USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Friday, May 7, 2010

ახალი გადაფუთვის სერვისი

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე  ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.

36 comments:

dj said...

ფეხსაცმელზე და ბოტასზე მე ისედაც ყოველთვის 1 კილოსას ანუ $8-ს ვიხდიდი და ეხლა ყუთის გარეშე ჩამოვა და მაინც იგივე უნდა გადავიხადო?

Helen said...

ძალიან კარგია,რომ ასე აუმჯობესებთ თქვენს სერვისს:)იმედია,მართლაც გაამართლებს ასეთი ცვლილება.

GLS Group said...

dj - ნუ ეს პირობითად დაიწერა 1კგ, თავად განსაჯეთ, ბუნებრივი, რომ საფოსტო ყუთის გარეშე წამოსული ფეხსაცმლის ყუთები უფრო იაფი იქნება.

zuradv Architector said...

ვააა ზაან მაგარია. სრულყოფილი გადამზიდავია.
ერთი დაგროვების სერვისიც განაახლეთ 10 დღე მაინც რომ იყოს დაგროვება.

David said...

გამოდის რო ყველა ამანათი გაიხსნება. მგონი ეს კაი არ უნდა იყოს :-/

ggela said...

ეგ ცვლილება ჩანთებსაც ეხება?? მაგალითად ბავშვის სატარებელი ჩანთა, ან ლეპტოპის ჩანთა...

Proman said...

არის რამოდენი მაღაზია რომლეიც ტავის სპეციალურ შეფუთვით აგზავნის ფეხსაცმელს , მშვენიერი სერვისი იქნება მსგავსი შეფუთვების გასანეიტრალებლად

eka said...

გადაფუთვა კარგია, მაგრამ მე თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიყიდი და ის ყუთში თუ არ იქნება, ტრანსპორტირების დროს ხომ შეიძლება ქუსლები მოტყდეს? :(

Besso said...

დაგროვების სერვისი კარგი იქნება..არ მომწონს ცალ-ცალკე რო მეგზავნება....

GLS Group said...

eka - ფეხსაცმლის ყუთები კი არ გადაიყრება, არამედ ის საფოსტო ყუთი რაშიც ფეხსაცმლის ყუთებია

GLS Group said...

david - ყველა ამანათი ისედაც იხსნება ინსპექტირების მიზნით.

ggela - ჩანტას არ შეეხება, ჯერჯერობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

bakar said...

GLS Group - კარგს იზამთ, თუ ამერიკაში ტვირთის გაჩერება შესაძლებელი იქნება 1 კვირით მაინც და მერე ყველაფრის ერთად გამოგზავნა, რადგან მე მიწევს 1 კვირის შუალედით სხვადასხვა ამანათების მიღება, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.

GLS Group said...

bakar - კვირაში უკვე 2 რეისი მოდის, ასე რომ ნაკლებად არის საჭირო შეჩერების სერვისი. თანაც თუ ბევრს დააგროვებთ, საბაჟოზე ადვილად ასცდება 300 ლარიან ლიმიტს ან რაოდენობა არ მოეწონებათ.

maia said...

woooooooooow,,, mixariaa

ggela said...

GLS Group
ხანდახან რთულია არეგულირო 300 ლარამდე ლიმიტი, რადგან შეიძლება 3 ან მეტი დღის შეკვეთილი პროდუქცია მიებას ადრე შეძენილს,ხომ ვერ გვირჩევდით რამეს ამასთან დაკავშირებით

matiass said...

au pexsacmelebze magrad texavs uyutod gamogzavna, me ar mawyobs da pexsacmelebs agar gamoviwer albat usa2georgiadan

GLS Group said...

matiass - ფეხსაცმლის ყუთებიდან არ ამოლაგდება ფეხსაცმელები. საუბარია მხოლოდ ფოსტის ყუთზე, რომელშიც ფეხსაცმლის ყუთებია.

