USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, December 22, 2011

ხელჩანთები რეალური წონით

გაგაცნობთ სასიამოვნო სიახლეს დელავერის ოფისიდან:
მომდევნო კვირიდან, ანუ 26 დეკემბრიდან ქალის ხელჩანთების დათვლა მოხდება მხოლოდ რეალური წონით.

შეგახსენებთ, რომ რეალური წონით ითვლება ასევე ტანსაცმელი, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი "პარკში გადაფუთვის" მონიშვნა.

Tuesday, November 15, 2011

დელავერის ოფისის ახალი სერვისი USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას და გაგაცნობთ პირველ სასიამოვნო ინფორმაციას დელავერის ახალი საწყობიდან:

მოგეხსენებათ, ამერიკაში საკმაოდ ხშირად შემოდის ამანათები შტრიხ-კოდის გარეშე, შესაბამისად ამგვარ ამანათებს ამერიკაშივე ენიჭება ჩვენი თრექინგ კოდი, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: 1121131-401.

რადგან მსგავსი ამანათების იდენტიფიკაცია და დეკლარირება რთული იყო, დღეიდან მიიღებთ დამატებით შეტყობინებას ამანათის აღწერილობით, ასევე ინფორმაცია აისახება ამანათის კომენტარშიც, თრექინგ კოდის გასწვრივ.

ჩაირთო Opera და Opera Mobile -ის მხარდაჭერა

მოხარული ვართ გაცნობოთ 15 ნოემბრიდან, USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდზე ჩაირთო Opera და Opera Mobile -ის მხარდაჭერა.

ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს Opera Mobile სმარტფონებისთვის.
ვიმედოვნებთ ეს ცვლილება კიდევ უფრო გააიოლებს USA2GEORGIA-ს ვებგვერდთან მუშაობას.

Sunday, November 6, 2011

8 McCullough dr-ის შესახებ

მოგახსენებთ, რომ 4 ნოემბრიდან აღარ არის მისამართის შევსებისას TTL-ის მითითება საჭირო. ჩვენ დავასრულეთ 8 McCullough dr-ის რეგისტრაცია ყველა საფოსტო კომპანიაში. ასევე ყველა მაღაზია უპრობლემოდ აღიქვამს უკვე ამ მისამართს.

თუ ზოგიერთი მაღაზია, მაგ.: Amazon შემოგთავაზებთ მისამართის ჩაწერის ალტერნატიულ ფორმატს, უფრო დეტალურ ZIP კოდს: 19720-2076 შეგიძლიათ  დაუდასტუროთ, ყველა ვარიანტში მაინც ჩვენთან მოხვდება ამანათი. მეტიც - ადგილობრივი ფოსტალიონები UPS, USPS, FEDEX-დან ქართული გვარების კითხვას მიეჩვივნენ. მაგ.: დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა შეცდომით 18 მიუთითა ქუჩის ნომერში 8-ის ნაცვლად, თუმცა ჭკვიანი ფოსტალიონი მიხვდა, რომ გვარი ქართული იყო და ჩვეულებრივ მოიტანა ამანათი.

----
USPS - ის ვებ-გვერდზე ჩვეულებრივ იძებნება 8 MCCULLOUGH DR და ნებისმიერი ვებ-გვერდი მიიღებს ამ მისამართს პრობლემის გარეშე. https://tools.usps.com/go/ZipLookupAction!input.action?mode=0&refresh=true 

Saturday, November 5, 2011

ახალი გადახდის სისტემა - UniPAY

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა შესაძლებელია UniPAY-ის ელექტრონული საფულით:

  • ონლაინ რეჟიმში - უნიფეის ვებ გვერდიდან www.unipay.ge
  • ნაღდი ანგარიშსწორებით - უნიფეის სერვის ცენტრებში იხილეთ რუქა


უნიფეის მეშვეობით ბალანსის შევსების საკომისიო შეადგენს 50 თეთრს.
იხილეთ ვიდეო

Monday, October 17, 2011

თქვენი ამერიკული მისამართი შეიცვალა

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და 2011 წლის 17 ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შედის ახალი საწყობი, კერძოდ დელავერის შტატში.

