USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, September 21, 2010

დამატებით კიდევ ერთი რეისი და ამანათების დაყოვნების სერვისი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირიდან 2 რეისის ნაცვლად ამერიკიდან გამოიგზავნება უკვე 3 რეისი და დაჯგუფდება შემდეგნაირად:
I რეისი - ორშაბათი
II რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათი
III რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი

ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ცალკე პირველ რეისზე, სამშაბათს და ოთხშბათს მეორე რეისზე ხოლო ხუთშაბათს და პარასკევს მესამე რეისზე. ჩამოსვლის საშუალო ვადა 1 კვირა. შაბათ-კვირას როგორც წესი ფოსტები არ მუშაობენ.

რას ნიშნავს ეს?
პირველ რიგში ამერიკიდან ხშირ-ხშირად ამანათების გამოგზავნით ჩამოფრენის ვადები შემცირდება, რადგან დიდი ტვირთის ბევრ ნაწილად დაყოფით მათი სამგზავრო თვითფრინავით ტრანსპორტირებაც იქნება შესაძლებელი.

ასევე, მათთვის ვისაც ძალიან მცირე ზომის ამანათები ჩამოსდის და სურს დაყოვნების სერვისით ისარგებლოს, რათა წონის დამრგვალებისას არ იზარალოს, მომდევნო კვირიდან ვგეგმავთ სისტემაში ახალი - 1 კვირიანი დაყოვნების ფუნქციის დამატებას. ყველა ის ამანათი, რომელსაც მომხმარებელი მონიშნავს ამანათების მართვის პანელში, რომ შეჩერდეს, გამოიგზავნება მომდევნო კვირის რეისით, ანუ საშუალოდ 7 დღეში, სხვა მიღებულ ამანათებთან ერთად. აღნიშნული სერვისის გააქტიურების თარიღს დამატებით გამოვაცხადებთ.

ჩვენ განვაგრძობთ მომსახურების დახვეწას და ახლო მომავალში კიდევ სხვა საინტერესო სიახლეებსაც გპირდებით

36 comments:

Proman said...

ძალიან მაგრები ხართ.

saniday said...

wow
დაყოვნების სერვისი რა მაგარია!
loveit <3

Kaplan said...

ყველამ იცოდეთ და არ დაგავიწყდეთ USA2GEORGIA არის საუკეთესო კომპანია რომელიც ყველაზე კარგ პირობებს გვთავაზობს! ძალიან მაგრები ხართ და ღმერთმა უფრო მეტს მიგაღწევინოთ! ნამდვილად იმსახურებთ დიდ წარმატებებს!

Helen said...

მართლაც ძალიან ყურადღებით ხართ თქვენი მომხმარებლის მიმართ და კარგია,რომ დროდადრო ასეთ კარგ სიახლეებს გვთავაზობთ:)
ასე გააგრძელეთ:):)

merabi said...

საღოლ, ძალიან მაგრები ხართ, მასე გააგრძელეთ ;)

Zaza said...

დაყოვნების სერვისი! ნამდვილად კარგი სერვისი დაგიმატებიათ, მაგრამ შემოგთავაზებთ უფრო უკეთეს და მარტივ ვარიანტს. თქვენ რომ გქონდეთ 300 გრამამდე ნაკლები ტვირთის დამტგვალება 300–მდე და 300–ზე მეტი ტვირთის ზუსტი წონით ანგარიში მაშინ თქვენ ნამდვილად გაიმარტივებთ ცხოვრებას და თქვენს ერთულ კლიენტებსაც ძალზე გაახარებთ. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს.

ketusi said...

ძალიან გამეხარდა დამატებითი რეისი.უფრო მალე ჩამოვა შეკვეთილი პროდუქციაააა.ერთადერთი,რომ შაბათ-კვირას რომ ფოსტა არ მუშაობს ეგ წელავს ვადებს და ზოგი ამანათი ჩემამდე 2 კვირაში მოდის.
შეყოვნების სერვისი მართლაც ძალიან კარგია და მიხარია თქვენს სერვისს რომ დაემატა.

cqnapi said...

ra magariaaaa!

mimino said...

ანუ თუ ორი პატარა ამანათი გაქვს, ჯამური წონით გამოიგზავნება?

