USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Friday, December 31, 2010

USA2GEORGIA გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ 2011 წელი ყოფილიყოს წარმატების და ყოველივე საუკეთესოს მომტანი თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის!

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან ერთად.

გპირდებით 2011 წელი კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლეებით იქნება დატვირთული.

Wednesday, December 29, 2010

დიდთოვლობა რეისების დაგვიანების მიზეზია

იხილეთ: http://edition.cnn.com/2010/TRAVEL/12/28/airlines.weather/index.html?iref=allsearch

სამწუხაროდ რთულია იმის თქმა ჩამოაღწევს თუ არა 30 da 31-ის რეისები წელს. ავია რეისებზე გადატვირთვებია თითქმის ყველა მიმართულებით.

ჩვენ ბუნებრივია არ დავისვენებთ, რა დროსაც არ უნდა ჩამოფრინდეს ჩვენი რეისი ამერიკიდან, იქნება ეს ღამე, თუ არასამუშაო დღე შევეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გამოვიტანოთ ამანათები აეროპორტიდან.

ვწუხვართ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა არაერთი მომხმარებელი, თუმცა როგორც წინასწარ შეგატყობინეთ ბლოგზე, ეს მოსალოდნელი იყო. შეგახსენებთ, რომ მომსახურების პირობების თანახმად, კომპანია პასუხისმგებლობას ვერ იღებს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისების დაგვიანებაზე, თუმცა ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

ბედნიერ შობა-ახალ წელს და შეუფერხებელ მომსახურეობას გისურვებთ!

Wednesday, December 8, 2010

საახალწლო სამზადისი

დაიწყო საახალწლო სამზადისი, უამრავმა მაღაზიამ გამოაცხადა ფასდაკლებები, იხილეთ სტატია შოფინგ ბლოგიდან

სასურველია საახალწლო შოფინგი უკვე დაიწყოთ და მნიშვნელოვანი საჩუქრები და ახალი წლის ნივთები დროულად შეუკვეთოთ, რათა დეკემბრის ბოლო დღეებში ამერიკაში შობის დღესასწაულმა და გადატვირთულმა ავია რეისების განრიგმა არ შეაფერხოს თქვენი ამანათის მიღება.

Tuesday, December 7, 2010

კერძო პირების მომსახურება გამარტივდა

გამარტივდა კერძო პირების მომსახურება. ამიერიდან შეგიძლიათ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გამოიწეროთ USA2GEORGIA-ის მისამართზე, U ოთახის ნომრით და ისარგებლოთ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ამანათის გამომგზავნის, პროდუქციის დასახელების და ფასის მითითება სავალდებულოა. აღნიშნული ინფორმაციის შევსება ხორციელდება ამანათების მართვის გვერდზე, წინასწარ ან რეისის თბილისში ჩამოფრენამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდების შემთხვევაში ამანათის მიღება შეფერხდება 2 კვირით.

Wednesday, November 24, 2010

მადლიერების დღე და ფასდაკლებები

მადლიერების დღე — დღესასწაული, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღმერთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.

მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება 25 ოქტომბერს, ხოლო, შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს.

უამრავმა მაღაზიამ გამოაცხადა ფასდაკლება 25 ნოემბრისთვის, მათ შორის amazon-მა. იხილეთ აქცია Black Friday

Monday, November 22, 2010

გაიხსნა ახალი შოფინგ ბლოგი shop.usa2georgia.com

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაიხსნა ჩვენი ახალი ბლოგი shop.usa2georgia.com

ამ ბლოგზე გამოქვეყნდება სტატიები და მიმოხილვები სხვადასხვა საინტერესო პროდუქტების შესახებ.

USA2GEORGIA გილოცავთ გიორგობას

USA2GEORGIA გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯამრთელობას, წინსვლას და წარმატებებს!

23 ნოემბერს კომპანიის ოფისი არ იმუშავებს, თუმცა ბოლო რამოდენიმე რეისი ვადაზე ადრე ჩამოფრინდა და მომდევნო რეისებიც ასევე უნდა ჩამოფრინდეს, ასე რომ იმედი გვაქვს ოთხშაბათიდან ამანათების გაცემა არ შეფერხდება.

Wednesday, November 3, 2010

ცვლილება რეგიონალურ საკურიერო პირობებში

როგორც მოგეხსენებათ, რეგიონების საკურიერო მომსახურება ერთ რეისზე ამჟამად 10 ლარს შეადგენს, ამანათების რაოდენობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ამერიკიდან უკვე კვირაში 5 რეისი ჩამოდის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 10 ლარი მომხმარებელმა გადაიხადოს 1 კვირის განმავლობაში ჩამოსულ ყველა ამანათზე ჯამურად და არა ცალ-ცალკე რეისების მიხედვით. ამით მომხმარებელი მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხებს.

აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა და უკვე ახლებურად დაითვლება 6-7 ნოემბრის რეგიონალურ რეისზე .

Monday, October 25, 2010

ამანათების დეკლარირება სავალდებულოა

როგორც უკვე დავწერეთ ბლოგზე, გამარტივდა საბაჟო პროცედურები და განსაბაჟებელი ამანათების მიღება შესაძლებელია ჩვენს ოფისში.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, საჭიროა ამერიკაში მიღებულ ამანათებს ყოველთვის გაუკეთოთ დეკლარირება. ამანათების დეკლარირება შესაძლებელია შემდეგ განყოფილებებში: მისაღები, ამანათები ან გამოგზავნილი.

დეკლარაციის არ არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს 300 ლარამდე თუ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათი, საბაჟო შეაჩერებს ამანათს დამატებითი მოკვლევისათვის.

ვიმედოვნებთ გულისყურით მოეკიდებით აღნიშნულ ინფორმაციას.

Wednesday, October 20, 2010

გადაფუთვის 2 ახალი ფუნქცია



ალბათ შენიშნავდით ცვლილებას რომელიც ჩვენს სისტემას 20 ოქტომბრიდან დაემატა.
ამიერიდან შეგიძლიათ გამორთოთ გადაფუთვის ფუნქცია კონკრეტულ ამანათზე და გამოგზავნოთ ორიგინალი საფოსტო შეფუთვით - ანუ ზუსტად ისე, როგორც ამერიკაში შემოიტანს საფოსტო კომპანია. ასეთი ამანათის შემცირება და გადაფუთვა აღარ მოხდება.

ასევე, მეორე ფუნქციით შეგიძლიათ მონიშნოთ ფეხსაცმლის გადაფუთვა პარკში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხსაცმელს ამოვიღებთ ფეხსაცმლის ყუთიდან და პარკით გამოვგზავნით. ასეთ ამანათზე თბილისში ტრანსპორტირებას მოცულობითი წონის ნაცვლად რეალური წონით გადაიხდით - ანუ ზუსტად იმდენს რამდენსაც იწონის ფეხსაცმელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვების შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.

მონიშვნა უნდა მოხდეს წინასწარ, სანამ ამანათი ამერიკაში მივა. აღნიშნული ფუნქცია მისაღები ამანათების განყოფილებაშია და თრექინგ კოდის წინასწარი დამატების შემდეგ გამოჩნდება.

დამატებით იხილეთ გადაფუთვის წესები

Saturday, October 16, 2010

გაიხსნა ფასდაკლებების და კუპონების ვებ-გვერდი

გვინდა გაცნობოთ, რომ გავხსენით ფასდაკლებებისა და კუპონების ვებ-გვერდი: https://www.usa2georgia.com/promo/ რომელიც ყოველდღიურად განახლდება ახალი ინფორმაციით.

ამ რესურსით სარგებლობა ძალზედ მარტივია, უბრალოდ მოიძიეთ თქვენთვის სასურველი მაღაზია ან დაათვალიერეთ არსებული შემოთავაზებები, შემდეგ მიჰყევით ლინკს და პროდუქციის ყიდვისას გამოიყენეთ ფასდაკლების კუპონის კოდი. ზოგჯერ შესაძლოა პირდაპირ სარეკლამო აქციის ლინკი იყოს მოცემული.

დამატებითი ინსტრუქციისთვის იხილეთ https://www.usa2georgia.com/promo/

Tuesday, October 12, 2010

განბაჟების პროცედურა გამარტივდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ახდა მრავალი ადამიანის ოცნება და საბაჟო პროცედურები გამარტივდა. გასაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება, ყოველგვარი დაბრკოლების და საბაჟო პროცედურების გარეშე. საბაჟო გადასახადების გადახდა კი ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეგეძლებათ.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას ვისაც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილი მიუძღვის.
იმედი გვაქვს საბაჟო პროცედურების გამარტივებით, ონლაინ შოფინგი უფრო სახალისო გახდება მომხმარებლებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Thursday, October 7, 2010

11 ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეისებზე გადავდივართ

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორშაბათს 11 ოქტომბრიდან რეისები ყოველ დღიურად გამოიგზავნება. ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება სამშაბათს, სამშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ოთხშაბათს და ა.შ. რაც კიდევ უფრო შეუწყოფს ხელს რეისების ხშირ-ხშირად და სწრაფად ჩამოსვლას.

