USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Saturday, February 27, 2010

რა არის გადაფუთვა, ზომაში შემცირება?

ბევრი გვეკითხება, როგორც ადგილზე მოსვლისას ასევე ელ-ფოსტით. ხშირად დაიწერა ამის შესახებ მაგრამ გადავწყვიტეთ კიდევ დაგვეწერა.

რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა?
პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება , ე.წ. Ground Shipping -ით. შესაბამისად ფოსტები იქ ანგარიშობენ მხოლოდ რეალურ წონას. ავია გადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა - ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა.

როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები არ ფუთავენ პროდუქციას კომპაქტურად და საფოსტო ყუთში არის ხოლმე ბევრი სიცარიელე - ანუ მოცულობითი წონა ასეთი ამანათების არის დიდი. ბუნებრივია გაჩნდა ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის აუცილებლობა, (ანუ ზომაში შემცირების), რაც ჩვენმა კომპანიან რამოდენიმე თვეა დაიწყო. ეს მომსახურება უფასოა, იმის მიუხედავად თუ რა ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო ამერიკაში ამ სერვისის უზრუნველყოფისთვის. იხილეთ სტატია

არის მცირე უზუსტობები, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ამერიკაში ვერ მოხდა შემირების სერვისი, თუმა საქართველოში უკვე მიღებისას ჩვენ მოვახდინეთ ამ საკითხის მოგვარება და ადგილზე მოვახდინეთ ამანათის გადაფუთვა მომხმარებლის თანდასწრებით. გთხოვთ მოგვმართოთ თუ შენიშნავთ მსგავს ფაქტს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ მასზე რეაგირებას.

შეგახსენებთ გადაფუთვის პირობებს რომელიც მომსახურების პირობებში არის აღნიშნული:

2. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

2.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.
2.2. არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა.
2.3. არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში.
2.4. არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები.
2.5. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება.
2.6. არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
2.7. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება.
2.8. არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

7 comments:

Kristina said...

Ukacravad, magram, rogorc mivxvdi gadafutva sachiroa moculobiti conis da shesabamisad air shippingis xarjebis shesamcireblad avia gadazidvis dros. Tu ki ukve chamovida gadaufutavi, es adgilze gadafutva momxmareblis tandascrebit ragha sachiroa?

Giviko said...

erti da igive saitidan gamovitere erti produqti jer 2 kviris win da ertic exla, adre 8 punti wonis gadavixade da exla 12 puntis momivida gadasaxdelad, anda zomac da wonac erti da igivea, sainteresoa ...

giorgi said...

vetanxmebi kristinas, ragaca alogikuri gamodis... aq ra sachiroa gadafutva?
plius amas erti seriozuli shenishvna maqvs: rodesac laparakia moculobit conaze kargi iqneba tu daitvlit matematikurad.
yvela geometiur figuras tavisi moculoba aqvs, otxkutdedis formis yutis, da magalitad, samkutxedis formis yutis moculoba erti da igive araa, samkutxedis faqtiurad orjer naklebia, tqven ki "virtualur damatebebs" uketebt am samkutxed yuts rata aqciot did otxkutxedat da shemdeg itvlit arascor moculobas, ris gamoc, chven momxmareblebs ormagi fasis gadaxda gvicevs. kargi iqneba tu am sakitxs obieqturad miudgebit. dzalian bevri nivtis chamotana azrs kargavs moculobiti conis am arascori kalkulaciis gamo.

GLS Group said...

kristina - რა საჭიროა და იქნებ ამერიკაში გამორჩათ რომელიმე ყუთი და არ გადაიფუთა? მაშინ ჩვენი მხარე საქართველოში უკვე აქ გადაფუთავს, მაგრამ მომხმარებელი უნდა დაესწროს ყუთის გახსნას, ისე სხვანაირად უფლება არ გვაქვს ყუთი გავხსნათ. თუ ასეთი რამე მოხდება და გადაიფუთება, ანუ შემცირდება საქართველოში, ცხადია მომხმარებელი ნაკლებს გადაიხდის. კომპანია ამით ზარალობს მაგრამ ეს მომხმარებელს არ ეხება.

GLS Group said...

giorgi - საქმეც ამაშია, სფეროს და პირამიდის მოცულობის დათვლას არ აკეთებენ ავია კომპანიები. რომ სამკუთხედი იქნება ამანათი თუ მრგვალი, ავია კომპანიები მას ასე ითვლიან. ანუ გადამზიდავ საფოსტო კომპანიებს ასე უთვლიან, შესაბამისად რადგან ჩვენ ჩვენი თვითფრინავი არ გვყავს და კიდევ კაი ხანი არ გვყოლება :) მათი წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისე აღნიშნული პრინციპი საერთაშორისო ავია გადაზიდვების სტანდარტია და მოცულობით წონას ყველა ასე ანგარიშობს.

George said...

ეს სერვისი საერთოდ მუშაობს?! ყუთის გახსნა თუ გეზარებათ შეანჯღრიეთ მაინც რომ გაიგოთ შემცირებადია თუ არა! ორჯერ მქონდა უკვე შემთხვევა როდესაც ამანათის ორჯერ, დაჟე სამჯერ შემცირება იყო შესაძლებელი. პირველ შემთხვევვაში აქ ადგილზე მოხდა გადაფუთვა და თანხა განახევრდა, მეორე შემთხვევვაში ამანათი რაღაც 20 ლარამდე იყო და აღარ დამიწყია გაპროტესტება თუმცა 2 პატარა დანა რომ ჩამოგივა სადღაც30x30x10 ზომის ყუთით პროსტა კი არ ტეხავს მაგრად ტეხავს

GLS Group said...

Georger - საერთოდ გადაფუთვის სერვისი მუშაობს და გვინდა აქვე გულახდილად გითხრათ რომ იყო და ჯერ კიდევ რჩება მცირე ხარვეზები გადაფუთვასთან დაკავშირებით. თუ ასეთ რამეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მენეჯერს ოფისში. ჯერ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მსგავსი ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩენილიყოს.
გადაფუთვის სერვისი თემის სიმარტივის მიუხედავად საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ეს სერვისი ჯერ კიდევ იხვეწება და ახლო მომავალში უფრო კარგ შედეგებს ველოდებით. მანამდე კი საქართველოს მხარე და USA2GEORGIA მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას შესაძლო შეცდომებზე და ასეთის აღმოჩენისთანავე მიიღებს გადაწყეტილებას მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com