GLS Group said...

დიახ, რადგან ორშაბათიდან დამრგვალება აღარ მოხდება, თუ მაგ.: 0.1კგ და 0.3კგ წონის ამანათები გაქვთ, გადაიხდით 0.4კგ-ის მიხედვით.

Besso said...

მოზრდილ ამანათებზე ფასი არ დაიკლებს,ან რამე ბონუსები არ იქნება??
ეს კაი სიახლეა რა თქმა უნდა...

giorgi said...

მშვენიერია! ეგრე გააგრძელეთ

ketusi said...

ყველაფერი კაი მაგრამ ძალიან აგვიანებთ ამანათების გაცემას, რა, დღეს ჩამოვიდა ჩემი ამანათი და გაცემა ორშაბათს დაიწყებაო, გამოდის 2 კვირანახევარი გინდათ რომ ჩემამდე მოიტანოთ,ძალიან ხანგრძლივია.

GLS Group said...

ketusi - რაღაც გაუგებრობაა. მარჯვენა მხარეს რეისების თარიღები აღნიშნავს ამანათების გაცემას ოფისიდან. დღეს გაიცა ამანათები, ორშაბათს დარჩენილების საკურიერო იწყება, თუ ამას გულისხმობთ საკურიეროც მალე დაჩქარდება და მალევე იქნება ხოლმე.

2 კვირანახევარი ნამდვილად არ სჭირდება, მითუმეტეს რომ რეისები დიდი ხანია უკვე არ გადადებულა. დღეს მაგალითად 23 სექტემბერს გაიცა 9-13 სექტემბრის ამანათები. ეს რეისი 14-ში გამოფრინდა.

ხვალ 24 სექტემბერს გაიცემა 14-15 სექტემბრის ამანათები. ეს რეისი 16-ში გამოფრინდა.

ketusi said...

GLS Group
რავიცი,ჩემს შემთხვევაში ასე გამოდის
9 სექტემბერს ამერიკის მისამართე მისული ამანათი ჩამოვიდა და საკურიერო სერვისი დაიწყებაო ორშაბათს 27-ში,ხომ გამოდის ორკვირანახევარი!
14 და 15 სექტემბერს ჩასული ამანათი ერთი რეისით გამოიგზავნა და ამის საკურიერო სერვისი სამშაბათს დაიწყება--ზუსტად 2 კვირაა.ტრანსპორტირების საფასური გადახდილი მაქვს.
რა თქმა უნდა თუ საკურიერო სერვისი დაჩქარდება ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მადლობელი ჩემის ჩათვლით.

Jazzoline said...

დღეს თუ მოგივიდათ ტვირთი ამ კვირაში რომელიმე რეისით გამოგზავნით ?

GLS Group said...

Jazzoline - ამ სტატიის დასაწყისში აღნიშნულია თუ რომელ დღეებში მისული ამანათები ჯგუფდება. გთხოვთ იხილოთ. დაჯგუფების შემდეგ მეორე სამუშაო დღეს იგზავნება რეისი და საშუალოდ 1 კვირაში ჩამოდის.

GLS Group said...

ketusi ამერიკაში ამანათის მისვლიდან კურიერის თქვენთან მოსვლამდე ასე გამოდის დიახ. მესამე რეისი სწორედ ამისთვის დავამატეთ, რომ ხშირ-ხშირად გამოიგზავნოს და უფრო მალე ჩამოვიდეს. მუდმივად მიმდინარეობს როგორც რეისების განრიგების, ასევე საკურიერო მომსახურების დახვეწა. ბუნებრივია ჩვენ ყველა მომხმარებლის მოსაზრებას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. გმადლობთ ყველას რეკომენდაციებისთვის.

irakli said...

ukacravad ra mainteresebs icit amanati saitidan gamigzavna 27sh aq rodis chamova?

GLS Group said...

სამწუხაროდ მაღაზიიდან გამოგზავნით ვერ მივხვდებით, რადგან სანამ ამერიკაში ჩვენს საწყობამდე არ მოვა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამანათს.

Vako said...

ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ რეისები რო გვიან ჩამოდის (ორშაბათს გამოსული შემდეგ ხუთშაბათს) მაგასთან დაკავშირებით თუ აპირებთ რამის გამოსწორებას? 11 დღე ძალიან დიდი დროა, ადრე 6 დღე უნდებოდა როგორც მახსოვს.

GLS Group said...

Vako - მოსალოდნელია, რომ ორშაბათს ამერიკაში შესული ამანათი მიიღოს მომხმარებელმა მომდევნო კვირის ორშაბათს ან სამშაბათს. ეხლაც ასე იქნება, 4 ან 5 - ში გაიცემა 27-ში მისული ამანათები.

მაქსიმალურად ვეცდებით რომ ტრანზიტის დრო შევამციროთ რეისებზე. გმადლობთ რეკომენდაციებისთვის.

ketusi said...

დათქმულ დროს მივიღე ამანათი,ერთი ორშაბათს მეორე კი სამშაბათს.მშვენიერი შეფუთული იყო.
თქვენი სერვისით ხშირად ვაპირებ რომ ვისარგებლო
კომენტარის დაწერის სისტემას თუ გაამარტივებთ მადლიერი ვიქნები,ძალიან ძნელად წამოვა ხოლმე

GLS Group said...

გმადლობთ ketusi, ეს ბლოგი Google-ის ტექნოლოგიით მუშაობს, კომენტარების დაწერაზე თუ პრობლემა გაქვთ ხოლმე, იქნებ ელ-ფოსტით მოგვწეროთ დეტალები, აუცილებლად გავეცნობით და შევეცდებით დაგეხმაროთ.

lana said...

zalian kargia kvirashi sami reisi, tumca jer shegavati ver vigrzeni. 30-shi gamogzavnili amanati 11 shi chamomdis da amaze didi davianeba ar iyo roca kvirashi 2 reisi xorciledeboda. ikneb am mimartulebitac imushaobt rom 1 kviraze meti ar chirdebodes chamosvlas.

GLS Group said...

Lana - 11 წერია მაქსიმალური ვადა. თქვენ H5546547 რეისზე საუბრობთ, რომელიც სავარაუდოთ უფრო 8 ში გაიცემა, დამატებით კიდევ დავწერთ. აჩქარებით აჩქარდება ჩამოსვლა აუცილებლად. მაგ.: H5535010 რეისიც სავარაუდოთ ადრე გაიცემა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ცოტა თბილისისკენ ჭირს რეისები, მაგრამ ლაგდება ნელ-ნელა.

LEVA1989 said...

დაყოვნება როგორ მუშაობს ვერ გავიგე.
სად უნდა მოვუნიშნო ამანათს რომ დაყოვნება მინდა?

GLS Group said...

LEVA1989 - ჯერჯერობით არ გამოგვიცხადებია დაყოვნება. სხვა უფრო საჩქარო რაღაცეები ჩავრთეთ - როგორიცაა წონის დამრგვალების გაუქმება და ყოველდღიური რეისები.

Ice said...

ამანათების დაყოვნების სერვისი ამოქმედდა უკვე?

No Dar said...

ამდენი ხნის წინ დაწერეთ ჩაირთვებაო და კიდევ არ ჩაგირთვიათ ეს სერვისი. ეხლა მაგის გამო 48$ უნდა გადავიხადო განბაჟებისთვის..

რა რთული გასაკეთებელი ეგ არის რომ გახადოთ შესაძლებელი ერთი ამანათის შეყოვნება და შემდეგ რეისზე იყოს მისი გამოგზავნა შესაძლებელი..

GLS Group said...

გეთანხმებით, დიდი ხნის წინ დაიწერა თუმცა იგეგმებოდა და ეს არ იყო დაპირება. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ყოველდღიური რეისები და მოვხსენით წონის დამრგვალება. ზოგადად განბაჟება უწევს ერთი რეისით, ერთი მაღაზიდან 24 საათში ერთხელ მიღებულ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათებს.
დაყოვნების ფუნქცია ტექნიკურად საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია, თუმცა ადგილზე ამის ორგანიზება გახდა რთული. ჯერ-ჯერობით ამ სერვისს ვერ გთავაზობთ, მაგრამ სხვა სერვისები რომელიც ამ კომენტარშია ნამდვილად აკომპენსირებს ამ უარყოფით მომენტს.