ახლო მომავალში უფრო გამოიკვეთება თუ რა დღეებში იქნება შესაძლებელი ამანათების თბილისში გაცემა, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ. გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს.

Monday, September 27, 2010

ახალი გადახდის მეთოდი - TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA -ში თანხის გადახდა უკვე თიბისის ინტერნეტ ბანკითაც შეგიძლიათ. ამისათვის განყოფილებაში ოპერაციები, აირჩიეთ სხვადასხვა გადასახადები, შემდეგ კომპანიის დასახელებაში აშშ2საქართველო და მიუთითეთ თქვენი ოთახის 5 ციფრიანი U ან B ნომერი. გადახდა მომენტალურად აისახება თქვენს ბალანსზე.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია გადახდის სხვა საშუალებების ჩართვა, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.

Wednesday, September 22, 2010

0.5კგ და 1კგ-მდე დამრგვალება აღარ მოხდება!

ორშაბათიდან კიდევ ერთ სიახლეს გპირდებით. 0.5კგ და 1კგ მდე წონის ამანათები აღარ დამრგვალდება და დაითვლება ზუსტი წონით.

მაგ.: თუ თქვენ მიიღებთ 0.2კგ წონის ამანათს, გადასახდელი თანხა იქნება $1.6.

სავარაუდოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე ზომის ამანათების შეყოვნებას რომელსაც ვგეგმავთ გარკვეულ წილად აზრი ეკარგება რადგან მომხმარებელი არ გადაიხდის ზედმეტს იმის მიუხედავათ თუ რა წონა ექნება ამანათს.

Tuesday, September 21, 2010

დამატებით კიდევ ერთი რეისი და ამანათების დაყოვნების სერვისი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირიდან 2 რეისის ნაცვლად ამერიკიდან გამოიგზავნება უკვე 3 რეისი და დაჯგუფდება შემდეგნაირად:
I რეისი - ორშაბათი
II რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათი
III რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი

ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ცალკე პირველ რეისზე, სამშაბათს და ოთხშბათს მეორე რეისზე ხოლო ხუთშაბათს და პარასკევს მესამე რეისზე. ჩამოსვლის საშუალო ვადა 1 კვირა. შაბათ-კვირას როგორც წესი ფოსტები არ მუშაობენ.

რას ნიშნავს ეს?
პირველ რიგში ამერიკიდან ხშირ-ხშირად ამანათების გამოგზავნით ჩამოფრენის ვადები შემცირდება, რადგან დიდი ტვირთის ბევრ ნაწილად დაყოფით მათი სამგზავრო თვითფრინავით ტრანსპორტირებაც იქნება შესაძლებელი.

ასევე, მათთვის ვისაც ძალიან მცირე ზომის ამანათები ჩამოსდის და სურს დაყოვნების სერვისით ისარგებლოს, რათა წონის დამრგვალებისას არ იზარალოს, მომდევნო კვირიდან ვგეგმავთ სისტემაში ახალი - 1 კვირიანი დაყოვნების ფუნქციის დამატებას. ყველა ის ამანათი, რომელსაც მომხმარებელი მონიშნავს ამანათების მართვის პანელში, რომ შეჩერდეს, გამოიგზავნება მომდევნო კვირის რეისით, ანუ საშუალოდ 7 დღეში, სხვა მიღებულ ამანათებთან ერთად. აღნიშნული სერვისის გააქტიურების თარიღს დამატებით გამოვაცხადებთ.

ჩვენ განვაგრძობთ მომსახურების დახვეწას და ახლო მომავალში კიდევ სხვა საინტერესო სიახლეებსაც გპირდებით

Tuesday, September 14, 2010

დეკლარაციის ახალი წესი

14 სექტემბრიდან პროდუქციის დეკლარირების წესი შეიცვალა. პროდუქციის დასახელების აკრეფვის ნაცვლად, საჭიროა მხოლოდ პროდუქციის კატეგორიის არჩევა, მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა მზა პროდუქცია, ელექტრო მოწყობილობები და ა.შ.

ახლო მომავალში საბაჟო პროცედურები გამარტივდება, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.

Monday, August 2, 2010

რეგიონალური საკურიერო სერვისის პირობები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.

რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს ერთ რეისზე, ამანათების ზომის, წონისა და რაოდენობის მიუხედავად.

საკურიერო სერვისი რეგიონებში იმოქმედებს შაბათ-კვირას. ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურება გათვალისწინებული არ არის.

