USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, February 16, 2010

რეკლამა რომელშიც ფული არ გადაგვიხდია

დღეს 9 საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი, USPS ფოსტით სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოგზავნილი ამანათები იკარგება ან ის არ ჩამოდის რაც შეუკვეთესო. თუმცა ამერიკიდან კერძო კომპანიებსაც ჩამოაქვთ ტვირთები - მაგალითად USA2GEORGIA, სადაც როგორც გაგვიცხადეს ესეთი შემთხვევა არ ყოფილაო. იქვე აჩვენეს ჩვენი ოფისი და ამანათების გაცემის პროცედურა რომელიც ალბათ თქვენ ისედაც იცით.

სავარაუდოთ მათ ეს არ უფიქრიათ, თუმცა სიუჟეტი ჩვენი რეკლამა გამოვიდა, რისთვისაც კურიერს დიდი მადლობა.

მათთვის ვინც კიდევ ყოყმანობს თუ რა მეთოდით გამოგზავნოს შესყიდული პროდუქცია ამერიკიდან, გვინდა ვურჩიოთ - მოერიდეთ ჩვეულებრივ ფოსტას, ისარგებლეთ მხოლოდ არაჩვეულებრივით.

3 comments:

David said...

მართლაც რომ კარგი რეკლამა იყო.... *(^_^)*

წარმატებები !!!!!!!!!!!!!!

GIA GOGITIDZE said...

ჩვეულებრივი ფოსტით 4 ამანათი მაქვს დაკარგული:(( აღარ მინდა......

David said...

სერვისის გარდა, ბლოგერიც ჯიგარია! საკაიფოდ წერს :) ანუ კითხულობ რაღაც საკაიფო ისტორიებს და ვერც წარმოიდგენ რომ ეს სატრანსპორტო კომპანიისა. ვერ წარმოიდგენ აქ, საქართველოში. ერთხელ თუ მაინც ხარ ნამყოფი საბაჟოზე – მერე ყველაფერი ეგეთი ბანძი გგონია.
ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, კურიერმა კლიენტის ბავშვს რომ რაღაც დაუხატა, რომ გაერთო :)
წარმატებები!

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com