USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Friday, July 23, 2010

USA2GEORGIA უკვე რეგიონებში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რათქმაუნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.

ეს სიახლე მათთვისაც არის სასარგებლო, ვინც ზაფხულის ცხელ სეზონზე ქალაქგარეთ ისვენებს, რადგან მისამართის ცვლილებით ამანათის თბილისიდან გადაგზავნა მარტივად იქნება შესაძლებელი მაგ: ბათუმში.

ფასების და ზუსტი პირობების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში ჩვენს ბლოგზე.

Saturday, July 10, 2010

ახალი ფუნქცია პარამეტრების განყოფილებაში

გვინდა გაცნობოთ, რომ ამანათების მართვის პანელში დაემატა ახალი ფუნქცია "მოვაკითხავ ოფისში". ამიერიდან მონიშვნის შედეგად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიუთითოთ გსურთ თუ არა ამანათის გატანა ოფისიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად, აქამდე საჭირო იყო მისამართის წაშლა და მის ნაცვლად "ოფისიდან გავიტან" სიტყვების ჩაწერა.

ფუნქციის გამოყენება და დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკურიერო სერვისის დაწყებამდე 1 დღით ადრე.

Sunday, July 4, 2010

გადაფუთვის სერვისის განმარტება


გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი:
  • ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
  • ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
  • კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით.
  • ტექნიკა და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

    ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ დაუყოვნებლივ. გადასაფუთი ამანათის წონის და თანხის კორექცია ადგილზე მოხდება.

Friday, July 2, 2010

რეგულარული რეისები განახლდა

თურქიშიდან კოინის ავიახაზებში დაბრუნების შემდეგ რეგულარული რეისები განახლდა. დაგვიანებები მოსალოდნელი აღარ არის. ფორსმაჟორული სიტუაციების აღმოსაფხვრელად ამჟამად ამერიკასა და ევროპაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავია კომპანიებთან ალტერნატიული რეისების დანიშვნის შესახებ, რადგან დღესდღებით სათანადო ზომის სხვა სატვირთო თვითფრინავები არ დაფრინავენ საქართველოში. ჯერჯერობით კვირაში 2 რეისი და 1 კვირიანი ტრანსპორტირების ვადა ძალაში რჩება.