Saturday, February 27, 2010

რა არის გადაფუთვა, ზომაში შემცირება?

ბევრი გვეკითხება, როგორც ადგილზე მოსვლისას ასევე ელ-ფოსტით. ხშირად დაიწერა ამის შესახებ მაგრამ გადავწყვიტეთ კიდევ დაგვეწერა.

რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა?
პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება , ე.წ. Ground Shipping -ით. შესაბამისად ფოსტები იქ ანგარიშობენ მხოლოდ რეალურ წონას. ავია გადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა - ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა.

როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები არ ფუთავენ პროდუქციას კომპაქტურად და საფოსტო ყუთში არის ხოლმე ბევრი სიცარიელე - ანუ მოცულობითი წონა ასეთი ამანათების არის დიდი. ბუნებრივია გაჩნდა ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის აუცილებლობა, (ანუ ზომაში შემცირების), რაც ჩვენმა კომპანიან რამოდენიმე თვეა დაიწყო. ეს მომსახურება უფასოა, იმის მიუხედავად თუ რა ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო ამერიკაში ამ სერვისის უზრუნველყოფისთვის. იხილეთ სტატია

არის მცირე უზუსტობები, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ამერიკაში ვერ მოხდა შემირების სერვისი, თუმა საქართველოში უკვე მიღებისას ჩვენ მოვახდინეთ ამ საკითხის მოგვარება და ადგილზე მოვახდინეთ ამანათის გადაფუთვა მომხმარებლის თანდასწრებით. გთხოვთ მოგვმართოთ თუ შენიშნავთ მსგავს ფაქტს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ მასზე რეაგირებას.

შეგახსენებთ გადაფუთვის პირობებს რომელიც მომსახურების პირობებში არის აღნიშნული:

2. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

2.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.
2.2. არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა.
2.3. არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში.
2.4. არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები.
2.5. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება.
2.6. არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
2.7. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება.
2.8. არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.