USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, March 30, 2010

სააღდგომო განრიგი

H5074485 დაგვიანებული რეისი ჩამოფრინდა და მისი გაცემა დაიწყება ხუთშაბათს 1 აპრილს, 11:00-დან 18:30 მდე.

H5088455 მიმდინარე კვირის რეისის მიღება იგეგმება პარასკევს, ხოლო გაცემა დაიწყება შაბათს 11:00-დან 18:30 მდე.

პარასკევს და ორშაბათს კომპანია არ იმუშავებს, თუმცა საწყობში მაინც უნდა ვიმუშავოთ რომ შაბათს დილისთვის დასორტირებული იყოს ამანათები.

Saturday, March 27, 2010

დაგვიანებული და რეგულარული რეისის შესახებ

დაგვიანებული და რეგულარული რეისის მიღება იგეგმება მიმდინარე კვირაში. ყველა ვინც ამ რეისებზე მოხვდა, დამატებით მიიღებს შეტყობინებას.

ასევე, როგორც გაცნობეთ, იწყება კვირაში ორ-ორი რეისის გამოგზავნა.

ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები გამოიგზავნება ცალკე რეისად და სამშაბათი ოთხშაბათის ცალკე. ჩამოსვლის დღეებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს ალბათ ორშაბათი-სამშაბათი, ხუთშაბათი-პარასკევი. ამას პირველი 2 კვირა უფრო გვიჩვენებს. სამშაბათს 30-ში წამოვა უკვე პირველი ასეთი რეისი.

სარგებელი რაც ამ ცვლილებას მოყვება:
1. მომხმარებელს აღარ მოუწევს კვირიდან კვირამდე ლოდინი როდის გამოიგზავნება მისი ამანათი, როგორც ეს მაგალითად პარასკევს ან ორშაბათს მისულ ამანათს ეხებოდა, რადგან კვირაში 1-ის ნაცვლად 2 რეისი გამოფრინდება, ამანათებიც უფრო ხშირ-ხშირად წამოვა.
2. 300 ლარიანი შეზღუდვა, რომელიც ბევრს აბრკოლებდა რომ ერთიანად ბევრი ამანათი არ მიეღოთ - შემსუბუქდება.
3. ტვირთი შემცირდება ზომაში. ანუ შანსები იმის რომ ავია კომპანიები გადატვირთვებისას გამონახავენ თვითფრინავში ადგილს, ერთი-ორად მოიმატებს. დღესდღეობით დაგვიანებები სწორედ ავია კომპანიების მიზეზით ხდება.

ჩვენ გვესმის, თუ რაოდენ რთულია ამანათის დაგვიანებით მიღება და USA2GEORGIA-ს მთელი გუნდი განიცდის ამ ფაქტს. კარგად დაწყებულს კარგად გაგრძელებაც უნდა და ეს ყველას გვესმის. გვერწმუნეთ, აღნიშნული ცვლილებები და კიდევ სხვა მრავალი ცვლილება რომელიც იგეგმება, სწორედ მომსახურების პირობების გაუმჯობესებისა და დახვეწისკენ არის მიმართული.

მადლობას ვუხდით ყველას გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის.

Monday, March 22, 2010

აპრილიდან კვირაში ორ-ორი რეისი იგეგმება

ამანათების რაოდენობის და წონის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ავია კომპანიებისგან გარანტიების მიღება, რომ ტვირთს დროულად ჩამოიტანენ საქართველოში. ერთის მხრივ კარგია, რომ ჩვენს კომპანიას სულ უფრო მეტი ერთგული მომხმარებელი ემატება მაგრამ ჩვენ ასევე კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამანათების დროული ტრანსპორტირება საქართველოში.

ასევე, ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, აპრილიდან კვირაში ერთი რეისის ნაცვლად იგეგმება ორი რეისის გამოგზავნა. კონკრეტული დღეები ჯერ შერჩეული არ არის. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ამანათების უფრო სწრაფად ჩამოსვლას ამერიკიდან საქართველოში და ავია კომპანიებსაც გაუადვილდებათ შედარებით მცირე ზომის ტვირთისთვის ადგილის გამონახვა რაც დღესდღეობით მართლაც პრობლემას წარმოადგენს.

დამატებით დეტალებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ

ახალი საინფორმაციო ნომერი 42-18-18

გაიხსნა ახალი მრავალარხიანი საინფორმაციო ხაზი 42-18-18. 1 კვირის განმავლობაში ხაზი იმუშავებს ტესტურ რეჟიმში, შემდეგ კი ძველი ნომრები გაუქმდება.

Wednesday, March 17, 2010

უცნაური და სახალისო კითხვები

კითხვები რომლებსაც პერიოდულად ვიღებთ ელ-ფოსტით თუ ტელეფონით:

1. ეს ამაზონი რა არის, ანუ პირდაპირ ბრაზილიიდან მოდის ამანათი?

2. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხუთშაბათს რომ გამოიგზავნება, მეორე დღეს თბილისში რატომ არ არის?

3. იცით, ქალის ჩექმას ველოდები და დუტის კურტკას. ვერ დაახვევთ და ჩექმაში ვერ გაჭედავთ რომ ტრანსპორტირება ნაკლები დამიჯდეს?

4. სათამაშოები უფროსებისთვის შეიძლება გამოვიწერო? - შერცხვა და გაწითლდა :) - შეიძლება რათქმაუნდა.

5. კურიერი რო "დამეხვოსტოს" არ შეიძლება? ჭავჭავაძეზე ვარ

6. 300 ლარი უკვე ჩაგირიცხეთ, ამაზონზეც ავირჩიე რაც მინდა, უკვე 1 კვირა გავიდა და რატომ არ მიგზავნიან?

7. 52 ზომა შარვალი უნდა გამოვიწერო და ხო კარგად მომივა?

8. მაშველი არ გაქვთ? ბარემ აქვე ჩავიცვავდი.

დიალოგი ნაბახუსევ სტუმართან, რომელიც საერთოდ შემთხვევით მოხვდა ოფისში და ალბათ ვერ მიხვდა სად იყო
სტუმარი: 129 ლარი გადამიხადეთ!
ოპერატორი: ჰმმმ... ნაკლები არ გაწყობთ? (გაეხუმრა)
სტუმარი: არა! 129 ლარი გადამიხადეთ!

amazon