ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამერკიკაში შეიძინა სპეციალური მოწყობილობა ამანათების შესამცირებლად. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ "დაჭეჭყავს"). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება.
უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან სხვა მოწყობილობას, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.
ნუ გადაიხდით ზედმეტს - ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით დღეს.
16 comments:
მერე მაგ "დაჭეჭყვაში" რამე ხომ არ დაზიანდება?
დაზიანდება აბა რა
წარმომიდგენია ჩემი კომპიუტერის ვიდეო კარტა კარგად დაჭეჭყილი რომ ჩამოვიდეს აქ :D
რა ჯობია კარგად დაჭეჭყილ ნივთებს :D :lol:
თუ ეს საპირველაპრილო ხუმრობა არაა, როგორ ვისარგებლოთ და დაზიანების შემთხვევაში ვინ აგებს პასუხს???
მდა, იმედია ეს სერვისი სავალდებულო არ იქნება
მე პირადად ვერ წარმომიდგენია რისი დაჭეჭყვა შეიძლება გარდა ნასკების :D
> "ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება."
რომც დაჭეჭყო, მასა იგივე დარჩება, და არ მგონია 20–ჯერ რომ შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯი თქვენთვის...
დღეს პირველი აპირილია, საღოლ კარგად გაიღადავეთ :)))
barem tvtitmfrinavi dachechyet da ise gamoagzavnet shemdegi reisit, mere transportirebis girebulebis gadaxda vabshe agar mogviwevs :D
ეს კომპრესორი კარგი რამაა ღმერთმანი, მაგრამ ალიბაბაზე ტელეპორტერს მოვკარი მოვკარი სადღაც თვალი და იქნებ მაგაზე გეფიქრათ, ეს ერთკვირიანი მოლოდინი ძალიან დამღლელია.
საღოლ, ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით "განმჭეჭყელ" მანქანაზე ვიცინე რომელსაც თბილისში დააყენებთ:)
იმას ნამდვილად გაუმართლა ვისაც "დუტი კურტკის" ჩატენვა უნდოდა ჩექმქში:))))
ლოლ, ჩაგეთვალათ.
ამით ხომ ყველა კონკურენტს მოსპობთ.
რატო კაი იქნებოდა ოთხად გაკეცილი ლეპტოპი. :D
ხო მართლა რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
თუ ეს ჩვეულებრივი რეჟიმია?
wina reisis dagvianebis gamo , gadaiwia amis darigebam paraskevistvis (xutshabatis nacvlad) magram radgan paraskevi arasamushao dgea , amitom shabats mogvcemen amanatebs :)
anu naxevrad "chveulebrivi rejimia" :D
რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
დაიჭეჭყა.
Xo da sanam im aparats gamogzavnian, manamde dachechyili amanatebi gaicema albat :D
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com