგებლე ამ მომსახურებით და ძალიან კმაყოფილი ვარ."""

ამან ნამდვილად მომხიბლა, აქამდე თავს ამის გამო ვიკავებდი რომ სახლშჲ იშვიათად ვარ, დღეიდან მათი სერვისით ვისარგებლებ

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com