USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, April 17, 2011

ახალი ფუნქცია: კომენტარების მოდული

ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნას, სისტემას დავამატეთ თრექინგ კოდზე კომენტარის გაკეთების საშუალება. კომენტარის გასაკეთებლად უბრალოდ დააჭირეთ მწვანე ღილაკს და აკრიფეთ სასურველი ტექსტი.

კომენტარში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა, მაგ.: "შავი ფეხსაცმელი ზაპოდან", "ჩემი შეკვეთა ზაფხულისთვის, მაისური, კეპი, შორტები", "Order #…. შეკვეთის ნომერი Amazon-ზე" და ა.შ., ანუ ნებისმიერი რამ, რაც ამ შეკვეთას მომავალში შეგახსენებთ. კომენტარი გამოჩნდება ამერიკაში ამანათის მისვლის შეტყობინებაშიც.

აკრეფილი კომენტარის ნახვა შეგეძლებათ ამანათის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე და ის გაყვება თრექინგ კოდს. მისი შევსება სავალდებულო არ არის, ეს არის უბრალოდ სისტემის დამატებითი ფუნქცია.

გისურვებთ წარმატებებს.

10 comments:

Omar Pirtskhelava said...

kargi funqciaa madlobt, beri trekingebidan gamovarchevt uceb romeli amanatia misuli da romeli ara...

giorgi said...

მართლა მშვენიერი ფუქციაა, მე პირადად ძალაინ მინდოდა. ბევრი ამანათი ჩამომდის ხოლმე ერთად და გამიადვილებს მივხდე რომელ ამანათში რა დევს..

vakhoabagt said...

საქართველოში უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ორგანიზაცია ხართ ...

aleko205 said...

ვეთანხმები @vakhoabagt -ს
ISO სერთიფიკატი თუ არ გაქვთ ნამდვილად ღირსები ხართ :)

Mikheil said...

თუ შეგიძლიათ ამანათების დაყოვნების ფუნქციაც დაამატოთ?

GLS Group said...

მადლობთ ყველას კეთილი სიტყვებისთვის. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და გვამხნევებს!

Mikheil - ამ ფუნქციის დამატება სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ამ ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციისთვის ამჟამინდელი ტექნოლოგიური პროცესის შეცვლაა საჭირო. რათქმაუნდა ჩვენს ინტერესებშია სერვისის გაუმჯობესება და ამ საკითხზეც ვიზრუნებთ შეძლებისდაგვარად. გმადლობთ შეკითხვისთვის.

adorably said...

მოგესალმებით,
ყველა სახის მომსახურება ძალიან კარგი გაქვთ,მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს. როდესაც ამერიკიდან ვღებულობ ამანათს წონით 0,3კგ და მისი ღირებულებაა 10$-15$, არასწორია არ მოიტანოს მითითებულ მისამართზე ეს ამანათი ჩვეულებრივმა კურიერმა და საჭიროა ოფისში მოსვლა (თან სად? ქალაქის ბოლოში), ან დამატებით 3 ლარის გადახდა ექსპრეს-კურიერის მომსახურებაში. ექსპრეს-კურიერი გადასარევია იმისთვის, ვინც დიდ შეკვეთას ღებულობს. მაგრამ ჩემთვის უაზროდ ზედმეტი ხარჯია.
უმორჩილესად გთხოვთ გაიზიაროთ ეს მოსაზრება და ბევრი ადამიანის სურვილი დააკმაყოფილოთ.

GLS Group said...

adorably - ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ლიმიტი დაიწიოს. გმადლობთ.

No Dar said...

კარგი სიახლეა !

Milera said...

ძალიან კარგი იქნება თუ დამახსოვრებულლი კომენტარი გამოჩნდება პირდაპირ და ამ რილაკზე სათიტაოდ დაჭერა არ დაგვჩირდება კომენტარის სანახავად....

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon