USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Monday, February 8, 2010

თანხების და პროდუქციის ჩამონათვალის მითითება სავალდებულოა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის ჩამონათვალის და ფასების მითითება სავალდებულოა, როგორც ეს არაერთგზის ვაცნობეთ ჩვენს მომხმარებლებს. ინფორმაციის არასრულად ან არასწორად მითითების შემთხვევაში კომოპანია USA2GEORGIA პასუხს ვერ აგებს საბაჟოზე წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებზე და ჯარიმებზე.

ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად, რომელიც კრძალავს 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის გამოგზავნას USA2GEORGIA-ს მეშვეობით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2010 წლის 8 თებერვლიდან დაწესდება საჯარიმო სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირობა ჩაიდება მომსახურების პირობებშიც და მოხდება მისი ხელახალი დადასტურების მოთხოვნა. იხილეთ მომსახურების პირობები და პარაგრაფი 7.5.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია USA2GEORGIA-სთვის აღნიშნული შეზღუდვების დაწესება არასასიამოვნო იყო, საქართველოში მოქმედი კანონდებლობის და საბაჟო წესების შეცვლის შემდეგ მათი მიღება აუცილებელი გახდა.

ჩვენ მაინც გთავაზობთ ალტერნატივას და 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით www.gls.ge სადაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების რეგისტრაცია. მ მეთოდით ჩამოსული ყველა ამანათი გადის უპირობო განბაჟების პროცედურებს.

2 comments:

proman said...

ყველამ რომ გაითვალისწინოს თავიდანვე კარგი იქნება.

Ekaterine said...

როგორ მოვიქცეთ თუ პროდუქციის ღირებულება 300 ლარს აღემატება მაგრამ საგადასახადო კოდექსით დაწესებული შეღავათების თანახმად განბაჟებას არ ექვემდებარება?

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com