USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Saturday, January 30, 2010

300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნა

თუ თქვენ გადაწყვიტავთ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნას, გთხოვთ ისარგებლოთ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით შპს ჯიელეს "GLS LLC" www.gls.ge სადაც ხდება ამანათების და ტვირთის უპირობო განბაჟება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟომ შეიძლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები იმ მომხმარებლებზე, რომლებიც გამოაგზავნიან 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას USA2GEORGIA-ს საშუალებით.

ორშაბათიდან www.gls.ge ვებგვერდზე გავხსნით ავტომატურ რეგისტრაციასაც, მანამდე კი საკონტატქო მონაცემები შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@gls.ge

ორივე ეს რესურსი მუშაობს პრაქტიკულად ერთნაირად, განსხვავება ის არის, რომ U ოთახის ნომრის ნაცვლად, თქვენ მოგენიჭებათ ახალი ნომერი B სიმბოლოთი (ბიზნესი). რეგისტრაციისათვის საჭირო იქნება მეორე ელ-ფოსტა. ანუ შედეგად გექნებათ რეგისტრაცია USA2GEORGIA შიც და GLS-შიც. 300 ლარამდე პროდუქციის შემთხვევაში გაგზავნით USA2GEORGIA-ს მისამართზე, ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში GLS-ზე.

Sunday, January 17, 2010

პირადობის მოწმობა აუცილებელი გახდა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 18 იანვრიდან ამანათის გასატანად აუცილებელი იქნება მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მიმღები ნიშნავს პიროვნების სახელს და გვარს რაც აწერია უშუალოდ ამანათზე, მაღაზიის ორიგინალ სტიკერზე - "Shipping Label"

თუ მომღები ვერ მოდის, შეუძლია მის ნდობით აღჭურვილ პირს გამოატანოს პირადობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც შეინახება ჩვენთან, შემდეგ კი მისი წამოღება საჭირო აღარ იქნება.

თუ ამანთზე დაწერილი მიმღების სახელი და გვარი განსხვავდება USA2GEORGIA-ში დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარისგან, მაშინ ამანათის მისაღებად საჭირო იქნება ორივე პიროვნების პირადობა ან პასპორტი.

Lockerz - საჩუქრების ვებსაიტი დაიბლოკება

როგორც ჩანს უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა Lockerz.com ზე სადაც პრაქტიკულად უფასოდ შეიძლება საჩუქრების მიღება. ყველაზე მარტივი მაისურის მიღებაა, რომელსაც lockerz რეგისტრაციის შემდეგ მალევე გადასცემს დარეგისტრირებულ მომხმარებელს. შემდეგ მომხმარებლები ამანათებს გზავნიან ამერიკაში ჩვენს მისამართზე, თბილისში ჩამოსვლისას კი თანხას არ იხდიან და არ მიაქვთ ამანათები რაც კომპანიისთვის პირდაპირი ზარალია.

სამწუხაროდ 18 იანვრიდან, Lockerz.com-დან მიღებული მცირე ზომის ამანათები რომელშიც მაისურია, არ გამოიგზავნება თბილისში და დაბრუნდება უკან მაღაზიაში. სხვა Lockerz-ის ამანათებს შეზღუდვა არ ეხება.

კურდღელს კუდი არ უნდა?

გუშინ საღამოს ერთ-ერთი კურიერი დაბრუნდა ოფისში, დაარიგა ამანათები და ფურცლები მოიტანა. როგორც წესი ამ ფურცლებზე მიტანილი ამანათების ნუსხა და შტრიხ კოდებია ხოლმე, თუმცა ფურცლის მეორე მხარეს ფანქრით დახატული კურდღელი აღმოვაჩინეთ.

- რა არის ეს? ვეკითხებით კურიერს
- კურდღელი
- მერე დოკუმენტებზე რა უნდა კურდღელს?
- რა მექნა აბა, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა დამიტოვა ბავშვი, ახლავე მოვალო. ბავშმა ტირილი დაიწყო და ვართობდი როგორც შემეძლო 30 წუთის განმავლობაში.

ყველაზე სასაცილო კი ამ ამბავში ის არის, რომ აცრემლებული ბავშვი კურდღლის დანახვაზე ცოტა ხნით გაჩერდა, მიუტრიალდა კურიერს და გაოცებული ეკითხება: "კურდღელს კუდი არ უნდა???" და განაგრძო ტირილი.

დატვირთული კვირა დასრულდა

გასული კვირა უპრეცენდენტო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთდროულად 3 რეისის ამანათების გაცემამ და შესაბამისად უამრავი ხალხის მოსვლამ გამოიწვია რიგები. მიუხედავად იმისა, რომ 3 ოპერატორი მუშაობდა და საწყობში 5 თანამშრომელი, რიგი 15-30 წუთის განმავლობაში მაინც არ გადიოდა.
იმედი გვაქვს რეისების გადადება და შესაბამისად ერთად მათი მიღება აღარ მოხდება და მომავალში ჩვეულებისამებრ 5 წუთზე მეტს არ დახარჯავთ რიგში.

შეგახსენებთ, რომ ამანათების გაცემის მეორე დღიდან ქალაქში გადიან კურიერები და არიგებენ ამანათებს. იმის გამო, რომ საწყობში მაინც რჩება ამანათები, დღეს - კვირას 17 იანვარს კურიერები კიდევ იმუშავებენ და დაარიგებენ ამანათებს, ასევე ორშაბათს, ძირითადად ორგანიზაციების მისამართებზე, რაც პრაქტიკულად დაასრულებს ამ დატვირთულ და რთულ კვირას.

Wednesday, January 13, 2010

24, 31 დეკემბრის და 7 იანვრის რეისები

გვინდა გაცნობოთ, რომ 24 და 31 დეკემბერს გამოფრენილი რეისები, ასევე 7 იანვრის რეისი ჩამოფრინა.

ამჟამად მიმდინარეობს მათი დასაწყობება და კონტროლზე აყვანა.
H4914478 ოფისიდან გატანა 15 იანვარს
H4899741 ოფისიდან გატანა 15 იანვარს
H4878604 ოფისიდან გატანა 15 იანვარს

ამანათების გატანა დაიწყება პარასკევს 15 იანვარს, დილის 11 საათიდან ასევე შაბათს 11 საათიდან 4 საათამდე.
ინვოისები გამოიგზავნება ხუთშაბათს 14 იანვარს ღამე.

Saturday, January 9, 2010

რეისები, ზამთრის სეზონი, ახალი ოფისი

მოგახსენებთ, რომ დეკემბრის დაგვიანებული რეისების მიღება დაიწყება ორშაბათიდან. ჯერჯერობით ჩამოფრინდა 17 დეკემბრის რეისი. 24 და 31-ის რეისების მიღება იგეგმება ხუთშაბათ-პარასკევს, რასაც დაემატება 7 იანვარს გამოგზავნილი რეისიც რომელიც ასევე მომდევნო კვირაში შემოვა. დაზუსტებული თარიღების მიღებისთანავე ჩვენ მას ბლოგზე გამოვაქვეყნებთ მარჯვენა მხარეს რეისების სტატუსში.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ რეგულარული რეისები განახლდა, ზამთრის დატვირთულმა სეზონმა გადაიარა და ვიმედოვნებთ შეფერხებები აღარ იქნება ავია კომპანიებში.

მიცკევიჩის ქ. 14-ში მოვაწყვეთ ახალი ოფისი და ამანათების გამცემი პუნქტი. რაიმე განსაკუთრებულობით ის არ გამოირჩევა, მაგრამ იმედი გვაქვს ამანათების გაცემა უფრო სწრაფად და კომფორტულად მოხდება რადგან ერთდროულად 3 ოპერატორი იმუშავებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის!

TBC Pay გადახდის შესახებ

მომხმარებლების თხოვნით, TBC Pay-ის აპარატებში უკვე შესაძლებელია დავალიანების ნახვა. ამისათვის აპარატში განყოფილებაში სხვადასხვა, მოძებნეთ USA2GEORGIA-ს ლოგო, შემდეგ აკრიფეთ თქვენი ხუთ ციფრიანი U ნომერი.
დავალიანება უკვე შეიცავს TBC Pay-ის 4%-იან საკომისიოსაც.

Friday, January 1, 2010

როგორ მუშაობს ამაზონის საწყობი - ვიდეო

საინტერესოა ვიდეოა ისიამოვნეთ :)

TBC ბანკით გადახდების საკომისიო შემცირდა

თიბისი ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად შემცირდა ბანკის საკომისიო და ბანკში ნაცვლად .90 თეთრისა მომხმარებლებს გადასახდელი ექნებათ .50 თეთრი, ხოლო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას .28 თეთრი.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ თიბისი ბანკს გულისხმიერებისთვის რადგან გაითვალისწინეს ჩვენი და მომხმარებელთა თხოვნა.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია USA2GEORGIA-ს გადახდების ჩართვა სხვა ბანკებშიც.

amazon