საწყობის ცვლილების მიზეზი გახლავთ ამ შტატში ე.წ. Sales Tax-ის არარსებობა.

მოგეხსენებათ, რომ ონლაინ შესყიდვის დროს პროდუქციის ღირებულებას ემატება “Sales Tax” რომელიც არც თუ ისე ცოტაა. მაგ.: თუ თქვენი ამერიკული მისამართი არის ნიუ-იორკში, თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში საშუალოდ ემატება პროდუქციის ღირებულების 7-12%, მინესოტაში 7-10%, ნიუჯერსში კი 7-14%.

ხოლო ჩვენს ახალ მისამართზე დელავერში 0%

ონლაინ შესყიდვები კიდევ უფრო გაიაფდა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

გთხოვთ 17 ოქტომბრიდან ონლაინ მაღაზიაში შეკვეთისას, Shipping მისამართი შეცვალოთ ახლით, რათა აღარ მოხდეს ამანათის გაგზავნა ძველ მისამართზე.

ამანათები რომლებიც მინესოტაში ჯერ არ ჩასულა, ჩვეულებრივ ჩამოვა საქართველოში განრიგის მიხედვით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2011 წლის 20 ნოემბრიდან მინესოტის საწყობი აღარ იარსებებს.

ეს სიახლე გახლავთ USA2GEORGIA-ს ახალი სერვისების საწინდარი.

ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ჩვენი მომხმარებლების სურვილების ასრულებას.

კომპანია მადლობას გიხდით მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის.

ახალი ძალებით,
USA2GEORGIA

Thursday, October 6, 2011

14 ოქტომბერი და დასვენების დღე

მოგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს არ იმუშავებს კომპანიის ოფისი და საკურიერო მომსახურება.

Saturday, July 30, 2011

ექსპრეს კურიერი სიცხისგან დაგიცავთ

უკვე 1 კვირაზე მეტია თბილისში წარმოუდგენელი სიცხეები დაიწყო. ხშირად გვესმის მომხმარებლებისგან, რომ ექსპრეს კურიერით სარგებლობა უფრო კომფორტულია, იზოგება ძვირფასი დრო და თანხები საწვავის ეკონომიაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპრეს კურიერის ხიბლი ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა კიდევ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე, 10:00 - 19:00-მდე,
-35°C-დან + 55°C-მდე ტემპერატურის პირობებშიც.

ექსპრეს კურიერი - ეს არის სიგრილე და კომფორტი ერთად.

Wednesday, July 27, 2011

შეღავათები მედიკამენტების შემოტანაზე

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ფიზიკურ პირს შეუძლია შემოიტანოს 10 კოლოფამდე მედიკამენტი ნებართვების და განბაჟების გარეშე. ადრე როგორც იცით არც 10 და არც 1 კოლოფის შემოტანა არ იყო ნებადართული.

მიუხედავად ამ შეღავათისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
პარაგრაფი 2:
სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას:
ა) პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
ბ) პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
დ) სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.

ბუნებრივია ასევე მედიკამენტი არ უნდა იყოს ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი.

Friday, July 22, 2011

ფრენები განახლებულია

დაგვიანებული რეისები ჩამოფრინდა. მიმდინარეობს სორტირება აეროპორტში. იხილეთ ამანათების გაცემის განრიგი რეისების გასწვრივ.

Monday, July 18, 2011

სიახლე მწეველებისთვის

განბაჟების და ნებართვების გარეშე შემოსატან პროდუქციათა ნუსხა კიდევ გაიზარდა!

საგადასახადო კოდექსი
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება
„დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;“

თუ თქვენ ამერიკული სიგარეტი მოგენატრათ, სახელმწიფო მის მცირე რაოდენობით შემოტანას აღარ ზღუდავს!

საინტერესოა რა იქნება შემდეგი? :)


ჯამრელობის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია თქვენი ჯამრთელობისთვის!

Friday, July 15, 2011

შემოსავლების და საბაჟო სამსახურის მორიგი აქცია

განახლებულია: 18/07/2011
მოხარული ვართ გაგაცნოთ კიდევ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე:

განბაჟების და ნებართვების გარეშე შემოსატან პროდუქციათა ნუსხა გაიზარდა!
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
  • 02: ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
  • 04: რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
  • 06: ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
  • 07: ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
  • 08: საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი
  • 09: ყავა, ჩაი, მატე (პარაგვაის ჩაი) და სანელებლები
  • 10: მარცვლოვანები
  • 11: ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
  • 12: ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები, ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
  • 15: ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი გახლეჩის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები
  • 16: მზა საკვები პროდუქტები ხორცის, თევზისა ან კიბოსნაირების, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან
  • 17: შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი
  • 18: კაკაო და პროდუქტები მისგან
  • 19: მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლისა ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი
  • 20: ბოსტნეულის, ხილის, კაკლისა ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები
  • 21: კვების სხვადასხვა პროდუქტები
  • 0302-0307: თევზეული, თევზი ახალი ან გაცივიებული
  • 2201−2202: წყლები, ნატურალური ან ხელოვნური მინერალური წყლების ჩათვლით (შეზღუდულია თხევადი ნივთიერების გამოგზავნა ამერიკიდან)

დამატებით იხილეთ შესაბამისი სასაქონლო ნომენკლატურის კოდები: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=6752

Thursday, June 9, 2011

ახალი გადახდის მეთოდები: საქართველოს ბანკი და ipay

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2011 წლის 9 ივნისიდან გადახდის მეთოდებს დაემატა საქართველოს ბანკის საგადამხდელო არხები:
1. ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკინგი
2. სატელეფონო ბანკინგი
3. ვებ-საიტი ipay.ge
4. სერვის ცენტრებში ოპერატორებთან გადახდა
5. მეტროს სერვის ცენტრებში

ასევე მომდევნო კვირიდან დაემატება საქართველოს ბანკის ფეიბოქსის აპარატები.

Wednesday, June 8, 2011

დეკლარირების ინსტრუქცია

მოგახსენებთ, რომ სასურველია ამანათის თრექინგ კოდი თქვენს ექაუნთში მიუთითოთ წინასწარ, რათა არ გართულდეს ამერიკაში ამანათების იდენტიფიკაცია.

ასევე შეგახსენებთ, რომ მომსახურების პირობების თანახმად, პროდუქციის დეკლარირება სავალდებულო პროცედურაა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დეკლარირებისას ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კლიენტს. დეკლარირებისას ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შევსება ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაზეც საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია მკაცრი საჯარიმო სანქციები.

USA2GEORGIA-ს ადმინისტრაცია

Tuesday, May 31, 2011

დისტანციური განბაჟება - მითი თუ რეალობა?

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარი დეკლარირების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია შემოგთავაზოთ ისეთი მოქნილი და მოხერხებული სერვისი, როგორიცაა დისტანციური განბაჟება.

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.
ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4).

აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში "ჩამოსულია" დააჭიროთ "დისტანციური განბაჟების" ღილაკს.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვისაც წვლილი მიუძღვის საბაჟო პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასა და დახვეწაში.

Monday, May 23, 2011

ექსპრეს კურიერი - "ადამიანები შავებში"

ესენი არ არიან "ადამიანები შავებში", ესენი ექსპრეს კურიერები არიან!

უცხოპლანეტელთა გასანადგურებლად მათ ვერ გამოიძახებთ, ამანათს კი სიამოვნებით მოგართმევენ.