პარასკევს მიიღებთ შეტყობინებას ქალაქების მიხედვით, თუ სად და როდის გაჩერდება საკურიერო მანქანა. ამანათის ასაღებად საჭიროა მომხმარებლის ორიგინალი პირადობის მოწმობა და ასევე იმ ადამიანის ორიგინალი პირადობა ვის სახელზეც არის ჩამოსული ამანათი.

USA2GEORGIA-ს გუნდი მუშაობს აღნიშნული სერვისის დასახვეწათ რათა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს ჩვენთან თანამშრომლობა.

Friday, July 23, 2010

USA2GEORGIA უკვე რეგიონებში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რათქმაუნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.

ეს სიახლე მათთვისაც არის სასარგებლო, ვინც ზაფხულის ცხელ სეზონზე ქალაქგარეთ ისვენებს, რადგან მისამართის ცვლილებით ამანათის თბილისიდან გადაგზავნა მარტივად იქნება შესაძლებელი მაგ: ბათუმში.

ფასების და ზუსტი პირობების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში ჩვენს ბლოგზე.

Saturday, July 10, 2010

ახალი ფუნქცია პარამეტრების განყოფილებაში

გვინდა გაცნობოთ, რომ ამანათების მართვის პანელში დაემატა ახალი ფუნქცია "მოვაკითხავ ოფისში". ამიერიდან მონიშვნის შედეგად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიუთითოთ გსურთ თუ არა ამანათის გატანა ოფისიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად, აქამდე საჭირო იყო მისამართის წაშლა და მის ნაცვლად "ოფისიდან გავიტან" სიტყვების ჩაწერა.

ფუნქციის გამოყენება და დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკურიერო სერვისის დაწყებამდე 1 დღით ადრე.

Sunday, July 4, 2010

გადაფუთვის სერვისის განმარტება


გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი:
  • ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
  • ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
  • კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით.
  • ტექნიკა და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

    ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ დაუყოვნებლივ. გადასაფუთი ამანათის წონის და თანხის კორექცია ადგილზე მოხდება.

Friday, July 2, 2010

რეგულარული რეისები განახლდა

თურქიშიდან კოინის ავიახაზებში დაბრუნების შემდეგ რეგულარული რეისები განახლდა. დაგვიანებები მოსალოდნელი აღარ არის. ფორსმაჟორული სიტუაციების აღმოსაფხვრელად ამჟამად ამერიკასა და ევროპაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავია კომპანიებთან ალტერნატიული რეისების დანიშვნის შესახებ, რადგან დღესდღებით სათანადო ზომის სხვა სატვირთო თვითფრინავები არ დაფრინავენ საქართველოში. ჯერჯერობით კვირაში 2 რეისი და 1 კვირიანი ტრანსპორტირების ვადა ძალაში რჩება.

Wednesday, June 9, 2010

გადალაგების სერვისი

გვინდა ავღნიშნოთ, რომ ყუთებიდან ტანსაცმლის პარკებში გადატანის სერვისი რომელიც რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, წარმატებით დაინერგა. შეგახსენებთ, რომ ამგვარად მიღებული ამანათი იწონება და ითვლება მხოლოდ რეალური წონით.

მიღებისას ასეთი ამანათების ცნობა მარტივად შეგიძლიათ, ძირითადად ისინი სპეციალური პარკებით ჩამოდის, სკოჩით კი მუყაოს თრექინგ კოდი აქვს დაკრული იდენტიფიკაციისთვის.

ფეხსაცმელები ჩამოდის მხოლოდ ფეხსაცმლის ყუთებით და ითვლება მოცულობითი წონით, ხოლო კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები ჩამოვა მაქსიმალურად შემცირებული საფოსტო ყუთით.

Saturday, June 5, 2010

კომპანიის ოფისი გაიხსნება 7 ივნისს.

სამწუხაროდ პარასკევს საღამოს და შაბათს 4,5 ივნისს ოფისი არ ფუნქციონირებდა შემოსავლების სამსახურის საკონტროლო შემოწმების გამო. ორშაბათს, 7 ივნისიდან ოფისი კვლავ განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

Monday, May 31, 2010

მიმდინარე კვირის გამოსაგზავნი ამანათები

მოგეხსენებათ 31 მაისი ამერიკაში დასვენების დღეა "Memorial day", რის გამოც ფოსტები 31 რიცხვში ვერ მოიტანენ ამანათებს ჩვენს საწყობში. შესაბამისად სამშაბათს 1 ივნისს ამანათების გამოგზავნას აზრი ეკარგება.

