USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, February 7, 2010

რამოდენიმე საინტერესო რჩევა

ხშირად ვიღებთ ამ შეკითხვებს და გვსურს გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები უკვე არის ხშირად დასმულ კითხვებში.

1. თუ საფოსტო კომპანია ამერიკაში შაბათ-კვირას მიიტანს ამანათს ჩვენს საწყობში, ამანათის ჩაბარება ვერ მოხდება და საფოსტო კომპანია დატოვებს შეტყობინებას. ორშაბათს ან სამშაბათს როგორც წესი ასეთი ამანათები მათ ხელახლა მოაქვთ ან ჩვენს წარმომადგენელს მოაქვს ფოსტიდან. ანუ თუ თქვენ საფოსტო კომპანია გაცნობებთ, რომ ვერ ჩააბარეს ამანათი, არ ინერვიულოთ, მისი მიღება აუცილებლად მოხდება სამუშაო დღეებში.

2. თუ საფოსტო კომპანიისგან მიღებული გაქვთ შეტყობინება რომ გარკვეული თრექინგ კოდი უკვე მიტანილია მისამართზე, მაგრამ მას თქვენ ვერ ხედავთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გთხოვთ მისაღებ ამანათების სიაში დაამატოთ ეს თრექინგ კოდი. საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ამანათზე U ნომრის ამოკითხვა ვერ ხერხდება, ამის გამო იდენტიფიკაციას და შესაბამისად პროგრამაში გამოჩენას უფრო დიდი დრო სჭირდება.

3. პროდუქციის გამოწერისას, დააკვირდით თუ "Shipping" მისამართში არის Address1 და Address2 ჩასაწერი, პირველში ჩაწერეთ ქუჩა (2440 Enterprise drive), მეორეში კი თქვენი ოთახის ნომერი. ეს მნიშვნელოვანია რადგან ზოგჯერ მისამართი არ ეტევა ერთ ხაზზე და პრინტერი აჭრის ნაწილს, ეკრანზე ეს შესამჩნევი არ არის ხოლმე. ამის გამო შეიძლება ამერიკაში შემოვიდეს ამანათი, რომელსაც U ნომერი არ აქვს, ანუ იდენტიფიკაციაც გართულდება.

4. 300 ლარამდე პროდუქციის შესაძენად ისარგებლეთ www.USA2GEORGIA.com ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში ჩვენი მეორე ვებ-გვერდით: www.gls.ge

5. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისას, ისარგებლეთ მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით, რათა არ მოხდეს ამანათის გაცემისას ან დარიგებისას შეფერხება.

6. ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, ამანათების გაცემა 8 თებერვლიდან შესაძლებელია 11:00 დან 18:30-მდე.

2 comments:

GGM said...

კარები ხართ, ასე გააგრძელეთ! :)

zvi said...

სასარგებლო რჩევა იყო მისამართის ველებთან დაკავშირებით! მადლობა!

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon