USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, May 31, 2010

მიმდინარე კვირის გამოსაგზავნი ამანათები

მოგეხსენებათ 31 მაისი ამერიკაში დასვენების დღეა "Memorial day", რის გამოც ფოსტები 31 რიცხვში ვერ მოიტანენ ამანათებს ჩვენს საწყობში. შესაბამისად სამშაბათს 1 ივნისს ამანათების გამოგზავნას აზრი ეკარგება.

სანაცვლოდ, დაგროვებული ამანათები გამოიგზავნება ერთად ხუთშაბათს. ანუ 27, 28 მაისის და ასევე 1, 2 ივნისის ამანათები გამოიგზავნება ერთად ხუთშაბათს 3 ივნისს და მათი მიღება თბილისში შესაძლებელი იქნება 10 ივნისს.

Sunday, May 30, 2010

ახალი დეკლარირების წესები

გვინდა გაცნობოთ, რომ ამანათების მართვის პანელში, 29 მაისიდან პროდუქციის დასახელების და ფასის მითითებასთან ერთად საჭიროა გამომგზავნი კომპანიის მითითებაც, მაგ: AMAZON, OLDNAVY და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის შევსება ასევე სავალდებულოა.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გაითვალისწინოთ აღნიშნული მოთხოვნა. ინფორმაციის შევსება შეგიძლიათ დღესვე, მიღებულ და გამოგზავნილ კატეგორიებში, ყოველი თრექინგის გასწვრივ. სამომავლოდ გთხოვთ ინფორმაცია შეავსოთ ამანათის ამერიკაში მიღებისთანავე.

ასევე ახლო მომავალში საშუალება გექნებათ ინფორმაცია შეავსოთ ამანათის მიღებამდე - მისაღები ამანათების განყოფილებაში..

აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს და კიდევ უფრო დააჩქარებს ამანათების დროულ მიღებას და გამოტანას აეროპორტიდან.

იხილეთ განმარტება ხშირად დასმულ კითხვებში

Friday, May 7, 2010

ახალი გადაფუთვის სერვისი

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე  ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.