USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, July 4, 2010

გადაფუთვის სერვისის განმარტება


გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი:
  • ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
  • ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
  • კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით.
  • ტექნიკა და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

    ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ დაუყოვნებლივ. გადასაფუთი ამანათის წონის და თანხის კორექცია ადგილზე მოხდება.

6 comments:

David said...

თუ მართლა ყუთიდან იღებთ და მერე პარკში ფუთავთ, მაშინ ჩემი ამანათი რატომ არ იყო ”გადაფუთული”? პირსახოცი იყო 2ცალი და 3.1კგ-ს თანხა გადავიხადე. არადა, ამ განმარტების მიხედვით, რეალურის საფასური უნდა გადამეხადა, რომელიც 1კგ-ს არანაირად არ აცდებოდა.

GLS Group said...

David - ვწუხვართ რომ ასეთი ფაქტი მოხდა და თქვენ იმაზე მეტი გადაიხადეთ ვიდრე მოელოდით, თუმცა პირსახოცი არ არის ტანსაცმელი და ამიტომ არ მოხდა ალბათ ამერიკაში გადაფუთვა. ეს სიახლე კონკრეტულად ტანსაცმელს ეხებოდა.

David said...

საქმისადმი ძალიან საინტერესო მიდგომაა...

GLS Group said...

სამწუხაროდ დიფერენციაცია გვიწევს ტანსაცმლის და სხვა დანარჩენი პროდუქციის და რატომ: ნაჭრის პიჯაკი, ნაჭრის ქურთუკი, ჩანთა, კეპი, თუნდაც აბრეშუმის კაბა შეიძლება დაზიანდეს პარკში გადატანით, გააჩნია რა მატერიისგან არის დამზადებული. იმის გარჩევა თუ კონკრეტულად რა პროდუქციის გადაკეცვა არის დასაშვები და რა პროდუქციის არა - საკმაოდ რთულია. ამის გამო, ამერიკაში მოხდა მარტივი დიფერენციაცია, ტანსაცმელი იფუთება და სხვა დანარჩენი ნაჭრის პროდუქცია არა. ჯერჯერობით ასეა, თუმცა მომავალში შესაძლოა ეს პრინციპი კიდევ დაიხვეწოს.

Irina said...

გამოვიწერე თხილამურები ამერიკიდან...ყუთის ზომა ბევრად აღემატება თხილამურების ზომას.. 70 inches long by 10 inches wide by 6 inches high ცოტა არ იყოს და ძვირი გამოდის... ხდება ასეთ შემთხვევაში ამანათის გადაფუთვა?

GLS Group said...

Irina- შევეცდებით რომ შევამციროთ. ხდება შემცირება და გადაფუთვა დიახ.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com