USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, October 25, 2010

ამანათების დეკლარირება სავალდებულოა

როგორც უკვე დავწერეთ ბლოგზე, გამარტივდა საბაჟო პროცედურები და განსაბაჟებელი ამანათების მიღება შესაძლებელია ჩვენს ოფისში.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, საჭიროა ამერიკაში მიღებულ ამანათებს ყოველთვის გაუკეთოთ დეკლარირება. ამანათების დეკლარირება შესაძლებელია შემდეგ განყოფილებებში: მისაღები, ამანათები ან გამოგზავნილი.

დეკლარაციის არ არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს 300 ლარამდე თუ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათი, საბაჟო შეაჩერებს ამანათს დამატებითი მოკვლევისათვის.

ვიმედოვნებთ გულისყურით მოეკიდებით აღნიშნულ ინფორმაციას.

Wednesday, October 20, 2010

გადაფუთვის 2 ახალი ფუნქცია



ალბათ შენიშნავდით ცვლილებას რომელიც ჩვენს სისტემას 20 ოქტომბრიდან დაემატა.
ამიერიდან შეგიძლიათ გამორთოთ გადაფუთვის ფუნქცია კონკრეტულ ამანათზე და გამოგზავნოთ ორიგინალი საფოსტო შეფუთვით - ანუ ზუსტად ისე, როგორც ამერიკაში შემოიტანს საფოსტო კომპანია. ასეთი ამანათის შემცირება და გადაფუთვა აღარ მოხდება.

ასევე, მეორე ფუნქციით შეგიძლიათ მონიშნოთ ფეხსაცმლის გადაფუთვა პარკში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხსაცმელს ამოვიღებთ ფეხსაცმლის ყუთიდან და პარკით გამოვგზავნით. ასეთ ამანათზე თბილისში ტრანსპორტირებას მოცულობითი წონის ნაცვლად რეალური წონით გადაიხდით - ანუ ზუსტად იმდენს რამდენსაც იწონის ფეხსაცმელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვების შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.

მონიშვნა უნდა მოხდეს წინასწარ, სანამ ამანათი ამერიკაში მივა. აღნიშნული ფუნქცია მისაღები ამანათების განყოფილებაშია და თრექინგ კოდის წინასწარი დამატების შემდეგ გამოჩნდება.

დამატებით იხილეთ გადაფუთვის წესები

Saturday, October 16, 2010

გაიხსნა ფასდაკლებების და კუპონების ვებ-გვერდი

გვინდა გაცნობოთ, რომ გავხსენით ფასდაკლებებისა და კუპონების ვებ-გვერდი: https://www.usa2georgia.com/promo/ რომელიც ყოველდღიურად განახლდება ახალი ინფორმაციით.

ამ რესურსით სარგებლობა ძალზედ მარტივია, უბრალოდ მოიძიეთ თქვენთვის სასურველი მაღაზია ან დაათვალიერეთ არსებული შემოთავაზებები, შემდეგ მიჰყევით ლინკს და პროდუქციის ყიდვისას გამოიყენეთ ფასდაკლების კუპონის კოდი. ზოგჯერ შესაძლოა პირდაპირ სარეკლამო აქციის ლინკი იყოს მოცემული.

დამატებითი ინსტრუქციისთვის იხილეთ https://www.usa2georgia.com/promo/

Tuesday, October 12, 2010

განბაჟების პროცედურა გამარტივდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ახდა მრავალი ადამიანის ოცნება და საბაჟო პროცედურები გამარტივდა. გასაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება, ყოველგვარი დაბრკოლების და საბაჟო პროცედურების გარეშე. საბაჟო გადასახადების გადახდა კი ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეგეძლებათ.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას ვისაც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილი მიუძღვის.
იმედი გვაქვს საბაჟო პროცედურების გამარტივებით, ონლაინ შოფინგი უფრო სახალისო გახდება მომხმარებლებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Thursday, October 7, 2010

11 ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეისებზე გადავდივართ

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორშაბათს 11 ოქტომბრიდან რეისები ყოველ დღიურად გამოიგზავნება. ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება სამშაბათს, სამშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ოთხშაბათს და ა.შ. რაც კიდევ უფრო შეუწყოფს ხელს რეისების ხშირ-ხშირად და სწრაფად ჩამოსვლას.

ახლო მომავალში უფრო გამოიკვეთება თუ რა დღეებში იქნება შესაძლებელი ამანათების თბილისში გაცემა, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ. გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს.

amazon