USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, April 17, 2011

ახალი ფუნქცია: კომენტარების მოდული

ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნას, სისტემას დავამატეთ თრექინგ კოდზე კომენტარის გაკეთების საშუალება. კომენტარის გასაკეთებლად უბრალოდ დააჭირეთ მწვანე ღილაკს და აკრიფეთ სასურველი ტექსტი.

კომენტარში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა, მაგ.: "შავი ფეხსაცმელი ზაპოდან", "ჩემი შეკვეთა ზაფხულისთვის, მაისური, კეპი, შორტები", "Order #…. შეკვეთის ნომერი Amazon-ზე" და ა.შ., ანუ ნებისმიერი რამ, რაც ამ შეკვეთას მომავალში შეგახსენებთ. კომენტარი გამოჩნდება ამერიკაში ამანათის მისვლის შეტყობინებაშიც.

აკრეფილი კომენტარის ნახვა შეგეძლებათ ამანათის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე და ის გაყვება თრექინგ კოდს. მისი შევსება სავალდებულო არ არის, ეს არის უბრალოდ სისტემის დამატებითი ფუნქცია.

გისურვებთ წარმატებებს.

Friday, April 8, 2011

ექსპრეს კურიერი უკვე ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით

ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, ექსპრეს კურიერი დღეიდან უკვე შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შეგახსენებთ ექსპრეს კურიერის განრიგს:

ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 13:00-მდე მოთხოვნილი ამანათები ექსპრეს კურიერს მოაქვს იმავე დღეს, ხოლო 13:00-ის შემდეგ მომდევნო დღეს.