ბოლო პერიოდში ექსპრეს საკურიერო სერვისზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემატა რამოდენიმე საკურიერო მანქანა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამანათების სწრაფად მიღებას.

აღნიშნული ზრდა განპირობებულია ექსპრეს კურიერის პოპულარობის გაზრდით. ხშირად გვესმის მომხმარებლებისგან, რომ მანქანით გამოსვლა ზოგჯერ 3 ლარზე მეტი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ დროის ეკონომიაზე.

ექსპრეს კურიერის მომსახურების პირობები ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე.

Sunday, April 17, 2011

ახალი ფუნქცია: კომენტარების მოდული

ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნას, სისტემას დავამატეთ თრექინგ კოდზე კომენტარის გაკეთების საშუალება. კომენტარის გასაკეთებლად უბრალოდ დააჭირეთ მწვანე ღილაკს და აკრიფეთ სასურველი ტექსტი.

კომენტარში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა, მაგ.: "შავი ფეხსაცმელი ზაპოდან", "ჩემი შეკვეთა ზაფხულისთვის, მაისური, კეპი, შორტები", "Order #…. შეკვეთის ნომერი Amazon-ზე" და ა.შ., ანუ ნებისმიერი რამ, რაც ამ შეკვეთას მომავალში შეგახსენებთ. კომენტარი გამოჩნდება ამერიკაში ამანათის მისვლის შეტყობინებაშიც.

აკრეფილი კომენტარის ნახვა შეგეძლებათ ამანათის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე და ის გაყვება თრექინგ კოდს. მისი შევსება სავალდებულო არ არის, ეს არის უბრალოდ სისტემის დამატებითი ფუნქცია.

გისურვებთ წარმატებებს.

Friday, April 8, 2011

ექსპრეს კურიერი უკვე ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით

ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, ექსპრეს კურიერი დღეიდან უკვე შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შეგახსენებთ ექსპრეს კურიერის განრიგს:

ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 13:00-მდე მოთხოვნილი ამანათები ექსპრეს კურიერს მოაქვს იმავე დღეს, ხოლო 13:00-ის შემდეგ მომდევნო დღეს.

Saturday, March 12, 2011

ახალი მომსახურება: ექსპრეს კურიერი

მოხარული ვართ გაგაცნოთ 2011 წლის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია:

12 მარტიდან სისტემას დაემატა ახალი მომსახურება: ექსპრეს კურიერი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში რეისის ჩამოფრენის დღესვე სრულდება. ასევე ძალაში რჩება სტანდარტული უფასო საკურიერო სერვისიც.

ექსპრეს კურიერის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, რეისის ჩამოფრენის დღიდან და მისი ღირებულება შეადგენს 3 ლარს ყოველ 15კგ-ზე, ამანათების და ჩამოსული რეისების რაოდენობის მიუხედავად.

ექსპრეს კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" გააკეთეთ მოთხოვნა შესაბამის ღილაკზე დაჭერით: "მოიტანოს ექსპრეს კურიერმა", რის შემდეგაც ამანათები გაიგზავნება იმ მისამართზე, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში.

Friday, March 11, 2011

დამატებითი სატელეფონო ნომერი

გაცნობებთ, რომ 11 მარტიდან დამატებით ამუშავდა ჩვენი ახალი სატელეფონო ნომერი 19-20-80. ახლო მომავალში ქოლ ცენტრის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რათა კიდევ უფრო შემცირდეს დარეკვისას მოლოდინის დრო.

შეგახსენებთ, რომ ზოგადად ტექნიკური დახმარების მისაღებად სასურველია ისარგებლოთ ელ-ფოსტით და გამოგზავნოთ შეკითხვა sales@usa2georgia.com  -  ზე. შეკითხვას მიენიჭება ავტომატური ნომერი და სამუშაო საათების განმავლობაში მიიღებთ პასუხს თქვენს კითხვაზე.