GLS Group said...

ggela - ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ ნელ-ნელა შეუკვეთოთ, სხვა გამოსავალი არ არის.

Maria said...

გაიხარეთ, მაგრები ხართ! ისე რამდენჯერმე მართლა გული დამწყდა, ძალიან პარატა და მსუბუქ ამანათებში დიდი თანხის გადახდა რომ მომიწია დიდი საფოსტო ყუთის გამო (2.5 კილოგრამიან ამანათში 114 ლარი გადავიხადე!)

giorgi said...

ვააა კაია ძაან მართლა რო ყუთის გარეშეც გზავნით და კვირაში 2 რეისი რო გაქვტ :O :O ესეიგი ერთი კვირა აგარ დაველოდები ჩემი ამანათის ჩამოსვლას? აი ეგ 1 კვირა შეამცირეთ და ძაან მაგარი იქნებაა დიდი ხანი მიწევს ლოდინი :( :|

giovarama said...

ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენი ოფისიდან გაცემისას ხალხმა გადასკოჩილი ამანათები ხელით რომ არ ატაროს, არ შეგიძლიათ პოლიეთილენის პარკებში ჩაულაგოთ? მემგონი კარი იქნება ..

ggela said...

giovarama
გეთანხმები, კარგი აზრია,ხარჯი დიდი არაფერი გექნებათ და ხალხისთვის დამატებითი კომფორტი იქნება

dreamerman1000 said...

giovarama

ggela

ვეთანხმები. :)

GLS Group said...

პარკები იყო გეგმაში ისედაც და მალე გაკეთდება :) გმადლობთ რომ რჩევებს გვაძლევთ.

giorgi said...

მე მგონი დალოდების სერვისი მაინც სასურველია, რადგან მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს ერთად ურჩევნია თუ ცალცალკე. მე პირადად ამაზონზე ნაყიდი 3 პროდუქტი, ცალცალკე ჩამომივიდა, არადა სამივეს წონა ერთობლიობაში 300გრ იყო, და ყიდვა 21$ დამიჯდა. ეხლა თქვენთვითონ გადაწყვიტეთ ასეთი ფაქტები რო გამოვრიცხოთ და ყველა რეისზე არ ვიხადოთ ყველას ტრანსპორტირების ხომ არ აჯობებდა რომ გაგეკეთებინათ დალოდების სერვისი. :)

Tin said...

გადაფუთვა ძალიან კარგი სერვისია, ძალიან :)
დაგროვების აზრი არ მესმის... ამ ეტაპზე ყველაფერი რასაც აკეთებთ - საუკეთესოა :) GL

GLS Group said...

giorgi - თქვენ შემთხვევაში დალოდების სერვისი კარგი იქნებოდა რადგან გადაიხდიდით 0.5კგ-ს თანხას, ნაცვლად 1.5კგ-ის. თუ ნამდვილად შეფუთვით არის 3 ამანათი 0.5კგ-ზე ნაკლები, ალბათ დროებით სანამ დაგროვების სერვისი არ გვაქვს შეგიძლიათ 1 მაისური ან რაიმე მსგავსი მიამატოთ, რომ რენტაბელური იყოს. მითუმეტეს ზაფხულიც კარს მოგვადგა :) თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა.

Proman said...

მოგმართავთ თხოვნით - როდესაც მომხამრებელი აგდებს თრექინგ კოდს პანელში იქნევ ქონდეს მიწერის საშუალება, შემდეგ რომ გროვდება რამოდენიმე ნივთი შეუძლებელია საერთოდ გარკვიო რა რა არის და საერთოდ რომელი რომელისაა.

Maria said...

