გვინდა ავღნიშნოთ, რომ ყუთებიდან ტანსაცმლის პარკებში გადატანის სერვისი რომელიც რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, წარმატებით დაინერგა. შეგახსენებთ, რომ ამგვარად მიღებული ამანათი იწონება და ითვლება მხოლოდ რეალური წონით.
მიღებისას ასეთი ამანათების ცნობა მარტივად შეგიძლიათ, ძირითადად ისინი სპეციალური პარკებით ჩამოდის, სკოჩით კი მუყაოს თრექინგ კოდი აქვს დაკრული იდენტიფიკაციისთვის.
ფეხსაცმელები ჩამოდის მხოლოდ ფეხსაცმლის ყუთებით და ითვლება მოცულობითი წონით, ხოლო კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები ჩამოვა მაქსიმალურად შემცირებული საფოსტო ყუთით.
7 comments:
ძალიან კარგი სერვისია :ჯუმპ:
გამარჯობათ, ეს ძალიან კარგია სპეციალურ პარეკბში რო დებთ და ისე წონით, უბრალოთ ერთი თხოვნა მაქ, რო მომდის ამანათი თქვენთან თრექინგ კოდი რო აწერია ამანათს იქნებ გვერძე ან პროდუქციის სახელიც მიაწეროთ ან რამე რო გავიგოთ რომელი პროდუქტის თრექინგ კოდია და მისი ფასი და სახეობა რო ზუსტად შევავსო. თორე მე მაგალითად 3 ამანათი მომივიდა მაგრამ ჯერ 2 მოვიდა შემდეგ მესამე და ვეღარ გავიგე რომელში რა ცამეწერა იმიტომ რო ყველა ერთდროულათ გამოვიწერე.. დიდი მადლობა წინაწარ..
vetabxmebi giorgis martla rtulia sad ra midevs da amitom yvelas ert grapashi vwer
და კიდევ ერთი რამ მინდა. თქვენ რო გამოგზავნით უკვე 1 კვირას ხო უნდება მაინც მგზავრობა და მაგ დროის განმავლობაში რო დაწეროთ რამდენია წონით ძაან დაგვეხმარებით, დარწმუნებული ვარ ბევრს.. დიდი მადლობა წინასწარ.
უი ჩემი ბრალი ყოფილა, ვიპოვე ამაზონზე თრექინგ კოდი სადაც ვნახო,Your Orders ამას რო დააჭერთ , შემდეგ View Order Details ამას დააჭირეთ და ნახავთ :) მაგრამ წონასთან დაკავშირებით ისევ ჩემ აზრზე ვარ :)
Martis tvidan vsargeblob tqveni servisit, 40ze meti amanati chaamomivida, da yoveltvis gadazitvistvis daschirda aranakleb 2-3 kvira. Rato agvianebs amdens amanatis chamosvla, miuxedavat imisa rom rogorc gvacnobet 2 reisi frindeba kvirashi?
სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ვულკანი. შემდეგ კი თურქიშის რეისების გამო, რომელიც ჩვენს ტვირთს ვერ მოერია და საერთოდ ბოლოს ჩიკაგო-სტამბულის კარგო რეისის თვითფრინავი გაუფუჭდათ და პატარა 'კუკურუზნიკზე' გადავიდნენ. ამ ყოველივეს გამო ჩვენ გადავედით და დავბრუნდით ჩვენს ავია კომპანიაში - "კოინის ავიახაზები" ინგლისის გავლით, რომელიც ვულკანის პერიოდში გაჩერებული იყო. ბლოგზე არის შესაბამისი სტატიები. მომდევნო კვირიდან დაგვიანებები აღარ არის მოსალოდნელი.
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com