სანაცვლოდ, დაგროვებული ამანათები გამოიგზავნება ერთად ხუთშაბათს. ანუ 27, 28 მაისის და ასევე 1, 2 ივნისის ამანათები გამოიგზავნება ერთად ხუთშაბათს 3 ივნისს და მათი მიღება თბილისში შესაძლებელი იქნება 10 ივნისს.

Sunday, May 30, 2010

ახალი დეკლარირების წესები

გვინდა გაცნობოთ, რომ ამანათების მართვის პანელში, 29 მაისიდან პროდუქციის დასახელების და ფასის მითითებასთან ერთად საჭიროა გამომგზავნი კომპანიის მითითებაც, მაგ: AMAZON, OLDNAVY და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის შევსება ასევე სავალდებულოა.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გაითვალისწინოთ აღნიშნული მოთხოვნა. ინფორმაციის შევსება შეგიძლიათ დღესვე, მიღებულ და გამოგზავნილ კატეგორიებში, ყოველი თრექინგის გასწვრივ. სამომავლოდ გთხოვთ ინფორმაცია შეავსოთ ამანათის ამერიკაში მიღებისთანავე.

ასევე ახლო მომავალში საშუალება გექნებათ ინფორმაცია შეავსოთ ამანათის მიღებამდე - მისაღები ამანათების განყოფილებაში..

აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს და კიდევ უფრო დააჩქარებს ამანათების დროულ მიღებას და გამოტანას აეროპორტიდან.

იხილეთ განმარტება ხშირად დასმულ კითხვებში

Friday, May 7, 2010

ახალი გადაფუთვის სერვისი

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე  ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.

Wednesday, April 28, 2010

გლობალური გადატვირთვები აეროპორტებში

მოგეხსენებათ, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პრაქტიკულად მთელს ევროპაში ჩაკეტილი იყო ფრენები. ამან გამოიწვია უამრავი შეფერხება და მოახდინა მთლიანი პარალიზება როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო თვითფრინავების, რასაც ასევე ცხადყოფს NyTimes-ში გამოქვეყნებული ინტერაქტიული რუქა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამდე ფერფლი არ ჩასულა, ევროპის შეფერხება ამერიკის აეროპორტებსაც შეეხო და ამის გამო ამერიკიდან ნებისმიერი ფრენა ევროპის მიმართულებით არის შეფერხებული.

ჩვენი რეისებიც შეფერხებებით მოფრინავს. წინასწარი პროგნოზით, შეფერხებები კიდევ 1-2 კვირას გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ტვირთები რამენაირად ჩამოვიტანოთ თბილისამდე.

ბლოგის მარჯვენა მხარეს განთავსებული რეისების სტატუსები ყოველ დღიურად შეიცვლება. მითითებული თარიღები მაქსიმალურად მიახლოებულია ამანათების გაცემის დღესთან.

Friday, April 16, 2010

ახალი გადახდის სისტემა PayBox

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 20 აპრილიდან USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსება შეგეძლებათ PayBox-ის ყვითელი ფერის აპარატებიდანაც. მომსახურების საკომისიო შეადგენს 2%-ს. რამდენიმე ასეთი აპარატი მიცკევიჩზე ჩვენს ოფისთანაც არის განთავსებული. გადახდის განხორციელებისთვის, ონლაინ გადახდების განყოფილებაში უნდა აირჩიოთ USA2GEORGIA, შემდეგ აკრიფოთ თქვენი ოთახის 5 ნიშნა ნომერი, დავალიანებას კი აპარატი თვითონ დაგითვლით.

Wednesday, April 7, 2010

ახალი საინფორმაციო ნომერი 42-18-18

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომდევნო კვირიდან გამოირთვება ძველი ნომრები 10-62-63, 10-62-60 და მათ ნაცვლად იმუშავებს ახალი მრავალარხიანი ნომერი 42-18-18.

9 აპრილი და დასვენების დღე

პარასკევს 9 აპრილს კომპანია არ იმუშავებს, სანაცვლოდ კი შაბათს იქნება ამანათების გაცემა 11:00 დან 18:30 -მდე.

როგორც ჩანს კვირაში ორი რეისის მიღებისას, ამანათების გაცემის დღეები იქნება ორშაბათი და ხუთშაბათი. ბოლომდე დაზუსტებული ინფორმაცია 1 კვირაში გახდება ცნობილი.

Monday, April 5, 2010

კვირაში ორი რეისი

კვირაში ორი რეისის გამოგზავნა წარმატებით დაიწყო.
ალბათ უკვე შენიშნეთ H5099738 და H5096335 რეისები, ბლოგის მარჯვენა მხარეს.