Saturday, March 5, 2011

ინფორმაცია გადაფუთვის შესახებ

ცვლილება მომსახურების პირობებში: 7 აპრილი, 2011:

7 აპრილიდან ამერიკაში მიღებული ჩანთები დაითვლება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით; იხილეთ ფასების განყოფილება https://www.usa2georgia.com მოცულობითი წონის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რეალური წონით ითვლება ტანსაცმელი, ხოლო თუ თქვენ გსურთ, რომ ფეხსაცმელიც პარკით გამოიგზავნოს და აიწონოს რეალური წონით, შეგიძლიათ ეს დამატებით მიუთითოთ ამანათების მართვის გვერდიდან.

Thursday, March 3, 2011

გადახდების შესახებ

მოგეხსენებათ, POS Terminal-ით გადახდა ჩვენს ვებ-გვერდზე არსად არ არის დაფიქსირებული გადახდის საშუალებებში, თუმცა ჩვენ მაინც გვქონდა საცდელი პერიოდის განმავლობაში ამ მეთოდით გადახდა, რამაც სამწუხაროდ არ გაამართლა.

მომხმარებლების ზრდასთან ერთად აუცილებელი გახდა აპარატის ჩვენს ავტომატურ საბილინგო სისტემასთან ინტეგრაცია, რაც POS ტერმინალის მეშვეობით შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის გამო, ოფისში POS Terminal-ით გადახდა დროებით შეჩერებულია.
შევეცდებით, რომ ამიერიდან ინვოისები გამოვგზავნოთ ამანათების გაცემის წინა საღამოს, რათა საკმარისი დრო გქონდეთ გადახდის სხვა მეთოდებით სარგებლობისთვის. ასევე ახლო მომავალში დაიდგმება ინტერნეტ ტერმინალი, ოფისში Visa/Master ბარათებით ავტომატური გადახდებისათვის.

შეგახსენებთ, რომ USA2GEORGIA-ს ინვოისის გადახდა შეგიძლიათ შემდეგი გადახდის მეთოდებით:
- PayBox, TBCPay და OSMP-s აპარატები (PayBox და OSMP აპარატები ოფისშია განთავსებული)
- VISA/MC პლასტიკური ბარათით USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდიდან
- ბანკებში: თიბისი, ბაზისბანკი, რესპუბლიკა, კონსტანტა, პრივატ ბანკი, ქართუ, ბითიეი, ლიბერთი
- ინტერნეტ ბანკინგი ან სატელეფონო კოდის გამოყენებით.
- Sმარტივი ბარათით.

Monday, February 21, 2011

ახალი გადახდის მეთოდები: Sმარტივი და ლიბერთი ბანკი

გაცნობებთ, რომ დღეიდან USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსება Sმარტივის მეშვეობითაც შეგიძლიათ, ვებ-გვერდზე www.smartivi.ge, ასევე ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში და ლიბერთი ექსპრესის მობილურ სერვის ცენტრებში.

Sსმარტივის კალათით გადახდისას საკომისიო 0%, ხოლო ბანკში გადახდის შემთხვევაში .50 თეთრს შეადგენს.

როგორც ლიბერთი ბანკი იტყოდა - გაიSმარტივეთ ცხოვრება!

Thursday, February 17, 2011

ახალი გადახდის სისტემა OSMP

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 16 თებერვლიდან USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსება შეგეძლებათ OSMP-ს ლურჯი ფერის აპარატებიდანაც. მომსახურების საკომისიო შეადგენს 2%-ს.

გადახდის განხორციელებისთვის, უნდა აირჩიოთ USA2GEORGIA, შემდეგ აკრიფოთ თქვენი ოთახის 5 ნიშნა ნომერი, დავალიანებას კი აპარატი თვითონ დაგითვლით.