No Dar said...

იმაში გეთანხმები რომ სხვა ჩამოთვლილი სერვისები მართლაც კარგია, მაგრამ ეს დაყოვნების სერვისის ავტომატიზაციას თუ ვერ აკეთებთ ისე მაინც დაუშვით ხოლმე გამონაკლისი. ხო გიწერიათ საიტზე რომ თქვენ იმ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა ხართ, ხოდა რამოხდება რომ დაურეკოთ ხოლმე და თხოვოთ რომ 1 გარკვეული ამანათი ერთი რეისი შემდეგ გამოუშვან. თან ხშირად არ მოგიწევთ 1000 ში 1 ხელ თუ მოგიწევთ მაგის გაკეთება.

ყველას ჩემსავით ხო არ მოუვა რომ ჯერ ამაზონმა ვერ აიღო თანხა და იმიტომ დაუახლოვდა ორი შეკვეთის მიღების დრო ერთმანეთს, შემდეგ სადღაც ტორნადოს გამო უფრო მალე რომელიც უნდა მიმეღო ის შეყოვნდა და ისე გამოდიოდა რომ ორივე ერთ დღეს მოდიდა და ჯამში 270$ გამოდიოდა.. მაგის განბაჟება თუ გადავიხადე აღარც მიღირს იქიდან გამოწერა, აქ ყიდვა უფრო იაფი დაჯდება..

ბოლოს ამაზონი დამეხმარა და უკან მოაბრუნა ერთი ამანათი და ავცდი მაგ განბაჟებას, მაგრამ ერთ კვირას ვკარგავ.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თუ ავტომატურად სისტემიდან არ კეთდება ეგ შეყოვნება, ხანდახან მაინც დაუშვით ხოლმე გამონაკლისი და ნუ გვეტყვით რომ იცით ჩვენ ეს სერვისი არ გვაქვს და ვერ დაგეხმარებით (მერე რა რომ შენ ამდენით ზედმეტის გადახდა მოგიწევს) და დაუკავშირდით ხოლმე ამერიკაში და თხოვეთ იმ ამანათის შეჩერება.

პ.ს ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სერვისით და ვაფასებ იმას რომ ასრულებთ კლიენტების თხოვნებს და ბევრ სიახლეს გვთავაზობთ, მაგრამ ამასაც თუ იზამთ უკეთესი იქნება :)

GLS Group said...

იმის ახსნა თუ რატომ არ გამოდის ეს - შორს წაგვიყვანს. სამწუხაროდ ეს ჯერ ტექნიკურად შეუძლებელია. დარეკვა და თხოვნა პრობლემა არ არის. აი პრობლემა მაშინ ხდება თუ ამანათი უკვე დიდ ყუთებშია ჩადებული და პალეტებზე დაბმული, ეს კი ყოველ დღიურად ხდება და ყოველი წუთი დათვლილია, რომ მოვიდეს სატვირთო მანქანა, დროულად წაიღოს ტვირთი აეროპორტში და გამოიგზავნოს.

No Dar said...

გასაგებია რაშიც არის პრობლემა, მაგრამ მიღებამდე თუ მონიშნე შეყოვნება მემგონი შესაძლებელია მაგის გაკეთება რომ ეცოდინებათ იმ ამანთის ნომერი რომელიც პალეტებზე არ ჩადონ და მეორე რეისს გააყოლონ.

GLS Group said...

No Dar - დიახ მარტივი იქნება, იქ რომ ასობით ამანათი იყოს და არა ათასობით :) ასევე თუ ამ ფუნქციას ათასობით ადამიანი გამოიყენებს და საჭირო იქნება ყოველ დღე ამის კონტროლი. შეუძლებელი არაფერია, ალბათ შეამჩნევდით, რომ სიახლეების დანერგვა ჩვენ არ გვაშინებს, უბრალოდ დაყოვნების ფუნქციის ჩართვას დრო დასჭირდება რომ დაინერგოს, ასევე სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება მოსამზადებელი ამისთვის.

patiko84 said...

საახალწლოდ ბევრამანათს ველოდები და აბა თქვენიცით შეფერხხების და რამე მიზეზების გარეშე ჩამოიტანეთ... :)

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com