Monday, April 5, 2010

კვირაში ორი რეისი

კვირაში ორი რეისის გამოგზავნა წარმატებით დაიწყო.
ალბათ უკვე შენიშნეთ H5099738 და H5096335 რეისები, ბლოგის მარჯვენა მხარეს.

სამშაბათს 30 მარტს გამოფრენილი H5096335 რეისი რეალურად ჩამოფრინდა პარასკევს 2 აპრილს, სურვილი გვქონდა რომ გამოგვეტანა პარასკევს, შაბათს დაგვესაწყობებინა და ორშაბათს გაგვეცა ოფისიდან მაგრამ წითელი პარასკევი დაემთხვა და ორშაბათსაც საბაჟო არ მუშაობს, შესაბამისად ტვირთი აეროპორტში უნდა იდოს სამშაბათამდე. ტერმინალი კი ტვირთის შენახვის თანხას მაინც ითხოვს. რას ვიზავთ - "სამართლიანია" ალბათ მათი ეს გადაწყვეტილება.

ზოგადად გამოიკვეთა ტვირთის გამოფრენის და ჩამოფრენის შემდეგი გრაფიკი:

კვირის პირველი რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები ამერიკიდან იგზავნება სამშაბათობით. ჩამოფრენა პარასკევს. შაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ორშაბათს გაცემა.

კვირის მეორე რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათის ამანათები ამერიკიდან გამოიგზავნება ხუთშაბათს. ჩამოფრენა სამშაბათს. ოთხშაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ხუთშაბათს გაცემა.

გამოდის, რომ კვირაში ორი ძირითადი დღე იქნება ამანათების გაცემისთვის - ორშაბათი და ხუთშაბათი. ოთხშაბათს და შაბათს საკურიერო სერვისი.

ერთი დასვენების დღე - 9 აპრილი კიდევ უწევს მიმდინარე კვირაში, ასე რომ ეჭვი გვაქვს ტერმინალი კვლავ გადაგვახდევინებს 3 დღის ტვირთის შენახვის ფულს, ხოლო საბაჟო უარს იტყვის ტვირთის გატარებაზე ორშაბათამდე. ჩვენი პროგნოზით სიტუაცია უნდა დასტაბილდეს მომდევნო კვირიდან.