USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Sunday, January 17, 2010

დატვირთული კვირა დასრულდა

გასული კვირა უპრეცენდენტო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთდროულად 3 რეისის ამანათების გაცემამ და შესაბამისად უამრავი ხალხის მოსვლამ გამოიწვია რიგები. მიუხედავად იმისა, რომ 3 ოპერატორი მუშაობდა და საწყობში 5 თანამშრომელი, რიგი 15-30 წუთის განმავლობაში მაინც არ გადიოდა.
იმედი გვაქვს რეისების გადადება და შესაბამისად ერთად მათი მიღება აღარ მოხდება და მომავალში ჩვეულებისამებრ 5 წუთზე მეტს არ დახარჯავთ რიგში.

შეგახსენებთ, რომ ამანათების გაცემის მეორე დღიდან ქალაქში გადიან კურიერები და არიგებენ ამანათებს. იმის გამო, რომ საწყობში მაინც რჩება ამანათები, დღეს - კვირას 17 იანვარს კურიერები კიდევ იმუშავებენ და დაარიგებენ ამანათებს, ასევე ორშაბათს, ძირითადად ორგანიზაციების მისამართებზე, რაც პრაქტიკულად დაასრულებს ამ დატვირთულ და რთულ კვირას.

2 comments:

tabunia said...

თქვენს ერთგულ და შრომისმოყვარე ოპერატორებს პირადად ჩემი დიდი მადლობა გადაეცით. მიმდინარე პარასკევს მართლა გმირულად გაუძლეს :)

David said...

მართლაც, რომ კარგად იმუშავეთ..... მიუხედავად იმისა, რომ მე პარასკევს ჩემი ამანათი მაინც ვერ ავიღე, მაინც მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთი შეფერხებები აღარ იქნება. წარმატებები...

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon