
ალბათ შენიშნავდით ცვლილებას რომელიც ჩვენს სისტემას 20 ოქტომბრიდან დაემატა.
ამიერიდან შეგიძლიათ გამორთოთ გადაფუთვის ფუნქცია კონკრეტულ ამანათზე და გამოგზავნოთ ორიგინალი საფოსტო შეფუთვით - ანუ ზუსტად ისე, როგორც ამერიკაში შემოიტანს საფოსტო კომპანია. ასეთი ამანათის შემცირება და გადაფუთვა აღარ მოხდება.
ასევე, მეორე ფუნქციით შეგიძლიათ მონიშნოთ ფეხსაცმლის გადაფუთვა პარკში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხსაცმელს ამოვიღებთ ფეხსაცმლის ყუთიდან და პარკით გამოვგზავნით. ასეთ ამანათზე თბილისში ტრანსპორტირებას მოცულობითი წონის ნაცვლად რეალური წონით გადაიხდით - ანუ ზუსტად იმდენს რამდენსაც იწონის ფეხსაცმელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვების შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.
მონიშვნა უნდა მოხდეს წინასწარ, სანამ ამანათი ამერიკაში მივა. აღნიშნული ფუნქცია მისაღები ამანათების განყოფილებაშია და თრექინგ კოდის წინასწარი დამატების შემდეგ გამოჩნდება.
დამატებით იხილეთ გადაფუთვის წესები
14 comments:
ადრე მქონდა რაღაც შენიშვნები თქვენს მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი გამოსწორდა. ძალიან იხვეწებით და ადრე თუ სხვა გადმომზიდავებითაც ვსარგებლობდი ახლა ნამდვილად მიმაჯაჭვეთ უსა2გ-ს :))
<3
Good News
dzalian kargi iqneba tu iqve daangarishdeba amanati da mere gadawyvitos momxmarebelma gadafutvis servisit isargeblos tu ara
violet გმადლობთ. გვერწმუნეთ ჩვენ ყველა შენიშვნას ვითვალისწინებთ და რაც შესაძლებელია ვაკეთებთ. ზოგიერთი რამ უბრალოდ დროს მოითხოვს რომ დაინერგოს ტექნოლოგიურ ციკლში.
tor - მიდის მაგ მიმართულებით უკვე მუშაობა, თუმცა ამერიკაში ეს სრულ რეორგანიზებას მოითხოვს. სავარაუდოთ ცოტა გაიწელება პროცესი.
gamocerili mqonda fexsacmeli, ups-is monacemebshi cona mititebuli iyo 4-lsb (1.8kg) da tqvens mier gamogzavnil invoisshi cona gamocerili iyo 7.5-lsb (3.4kg). amxela gansxvaveba rogor xdeba iqneb ganmimartoth??? var tqveni momxmarebeli da dzalian ukmayofilo davrchi, ertibeco fexsacmeli imxela yuthshi iyo gadadebuli rom shignith adamiani chaeteoda, conis fasi imdeni gamovida tuflshi ar gadamixdia magdeni.
Maia - ამ სტატიაში არის ლინკი გადაფუთვის წესების შესახებ. ასევე გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდზე ფასების განყოფილებას და მოცულობითი წონის შსახებ ინფორმაციას. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გაკეთდა ფუნქცია ფეხსაცმლის ყუთიდან პარკში გადადების. ბუნებრივია კლასიკურ ტყავის ფეხსაცმელზე ეს ფუნქცია მაინც არ უნდა გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა ფეხსაცმელი დაზიანდეს.
ამერიკაში მისვლამდე რომ არ მოვნიშნო ესეიგი რომ ავტომატურად გადაფუთვა? თუ პირიქით?
No Dar - შეკითხვა ცოტა გაურკვეველია. გადაფუთვის წესებს გაეცანით ამავე სტატიაში და თუ კიდევ დაგრჩათ კითხვა გთხოვთ ელ-ფოსტაზე მოგვწეროთ sales@usa2georgia.com
არ ჩერდებით, მუდმივ განახლებასა და ცვლილებებში ხართ :)
მიხარია, რომ ეს ცვლილებები უფრო მოხერხებულს და სასიამოვნოს ხდის თქვენთან ურთიერთობას.
საქართველოში ორ კომპანიას გამოვყოფდი იმათგან, ვისი მომსახურებითაც თავიდან ბოლომდე კმაყოფილი ვარ. თქვენ და "თი ბი სი ბანკი".
წარმატებებს გისურვებთ!
kargia rom eseti ram daicket, magram tu dazianda chveni produqcia da tqven pasuxs ar agebt, memgoni isev gadaputvis gareshe sjobs.......magram nivtsac gaachnia da es chven tvitonve unda ganvsazgvrot.............
kargia rom tandatan ixvecebit..............
ratom araris yutebis suratebis qvevit chemtan mosanishni? anu "ptichkas" versad vsvam, jer ar mushaobs es servisi tu rashia saqme?
babu - შეგიძლიათ ნახოთ მისაღებ ამანათებში, თუ დაამატებთ თრექინგ კოდს მაშინ გექნებათ ამის საშუალება.
ძალიან გაურკვევლად წერია წესებში,
თუ არ მაქვს თრექინგ კოდი და შესაბამისად წინასწარ ვერ ავირჩიე, მაშინ ავტომატურად მოხდება მაინც გადაფუთვა ?
Baso - სტანდარტული გადაფუთვა ავტომატურად ხდება ყველა ამანათზე, წინასწარ მითითების გარეშეც.
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com