ამანათების რაოდენობის და წონის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ავია კომპანიებისგან გარანტიების მიღება, რომ ტვირთს დროულად ჩამოიტანენ საქართველოში. ერთის მხრივ კარგია, რომ ჩვენს კომპანიას სულ უფრო მეტი ერთგული მომხმარებელი ემატება მაგრამ ჩვენ ასევე კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამანათების დროული ტრანსპორტირება საქართველოში.
ასევე, ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, აპრილიდან კვირაში ერთი რეისის ნაცვლად იგეგმება ორი რეისის გამოგზავნა. კონკრეტული დღეები ჯერ შერჩეული არ არის. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ამანათების უფრო სწრაფად ჩამოსვლას ამერიკიდან საქართველოში და ავია კომპანიებსაც გაუადვილდებათ შედარებით მცირე ზომის ტვირთისთვის ადგილის გამონახვა რაც დღესდღეობით მართლაც პრობლემას წარმოადგენს.
დამატებით დეტალებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ
20 comments:
ვაა რა მაგარია!! მომსახურებას ხომ არ გააძვირებს?
კარგი ამბავია, წარმატებებს გისურვებთ.
ერთგული მომხმარებელი.
მადლობა USA2GEORGIA.COM ყველა თანამშრომელს, ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სერვისით და დიდად მოხარული ვიქნები თუ კვირაში 2ჯერ დაიწყება ამანათბის ჩამოტანა... დროა საქართველოშიც კარგად აყვავდეს ამდაგვარი მომსახურეობა...
kochag! dzalian kargi kompaniaa!
მაგარი ამბავია, ძალიან გამიხარდა... მაგრამ ეს ბოლო რეისის დაგვიანება რაღა იყო??? ...
ინგლისში მოხდა რაღაც ჯანდაბა, გაფიცვები და უბედურებაა, ალბათ მაგიტო. ზუსტად ჩვენც არ ვიცით
იმედია დადებითად გადაწყდება ყველა პრობლემა :-))) მთავარია ჩამოვიდეს! წარმატებებს გისურვებთ ! :-)))
ძალიან კარგი ამბავია და თუ მალე განხორციელდება 2 რეისი კვირაში მით მეტად გაახარებს ყველა მომხმარებელს.
ჰო, ეს ამბავი კარგია მართლაც :).
იმედია ეს რეისი ძალიან არ დაიგვიანებს.
კარგი სიახლეა, თორემ ჩემი ამანათები ამერიკაში მაინდამაინც პარასკევს მიდის ხოლმე და მერე მიწევს ლოდინი 2 კვირა.
კარგი იქნება მეორე რეისი თუ 3შაბათს იქნება
ყველაზე მაგარი კომპანიაა და ყველაზე მაგარი მომსახურება გაქვთ !!!
მშვენიერი სიახლეა, იმედია ფასზე არ იმოქმედებს ეს ყველაფერი
ბოლო ორი რეისის შიპმენტები ერთმანეთს არ „დააჯდება“ იმედია, თორემ განბაჟებას ვერ ავცდები :(
CoolerThanHayek - არ დაჯდება ცხადია. ამაზე უკვე ვიზრუნეთ.
რა ხდება H5074485- რეისთან დაკავშირებით. რამდენი დღე იგვიანებს?
საინტერესოა ეს რამოდენიმე დღე დაგვიანება, რამდენი იქნება. იმედია შემდეგ ხუთშაბათამდე არ მოგვიწევს დაცდა
ველოდებით ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არის. როგორც კი სიახლე იქნება ბლოგზე განახლდება ინფორმაცია.
გამარჯობათ!
კვირაში ორი რეისი აპრილის დასაწყისიდანვე ამოქმედდება?
უკვე ამოქმედდა
ვააა
მე მეგონა საკუთარი თვითმფრინავები გყავდათ
:D
Post a Comment
დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com