USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, August 2, 2010

რეგიონალური საკურიერო სერვისის პირობები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.

რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს ერთ რეისზე, ამანათების ზომის, წონისა და რაოდენობის მიუხედავად.

საკურიერო სერვისი რეგიონებში იმოქმედებს შაბათ-კვირას. ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურება გათვალისწინებული არ არის.

პარასკევს მიიღებთ შეტყობინებას ქალაქების მიხედვით, თუ სად და როდის გაჩერდება საკურიერო მანქანა. ამანათის ასაღებად საჭიროა მომხმარებლის ორიგინალი პირადობის მოწმობა და ასევე იმ ადამიანის ორიგინალი პირადობა ვის სახელზეც არის ჩამოსული ამანათი.

USA2GEORGIA-ს გუნდი მუშაობს აღნიშნული სერვისის დასახვეწათ რათა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს ჩვენთან თანამშრომლობა.

13 comments:

Riablo said...

ძალიან მაგრად მოგიფიქრებიათ.

ფასიც იდეალურია.

revazi said...

amerikidan chamotana as udna 7.45 Cem SemTxvevaSi da Tbilisidan foTamde 10 lari ?(

GLS Group said...

Revaz - 1კგ ამერიკიდან $8, თუ ფასდაკლებით სარგებლობთ უფრო ნაკლები. მაგრამ რეგიონის საკურიერო 10 ლარია წონის და ამანათების რაოდენობის მიუხედავად. 1კგ იქნება, 10კგ თუ 20კგ, მაინც 10 ლარი დაგიჯდებათ. ამასთანავე, ჩვენ ვეცადეთ ფასები კონკურენტული ყოფილიყო, იგივე ცნობილ გადამზიდავებთან შედარებით. ვფიქრობთ ეს შევძელით. თუმცა თქვენი კომენტარი მიღებულია და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ სამომავლოდ, რომ ფასმა კიდევ უფრო დაიწიოს. გმადლობთ.

Salome said...

მაინტერესებს როგორ ვისარგებლო ფასდაკლებით? :))

GLS Group said...

Salome - ფასდაკლების აქცია იყო 1 წლის წინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ზოგიერთი მომხმარებელი მოხვდა 10% ფასდაკლების სისტემაში. სხვადასხვა სახის აქციები კვლავ იგეგმება და უახლოეს პერიოდში აუცილებლად მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.

Maria said...

"ფასდაკლების აქცია იყო 1 წლის წინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ზოგიერთი მომხმარებელი მოხვდა 10% ფასდაკლების სისტემაში. სხვადასხვა სახის აქციები კვლავ იგეგმება და უახლოეს პერიოდში აუცილებლად მიიღებთ დამატებით ინფორმაციას." - 1.5 celicadzemetia, rac tqveni mudmivi klienti var (minimum 5 amanati tveshi), da aranairi informacia fasdaklebis shesaxeb ar mimigia arasdros. "zogierti momxmareblis" shercheva ra parametrebit xdeba, xom ver mogvaxsenebt?

GLS Group said...

Maria - ფასდაკლების აქცია იყო დროებითი, ამიტომაც მოხვდა ზოგიერთი მომხმარებელი. თუ გაგზავნით კითხვას ელ-ფოსტით, ვნახავთ თქვენ ამჟამად რაიმე აქციაშუ თუ მონაწილეობთ და ელ-ფოსტაზევე გიპასუხებთ.

Dato said...

პირველ რიგში ფასი ჩემთვის მისაღებია რისთვისაც მადლობას გიხდით! თბილისში ჩამოსვლა და წამოღება იგივე დამიჯდებოდა, ტრანსპორტი მხოლოდ, ასე კი დროს არ დავკარგავ.
მხოლოდ ერთი რამ მინდა გკითხოთ: ამანათს ჩამოსვლისას უნდა დახვდე და ხომ არ აპირებთ რამე პატარა ოფისივით გააკეთოთ? მაგალითად გორში ფოსტის შენობაში ან სადმე, რომ იქ დატოვოთ ამანათები? ჩამოსვლისას დახვედრა რომ ვერ მოახერხოს ადამიანმა გარკვეული მიზეზების გამო, მივა და წამოიღებს როცა მოახერხებს.

GLS Group said...

Dato - გმადლობთ შეკითხვისთვის. აუცილებლად გაკეთდება, ცოტა დრო არის საჭირო. რეგიონალური მომსახურება ნელ-ნელა კიდევ დაიხვეწება.

Lado said...

ძალიან კმაყოფილი ვარ რეგიონული სერვისით, ურეკში დავხვდი კურიერს. ლამის პირდაპირ პლაჟზე მივიღე ამანათი :)

temo said...

magari momsaxurebaa! jer 3 kg 4.5 chamitvales, mere 120laris saqoneli ganmabajebines da bavshvebis sachuqari damijda uamravi, sul tyuilad!!! aqamde martla kmayofili viyavi da es momsaxureba chemit dzalian bevrma gaigo da iyenebs am kompanias, magram tu ase gagrdzelda, sxva gzebic arsebobs!

nika said...

ძალიან კარგი ფასებია მე უკვე რამოდენიმე ამანატი გამოვიწერე და კმაყოფილი ვარ

GLS Group said...

temo - სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი შეგემთხვათ. 3კგ-ის 4.5კგ-ად ჩათვლაში რას გულისხმობთ, მოცულობითი წონით ხომ არ იყო 4.5კგ? მენეჯერთან მიხვედით გადასამოწმებლად? საბაჟოზე რეალურ წონას ითხოვენ და სატრანსპორტო კომპანია მოცულობითს ანგარიშობს. ამასთან, 120 ლარიანი ამანათი განმაბაჟებინესო - ვერ დაგეთანხმებით სამწუხაროდ. კომპანიას არ აქვს არც იურიდიული არც სხვა რაიმე ბერკეტი რომ მომხმარებლის ამანათი გასაბაჟებლად გაუშვას. ამას საბაჟო და მებაჟე აკეთებს. თუ 120 ლარიანი იქნებოდა, არც საბაჟო არ დაგავალდებულებდათ განბაჟების გადახდას, ჩვეულებრივი ინვოისის საფუძველზე. რამოდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო და უპრობლემოდ გამოატანეს საბაჟოდან- დადიანის 30 ში. როგორც ჩანს თქვენს მიერ მოყვანილი პრობლემები ინფორმაციის სიმცირემ გამოიწვია. დაგვიკავშირდით ტელეფონზე და უფრო დეტალურად გაგაცნობთ ჩვენს პირობებს. გმადლობთ.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon