USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Wednesday, April 28, 2010

გლობალური გადატვირთვები აეროპორტებში

მოგეხსენებათ, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პრაქტიკულად მთელს ევროპაში ჩაკეტილი იყო ფრენები. ამან გამოიწვია უამრავი შეფერხება და მოახდინა მთლიანი პარალიზება როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო თვითფრინავების, რასაც ასევე ცხადყოფს NyTimes-ში გამოქვეყნებული ინტერაქტიული რუქა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამდე ფერფლი არ ჩასულა, ევროპის შეფერხება ამერიკის აეროპორტებსაც შეეხო და ამის გამო ამერიკიდან ნებისმიერი ფრენა ევროპის მიმართულებით არის შეფერხებული.

ჩვენი რეისებიც შეფერხებებით მოფრინავს. წინასწარი პროგნოზით, შეფერხებები კიდევ 1-2 კვირას გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ტვირთები რამენაირად ჩამოვიტანოთ თბილისამდე.

ბლოგის მარჯვენა მხარეს განთავსებული რეისების სტატუსები ყოველ დღიურად შეიცვლება. მითითებული თარიღები მაქსიმალურად მიახლოებულია ამანათების გაცემის დღესთან.

Friday, April 16, 2010

ახალი გადახდის სისტემა PayBox

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 20 აპრილიდან USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსება შეგეძლებათ PayBox-ის ყვითელი ფერის აპარატებიდანაც. მომსახურების საკომისიო შეადგენს 2%-ს. რამდენიმე ასეთი აპარატი მიცკევიჩზე ჩვენს ოფისთანაც არის განთავსებული. გადახდის განხორციელებისთვის, ონლაინ გადახდების განყოფილებაში უნდა აირჩიოთ USA2GEORGIA, შემდეგ აკრიფოთ თქვენი ოთახის 5 ნიშნა ნომერი, დავალიანებას კი აპარატი თვითონ დაგითვლით.

Wednesday, April 7, 2010

ახალი საინფორმაციო ნომერი 42-18-18

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომდევნო კვირიდან გამოირთვება ძველი ნომრები 10-62-63, 10-62-60 და მათ ნაცვლად იმუშავებს ახალი მრავალარხიანი ნომერი 42-18-18.

9 აპრილი და დასვენების დღე

პარასკევს 9 აპრილს კომპანია არ იმუშავებს, სანაცვლოდ კი შაბათს იქნება ამანათების გაცემა 11:00 დან 18:30 -მდე.

როგორც ჩანს კვირაში ორი რეისის მიღებისას, ამანათების გაცემის დღეები იქნება ორშაბათი და ხუთშაბათი. ბოლომდე დაზუსტებული ინფორმაცია 1 კვირაში გახდება ცნობილი.

Monday, April 5, 2010

კვირაში ორი რეისი

კვირაში ორი რეისის გამოგზავნა წარმატებით დაიწყო.
ალბათ უკვე შენიშნეთ H5099738 და H5096335 რეისები, ბლოგის მარჯვენა მხარეს.

სამშაბათს 30 მარტს გამოფრენილი H5096335 რეისი რეალურად ჩამოფრინდა პარასკევს 2 აპრილს, სურვილი გვქონდა რომ გამოგვეტანა პარასკევს, შაბათს დაგვესაწყობებინა და ორშაბათს გაგვეცა ოფისიდან მაგრამ წითელი პარასკევი დაემთხვა და ორშაბათსაც საბაჟო არ მუშაობს, შესაბამისად ტვირთი აეროპორტში უნდა იდოს სამშაბათამდე. ტერმინალი კი ტვირთის შენახვის თანხას მაინც ითხოვს. რას ვიზავთ - "სამართლიანია" ალბათ მათი ეს გადაწყვეტილება.

ზოგადად გამოიკვეთა ტვირთის გამოფრენის და ჩამოფრენის შემდეგი გრაფიკი:

კვირის პირველი რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები ამერიკიდან იგზავნება სამშაბათობით. ჩამოფრენა პარასკევს. შაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ორშაბათს გაცემა.

კვირის მეორე რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათის ამანათები ამერიკიდან გამოიგზავნება ხუთშაბათს. ჩამოფრენა სამშაბათს. ოთხშაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ხუთშაბათს გაცემა.

გამოდის, რომ კვირაში ორი ძირითადი დღე იქნება ამანათების გაცემისთვის - ორშაბათი და ხუთშაბათი. ოთხშაბათს და შაბათს საკურიერო სერვისი.

ერთი დასვენების დღე - 9 აპრილი კიდევ უწევს მიმდინარე კვირაში, ასე რომ ეჭვი გვაქვს ტერმინალი კვლავ გადაგვახდევინებს 3 დღის ტვირთის შენახვის ფულს, ხოლო საბაჟო უარს იტყვის ტვირთის გატარებაზე ორშაბათამდე. ჩვენი პროგნოზით სიტუაცია უნდა დასტაბილდეს მომდევნო კვირიდან.

Sunday, April 4, 2010

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე კარგს. ჯამრთელობას და წინსვლას. წარმატებებს, გამრავლებას და სიკეთეს, გისურვებთ სიყვარულს და ურთიერთ პატივისცემას.

Thursday, April 1, 2010

სუპერ კომპაქტიზაცია - ეს რეალობაა

ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამერკიკაში შეიძინა სპეციალური მოწყობილობა ამანათების შესამცირებლად. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ "დაჭეჭყავს"). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება.

უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან სხვა მოწყობილობას, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს - ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით დღეს.