მე არ ვეთანხმები ამაNათების პლასტიკურ პარკებში ჩალაგების აზრს: ქალაქი ისედაც სავსეა პარკებით და ნაგვით, პოლიეილენის პარკები ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის. დიდ ამანათს პარკში მაინც ვერ ჩადებ და ყუთით უნდა წაიღო, ხოლო პატარა ამანათების წასაღებად თავად რომ მოვიტანოთ პარკები და ჩანთები არაფერი გვიჭირს. კომპანიას ათასობით ამანათის დარიგება უწევს, ამდენი პარკი დამატებით ხარჯს შექმნის და ეს ხარჯი, საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯიბეზე აისახება.

GLS Group said...

Maria - პლასტიკური პარკი არ იქნება, სპეციალური მუყაოს ქაღალდის იქნება :)

grayhat said...

Maria რა ხარჯი?
2 თეთრი? (დიდი რაოდენობის შეკვეთისას პარკების ფაი მიზერული ხდება)
მე მიღირს რომ ეგ "ხარჯი" გავწიო და ამანათები მოხერხებულად წავიღო და არა ისე რომ ხელიდან მივარდებოდეს ყველაფერი.
რაც შეეხება "ეკოლოგიურ კატასტროფას" მოდი ნაგვის ურნებში ჩავყაროთ და არც არანაირი კატასტროფა არ იქნება.

GLS Group said...

grayhat იქნებ გვირჩიო სად იშოვება 2 თეთრიანი პარკები რომელიც ყუთების ჩასაწყობად გამოდგება? სუპერმარკეტში 20 თეთრი ღირს პარკი.

G said...

გადაფუთვის სერვისი კარგია, მაგრამ რატომღაც მე დღეს არ შემეხო.
ამანატის გამოსატანად რო მივედი კი გამიკვირდა მაღაზიის ყუთშივე რომ იყო ბოტასები, მაგრამ ვიპიქრე ჯანდაბას მეტქი.
რო წამოვედი ზე ყუთზევე აღმოვაჩინე რო დაკრული ყოფილა ქაღალდი მოცულობიტი წონის ანგარიშით სადაც ეწერა 30X20.8X12.2=1.31კგ ანუ იყო 1.31კგ. ტუ 2მმ-ს ამდენი მნიშვნელობა აქვს მაშინ 1.31-ის მაგივრად ინვოისში 1.4-მდე რატო დამრგვალდა. 90 გრამს რა ტქმა უნდა არსებიტი მნიშვნლეობა არ აქვს, მაგრამ ტუ სიზუსტეა ყველაფერში იყო ეს სიზუსტე. მერე ყუთი ბოტასებიანა მაღაძიაში ავაწონინე ელექტრო სასწორზე და 900 გრამიც არ გამოვიდა. ანუ ამანათი მართლაც პოლიეთილენში გადაფუთული რომ ჩამოსულიყო 1.4-ის მაგივრად 0.9კგ იქნებოდა და 4$-ით ნაკლები დაჯდებოდა.
იმედია მომავალში ნამდვილად გადაფუთული და ზუსტი წონით იქნება დაანგარიშებული ინვოისი

GLS Group said...

G - შეგეხო, უბრალოდ სხვანაირად გაიგე. ფეხსაცმლის ყუთები პარკებში არ იდება, არამედ საფოსტო ყუთიდან ამოდის და მხოლოდ ფეხსაცმლის ყუთით მიიღებ. მისი დათვლა მაინც მოცულობითი წონით ხდება მაგრამ შეღავათი ის არის, რომ საფოსტო ყუთში აღარ არის და უფრო იაფი ჯდება.

Tusa said...

GLC Group
როდესაც ტენსაცმელი და ფეხსაცმელი ერთ საერთო საფოსტო ყუთში დევს, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? გადალაგდება პარკებში? და როგორ დაითვლება წონა?

GLS Group said...

Tusa - კომბინირებული ამანათების შემთხვევაში უბრალოდ დაპატარავდება არსებული საფოსტო ყუთი შეძლებისდაგვარად. თუ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია დევს, უბრალოდ მათი ამოღბა არ გამოვა რადგან შეიძლება დაიფანტოს.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com