Wednesday, February 2, 2011

ინფორმაცია USA2GEORGIA-ს მომხმარებლებლებს

რამოდენიმე ინფორმაცია ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს:

  • ამანათების გაცემა 3 თებერვლიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება ახალი ოფისიდან, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის 27-ში, იხილეთ რუკა
  • ოფისში დაიდგა სწრაფი გადახდის აპარატი PayBox
  • დასრულდა შემოსასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები.
ასევე შეგახსენებთ, რომ რეგიონალური საკურიერო სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ ზამთრის კურორტებზეც: გუდაური, ბაკურიანი, მესტია. დამატებით რეგიონალური საკურიერო სერვისის შესახებ იხილეთ სტატია

Thursday, January 27, 2011

USA2GEORGIA ახალ მისამართზე გადადის

2011 წლის დასაწყისში ჩვენ დაგპირდით, რომ ეს წელი იქნებოდა მუდმივი სიახლეების წელი. განვაგრძობთ მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და 1 თებერვლიდან გადავდივართ ახალ, თანამედროვე, გაუმჯობესებულ შენობაში, ქავთარაძის 27-ში.

გადასვლასთან დაკავშირებით შაბათს და ორშაბათს კომპანიის ოფისი არ იმუშავებს.
ორშაბათს საკურიერო სერვისი ჩვეულებრივ შესრულდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და დროულად გაიტანოთ ამანათები 27 და 28 იანვარს მიცკევიჩის 14-დან.

სამშაბათს, 1 თებერვალს ამანათების გაცემა ახალი მისამართიდან დაიწყება.
იმედი გვაქვს მომსახურების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება დიდ ფართში გადასვლით.

იხილეთ ახალი მისამართის რუკა:

Tuesday, January 18, 2011

გილოცავთ ნათლისღებას

გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.
ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ოთხშაბათს კომპანიის ოფისი არ იმუშავებს.
ხუთშაბათს ჩვეულ რეჟიმში დაიწყება 11:00-დან ამანათების გაცემა.

Tuesday, January 11, 2011

USA2GEORGIA Website in English

We’re pleased to announce an English version of our website from Jan 11.
Any existing customer, registered with ID of other Georgian citizen may change an appropriate citizenship settings under Profile section.

To change the language, please make a selection on top right corner of the website.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ 11 იანვრიდან ფუნქციონირებს ჩვენი საიტის ინგლისური ვერსია.
ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ პასპორტის ნომრით და ისარგებლონ ჩვენი სერვისით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრით, მას შეუძლია შეცვალოს პარამეტრები პროფაილის განყოფილებაში.

ენის შეცვლა ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში სასურველი ენის მონიშვნით ხდება.

Friday, January 7, 2011

რეგიონალური საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მაშტაბით

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაესწარით მრავალს, თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

მოხარული ვართ გაგაცნოთ 2011 წლის პირველი სასიამოვნო ინფორმაცია:

რეგიონალური საკურიერო მომსახურების დაფარვის ზონა გაიზარდა და ის უკვე პრაქტიკულად საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს. ასევე უყურადღებოდ არ დავტოვეთ საკურორტო ზონები, ზამთრის თუ ზაფხულის საკურორტო ქალაქები და სოფლებიც კი: ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი, ქობულეთი, მესტია, თელავი, სიღნაღი, წაღვერი, ბორჯომი და ა.შ.

მაგალითად, თუ თქვენ დასასვენებლად ბაკურიანში იმყოფებით, მარტივად შეგიძლიათ თქვენი ამანათი სურვილისამებრ გადაამისამართოთ თბილისიდან ბაკურიანში და მეორე დღესვე მიიღოთ ის.

ასევე, საჭირო აღარ არის შაბათ-კვირის ლოდინი, რადგან თქვენ ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ გამოიძახოთ კურიერი ამანათების მართვის გვერდიდან.

შეგახსენებთ, 15კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის ამანათზე რეგიონალური საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს.

იხილეთ ინსტრუქცია რეგიონალური საკურიერო მომსახურების შესახებ.

amazon