სამშაბათს 30 მარტს გამოფრენილი H5096335 რეისი რეალურად ჩამოფრინდა პარასკევს 2 აპრილს, სურვილი გვქონდა რომ გამოგვეტანა პარასკევს, შაბათს დაგვესაწყობებინა და ორშაბათს გაგვეცა ოფისიდან მაგრამ წითელი პარასკევი დაემთხვა და ორშაბათსაც საბაჟო არ მუშაობს, შესაბამისად ტვირთი აეროპორტში უნდა იდოს სამშაბათამდე. ტერმინალი კი ტვირთის შენახვის თანხას მაინც ითხოვს. რას ვიზავთ - "სამართლიანია" ალბათ მათი ეს გადაწყვეტილება.

ზოგადად გამოიკვეთა ტვირთის გამოფრენის და ჩამოფრენის შემდეგი გრაფიკი:

კვირის პირველი რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები ამერიკიდან იგზავნება სამშაბათობით. ჩამოფრენა პარასკევს. შაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ორშაბათს გაცემა.

კვირის მეორე რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათის ამანათები ამერიკიდან გამოიგზავნება ხუთშაბათს. ჩამოფრენა სამშაბათს. ოთხშაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ხუთშაბათს გაცემა.

გამოდის, რომ კვირაში ორი ძირითადი დღე იქნება ამანათების გაცემისთვის - ორშაბათი და ხუთშაბათი. ოთხშაბათს და შაბათს საკურიერო სერვისი.

ერთი დასვენების დღე - 9 აპრილი კიდევ უწევს მიმდინარე კვირაში, ასე რომ ეჭვი გვაქვს ტერმინალი კვლავ გადაგვახდევინებს 3 დღის ტვირთის შენახვის ფულს, ხოლო საბაჟო უარს იტყვის ტვირთის გატარებაზე ორშაბათამდე. ჩვენი პროგნოზით სიტუაცია უნდა დასტაბილდეს მომდევნო კვირიდან.

Sunday, April 4, 2010

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე კარგს. ჯამრთელობას და წინსვლას. წარმატებებს, გამრავლებას და სიკეთეს, გისურვებთ სიყვარულს და ურთიერთ პატივისცემას.

Thursday, April 1, 2010

სუპერ კომპაქტიზაცია - ეს რეალობაა

ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამერკიკაში შეიძინა სპეციალური მოწყობილობა ამანათების შესამცირებლად. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ "დაჭეჭყავს"). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება.

უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან სხვა მოწყობილობას, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს - ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით დღეს.

Tuesday, March 30, 2010

სააღდგომო განრიგი

H5074485 დაგვიანებული რეისი ჩამოფრინდა და მისი გაცემა დაიწყება ხუთშაბათს 1 აპრილს, 11:00-დან 18:30 მდე.

H5088455 მიმდინარე კვირის რეისის მიღება იგეგმება პარასკევს, ხოლო გაცემა დაიწყება შაბათს 11:00-დან 18:30 მდე.

პარასკევს და ორშაბათს კომპანია არ იმუშავებს, თუმცა საწყობში მაინც უნდა ვიმუშავოთ რომ შაბათს დილისთვის დასორტირებული იყოს ამანათები.

Saturday, March 27, 2010

დაგვიანებული და რეგულარული რეისის შესახებ

დაგვიანებული და რეგულარული რეისის მიღება იგეგმება მიმდინარე კვირაში. ყველა ვინც ამ რეისებზე მოხვდა, დამატებით მიიღებს შეტყობინებას.

ასევე, როგორც გაცნობეთ, იწყება კვირაში ორ-ორი რეისის გამოგზავნა.

ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები გამოიგზავნება ცალკე რეისად და სამშაბათი ოთხშაბათის ცალკე. ჩამოსვლის დღეებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს ალბათ ორშაბათი-სამშაბათი, ხუთშაბათი-პარასკევი. ამას პირველი 2 კვირა უფრო გვიჩვენებს. სამშაბათს 30-ში წამოვა უკვე პირველი ასეთი რეისი.

სარგებელი რაც ამ ცვლილებას მოყვება:
1. მომხმარებელს აღარ მოუწევს კვირიდან კვირამდე ლოდინი როდის გამოიგზავნება მისი ამანათი, როგორც ეს მაგალითად პარასკევს ან ორშაბათს მისულ ამანათს ეხებოდა, რადგან კვირაში 1-ის ნაცვლად 2 რეისი გამოფრინდება, ამანათებიც უფრო ხშირ-ხშირად წამოვა.
2. 300 ლარიანი შეზღუდვა, რომელიც ბევრს აბრკოლებდა რომ ერთიანად ბევრი ამანათი არ მიეღოთ - შემსუბუქდება.
3. ტვირთი შემცირდება ზომაში. ანუ შანსები იმის რომ ავია კომპანიები გადატვირთვებისას გამონახავენ თვითფრინავში ადგილს, ერთი-ორად მოიმატებს. დღესდღეობით დაგვიანებები სწორედ ავია კომპანიების მიზეზით ხდება.

