USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Saturday, February 27, 2010

რა არის გადაფუთვა, ზომაში შემცირება?

ბევრი გვეკითხება, როგორც ადგილზე მოსვლისას ასევე ელ-ფოსტით. ხშირად დაიწერა ამის შესახებ მაგრამ გადავწყვიტეთ კიდევ დაგვეწერა.

რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა?
პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება , ე.წ. Ground Shipping -ით. შესაბამისად ფოსტები იქ ანგარიშობენ მხოლოდ რეალურ წონას. ავია გადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა - ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა.

როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები არ ფუთავენ პროდუქციას კომპაქტურად და საფოსტო ყუთში არის ხოლმე ბევრი სიცარიელე - ანუ მოცულობითი წონა ასეთი ამანათების არის დიდი. ბუნებრივია გაჩნდა ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის აუცილებლობა, (ანუ ზომაში შემცირების), რაც ჩვენმა კომპანიან რამოდენიმე თვეა დაიწყო. ეს მომსახურება უფასოა, იმის მიუხედავად თუ რა ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო ამერიკაში ამ სერვისის უზრუნველყოფისთვის. იხილეთ სტატია

არის მცირე უზუსტობები, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ამერიკაში ვერ მოხდა შემირების სერვისი, თუმა საქართველოში უკვე მიღებისას ჩვენ მოვახდინეთ ამ საკითხის მოგვარება და ადგილზე მოვახდინეთ ამანათის გადაფუთვა მომხმარებლის თანდასწრებით. გთხოვთ მოგვმართოთ თუ შენიშნავთ მსგავს ფაქტს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ მასზე რეაგირებას.

შეგახსენებთ გადაფუთვის პირობებს რომელიც მომსახურების პირობებში არის აღნიშნული:

2. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

2.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.
2.2. არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა.
2.3. არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში.
2.4. არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები.
2.5. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება.
2.6. არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
2.7. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება.
2.8. არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

Wednesday, February 24, 2010

H5013343 რეისის გაცემა გადაიდო 1 დღით

ძლიერი ქარის გამო H5013343 რეისი ჩამოფრინდა გვიან. სამწუხაროდ ამანათების გაცემა გადაიდო 1 დღით და დაიწყება პარასკევს, 26 თებერვალს, 11:00 დან. გაცემა იწარმოებს 18:30 -მდე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამანათების გაცემა ასევე იწარმოებს შაბათს გამონაკლისის სახით, 11:00 დან 15:00-მდე.

ორშაბათს და სამშაბათს მოხდება ამანათების საკურიერო სერვისით დარიგება.

Tuesday, February 16, 2010

რეკლამა რომელშიც ფული არ გადაგვიხდია

დღეს 9 საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი, USPS ფოსტით სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოგზავნილი ამანათები იკარგება ან ის არ ჩამოდის რაც შეუკვეთესო. თუმცა ამერიკიდან კერძო კომპანიებსაც ჩამოაქვთ ტვირთები - მაგალითად USA2GEORGIA, სადაც როგორც გაგვიცხადეს ესეთი შემთხვევა არ ყოფილაო. იქვე აჩვენეს ჩვენი ოფისი და ამანათების გაცემის პროცედურა რომელიც ალბათ თქვენ ისედაც იცით.

სავარაუდოთ მათ ეს არ უფიქრიათ, თუმცა სიუჟეტი ჩვენი რეკლამა გამოვიდა, რისთვისაც კურიერს დიდი მადლობა.

მათთვის ვინც კიდევ ყოყმანობს თუ რა მეთოდით გამოგზავნოს შესყიდული პროდუქცია ამერიკიდან, გვინდა ვურჩიოთ - მოერიდეთ ჩვეულებრივ ფოსტას, ისარგებლეთ მხოლოდ არაჩვეულებრივით.

Monday, February 8, 2010

თანხების და პროდუქციის ჩამონათვალის მითითება სავალდებულოა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის ჩამონათვალის და ფასების მითითება სავალდებულოა, როგორც ეს არაერთგზის ვაცნობეთ ჩვენს მომხმარებლებს. ინფორმაციის არასრულად ან არასწორად მითითების შემთხვევაში კომოპანია USA2GEORGIA პასუხს ვერ აგებს საბაჟოზე წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებზე და ჯარიმებზე.

ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად, რომელიც კრძალავს 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის გამოგზავნას USA2GEORGIA-ს მეშვეობით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2010 წლის 8 თებერვლიდან დაწესდება საჯარიმო სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირობა ჩაიდება მომსახურების პირობებშიც და მოხდება მისი ხელახალი დადასტურების მოთხოვნა. იხილეთ მომსახურების პირობები და პარაგრაფი 7.5.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია USA2GEORGIA-სთვის აღნიშნული შეზღუდვების დაწესება არასასიამოვნო იყო, საქართველოში მოქმედი კანონდებლობის და საბაჟო წესების შეცვლის შემდეგ მათი მიღება აუცილებელი გახდა.

ჩვენ მაინც გთავაზობთ ალტერნატივას და 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით www.gls.ge სადაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების რეგისტრაცია. მ მეთოდით ჩამოსული ყველა ამანათი გადის უპირობო განბაჟების პროცედურებს.

Sunday, February 7, 2010

რამოდენიმე საინტერესო რჩევა

ხშირად ვიღებთ ამ შეკითხვებს და გვსურს გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები უკვე არის ხშირად დასმულ კითხვებში.

1. თუ საფოსტო კომპანია ამერიკაში შაბათ-კვირას მიიტანს ამანათს ჩვენს საწყობში, ამანათის ჩაბარება ვერ მოხდება და საფოსტო კომპანია დატოვებს შეტყობინებას. ორშაბათს ან სამშაბათს როგორც წესი ასეთი ამანათები მათ ხელახლა მოაქვთ ან ჩვენს წარმომადგენელს მოაქვს ფოსტიდან. ანუ თუ თქვენ საფოსტო კომპანია გაცნობებთ, რომ ვერ ჩააბარეს ამანათი, არ ინერვიულოთ, მისი მიღება აუცილებლად მოხდება სამუშაო დღეებში.

2. თუ საფოსტო კომპანიისგან მიღებული გაქვთ შეტყობინება რომ გარკვეული თრექინგ კოდი უკვე მიტანილია მისამართზე, მაგრამ მას თქვენ ვერ ხედავთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გთხოვთ მისაღებ ამანათების სიაში დაამატოთ ეს თრექინგ კოდი. საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ამანათზე U ნომრის ამოკითხვა ვერ ხერხდება, ამის გამო იდენტიფიკაციას და შესაბამისად პროგრამაში გამოჩენას უფრო დიდი დრო სჭირდება.

3. პროდუქციის გამოწერისას, დააკვირდით თუ "Shipping" მისამართში არის Address1 და Address2 ჩასაწერი, პირველში ჩაწერეთ ქუჩა (2440 Enterprise drive), მეორეში კი თქვენი ოთახის ნომერი. ეს მნიშვნელოვანია რადგან ზოგჯერ მისამართი არ ეტევა ერთ ხაზზე და პრინტერი აჭრის ნაწილს, ეკრანზე ეს შესამჩნევი არ არის ხოლმე. ამის გამო შეიძლება ამერიკაში შემოვიდეს ამანათი, რომელსაც U ნომერი არ აქვს, ანუ იდენტიფიკაციაც გართულდება.

4. 300 ლარამდე პროდუქციის შესაძენად ისარგებლეთ www.USA2GEORGIA.com ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში ჩვენი მეორე ვებ-გვერდით: www.gls.ge

5. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისას, ისარგებლეთ მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით, რათა არ მოხდეს ამანათის გაცემისას ან დარიგებისას შეფერხება.

6. ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, ამანათების გაცემა 8 თებერვლიდან შესაძლებელია 11:00 დან 18:30-მდე.

Thursday, February 4, 2010

კონკურსი საუკეთესო თახვის შექმნაზე.

როგორც მოგეხსენებათ დასრულდა კონკურსი საუკეთესო პერსონაჟის შერჩევაზე USA2GEORGIA-ს ბარათებისთვის, რომელშიც გაიმარჯვა თახვმა.

USA2GEORGIA აცხადებს კონკურსს საუკეთესო თახვი პერსონაჟის შექმნაზე. გამარჯვებული დაჯილდოვდება 300 ლარიანი ფულადი პრიზით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენს მიერ 3D გრაფიკული პროგრამით შექმნილი თახვის სურათი .jpg ფორმატში ელ-ფოსტაზე: konkursi@usa2georgia.com

აუცილებელი მოთხოვნები პერსონაჟის სახის მიმიკისთვის: სასაცილო, თუმცა არა სულელი, საყვარელი, ცელქი. გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 3D პროგრამაში შექმნილი პერსონაჟი, სხვა შემთხვევაში კონკურსის პირობები არ ჩაითვლება შესრულებულად.

გთხოვთ წერილს თან დაურთოთ გრაფიკული ფაილი Attachment-ის სახით, ასევე თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ნამუშევრები მიიღება 5 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით ჩვენს ძირითად ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com

გამოკითხვა დასრულდა. გაიმარჯვა თახვმა.


დასრულდა ჩვენი გამოკითხვა USA2GEORGIA-ს ბარათებისთვის პერსონაჟის შერჩევაზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ადამიანმა. წარმოდგენილ პერსონაჟებს შორის გაიმარჯვა თახვმა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

:)

სულ მალე გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო თახვის სურათის წარმოდგენისთვის.