ჩვენ გვესმის, თუ რაოდენ რთულია ამანათის დაგვიანებით მიღება და USA2GEORGIA-ს მთელი გუნდი განიცდის ამ ფაქტს. კარგად დაწყებულს კარგად გაგრძელებაც უნდა და ეს ყველას გვესმის. გვერწმუნეთ, აღნიშნული ცვლილებები და კიდევ სხვა მრავალი ცვლილება რომელიც იგეგმება, სწორედ მომსახურების პირობების გაუმჯობესებისა და დახვეწისკენ არის მიმართული.

მადლობას ვუხდით ყველას გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის.

Monday, March 22, 2010

აპრილიდან კვირაში ორ-ორი რეისი იგეგმება

ამანათების რაოდენობის და წონის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ავია კომპანიებისგან გარანტიების მიღება, რომ ტვირთს დროულად ჩამოიტანენ საქართველოში. ერთის მხრივ კარგია, რომ ჩვენს კომპანიას სულ უფრო მეტი ერთგული მომხმარებელი ემატება მაგრამ ჩვენ ასევე კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამანათების დროული ტრანსპორტირება საქართველოში.

ასევე, ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, აპრილიდან კვირაში ერთი რეისის ნაცვლად იგეგმება ორი რეისის გამოგზავნა. კონკრეტული დღეები ჯერ შერჩეული არ არის. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ამანათების უფრო სწრაფად ჩამოსვლას ამერიკიდან საქართველოში და ავია კომპანიებსაც გაუადვილდებათ შედარებით მცირე ზომის ტვირთისთვის ადგილის გამონახვა რაც დღესდღეობით მართლაც პრობლემას წარმოადგენს.

დამატებით დეტალებს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ

ახალი საინფორმაციო ნომერი 42-18-18

გაიხსნა ახალი მრავალარხიანი საინფორმაციო ხაზი 42-18-18. 1 კვირის განმავლობაში ხაზი იმუშავებს ტესტურ რეჟიმში, შემდეგ კი ძველი ნომრები გაუქმდება.

Wednesday, March 17, 2010

უცნაური და სახალისო კითხვები

კითხვები რომლებსაც პერიოდულად ვიღებთ ელ-ფოსტით თუ ტელეფონით:

1. ეს ამაზონი რა არის, ანუ პირდაპირ ბრაზილიიდან მოდის ამანათი?

2. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხუთშაბათს რომ გამოიგზავნება, მეორე დღეს თბილისში რატომ არ არის?

3. იცით, ქალის ჩექმას ველოდები და დუტის კურტკას. ვერ დაახვევთ და ჩექმაში ვერ გაჭედავთ რომ ტრანსპორტირება ნაკლები დამიჯდეს?

4. სათამაშოები უფროსებისთვის შეიძლება გამოვიწერო? - შერცხვა და გაწითლდა :) - შეიძლება რათქმაუნდა.

5. კურიერი რო "დამეხვოსტოს" არ შეიძლება? ჭავჭავაძეზე ვარ

6. 300 ლარი უკვე ჩაგირიცხეთ, ამაზონზეც ავირჩიე რაც მინდა, უკვე 1 კვირა გავიდა და რატომ არ მიგზავნიან?

7. 52 ზომა შარვალი უნდა გამოვიწერო და ხო კარგად მომივა?

8. მაშველი არ გაქვთ? ბარემ აქვე ჩავიცვავდი.

დიალოგი ნაბახუსევ სტუმართან, რომელიც საერთოდ შემთხვევით მოხვდა ოფისში და ალბათ ვერ მიხვდა სად იყო
სტუმარი: 129 ლარი გადამიხადეთ!
ოპერატორი: ჰმმმ... ნაკლები არ გაწყობთ? (გაეხუმრა)
სტუმარი: არა! 129 ლარი გადამიხადეთ!

Saturday, February 27, 2010

რა არის გადაფუთვა, ზომაში შემცირება?

ბევრი გვეკითხება, როგორც ადგილზე მოსვლისას ასევე ელ-ფოსტით. ხშირად დაიწერა ამის შესახებ მაგრამ გადავწყვიტეთ კიდევ დაგვეწერა.

რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა?
პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება , ე.წ. Ground Shipping -ით. შესაბამისად ფოსტები იქ ანგარიშობენ მხოლოდ რეალურ წონას. ავია გადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა - ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა.

როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები არ ფუთავენ პროდუქციას კომპაქტურად და საფოსტო ყუთში არის ხოლმე ბევრი სიცარიელე - ანუ მოცულობითი წონა ასეთი ამანათების არის დიდი. ბუნებრივია გაჩნდა ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის აუცილებლობა, (ანუ ზომაში შემცირების), რაც ჩვენმა კომპანიან რამოდენიმე თვეა დაიწყო. ეს მომსახურება უფასოა, იმის მიუხედავად თუ რა ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო ამერიკაში ამ სერვისის უზრუნველყოფისთვის. იხილეთ სტატია

არის მცირე უზუსტობები, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ამერიკაში ვერ მოხდა შემირების სერვისი, თუმა საქართველოში უკვე მიღებისას ჩვენ მოვახდინეთ ამ საკითხის მოგვარება და ადგილზე მოვახდინეთ ამანათის გადაფუთვა მომხმარებლის თანდასწრებით. გთხოვთ მოგვმართოთ თუ შენიშნავთ მსგავს ფაქტს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ მასზე რეაგირებას.

შეგახსენებთ გადაფუთვის პირობებს რომელიც მომსახურების პირობებში არის აღნიშნული:

2. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

2.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.
2.2. არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა.
2.3. არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში.
2.4. არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები.
2.5. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება.
2.6. არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
2.7. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება.
2.8. არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

Wednesday, February 24, 2010

H5013343 რეისის გაცემა გადაიდო 1 დღით

ძლიერი ქარის გამო H5013343 რეისი ჩამოფრინდა გვიან. სამწუხაროდ ამანათების გაცემა გადაიდო 1 დღით და დაიწყება პარასკევს, 26 თებერვალს, 11:00 დან. გაცემა იწარმოებს 18:30 -მდე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამანათების გაცემა ასევე იწარმოებს შაბათს გამონაკლისის სახით, 11:00 დან 15:00-მდე.

ორშაბათს და სამშაბათს მოხდება ამანათების საკურიერო სერვისით დარიგება.

Tuesday, February 16, 2010

რეკლამა რომელშიც ფული არ გადაგვიხდია

დღეს 9 საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი, USPS ფოსტით სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოგზავნილი ამანათები იკარგება ან ის არ ჩამოდის რაც შეუკვეთესო. თუმცა ამერიკიდან კერძო კომპანიებსაც ჩამოაქვთ ტვირთები - მაგალითად USA2GEORGIA, სადაც როგორც გაგვიცხადეს ესეთი შემთხვევა არ ყოფილაო. იქვე აჩვენეს ჩვენი ოფისი და ამანათების გაცემის პროცედურა რომელიც ალბათ თქვენ ისედაც იცით.

სავარაუდოთ მათ ეს არ უფიქრიათ, თუმცა სიუჟეტი ჩვენი რეკლამა გამოვიდა, რისთვისაც კურიერს დიდი მადლობა.

მათთვის ვინც კიდევ ყოყმანობს თუ რა მეთოდით გამოგზავნოს შესყიდული პროდუქცია ამერიკიდან, გვინდა ვურჩიოთ - მოერიდეთ ჩვეულებრივ ფოსტას, ისარგებლეთ მხოლოდ არაჩვეულებრივით.

Monday, February 8, 2010

თანხების და პროდუქციის ჩამონათვალის მითითება სავალდებულოა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის ჩამონათვალის და ფასების მითითება სავალდებულოა, როგორც ეს არაერთგზის ვაცნობეთ ჩვენს მომხმარებლებს. ინფორმაციის არასრულად ან არასწორად მითითების შემთხვევაში კომოპანია USA2GEORGIA პასუხს ვერ აგებს საბაჟოზე წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებზე და ჯარიმებზე.

ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად, რომელიც კრძალავს 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის გამოგზავნას USA2GEORGIA-ს მეშვეობით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2010 წლის 8 თებერვლიდან დაწესდება საჯარიმო სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირობა ჩაიდება მომსახურების პირობებშიც და მოხდება მისი ხელახალი დადასტურების მოთხოვნა. იხილეთ მომსახურების პირობები და პარაგრაფი 7.5.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია USA2GEORGIA-სთვის აღნიშნული შეზღუდვების დაწესება არასასიამოვნო იყო, საქართველოში მოქმედი კანონდებლობის და საბაჟო წესების შეცვლის შემდეგ მათი მიღება აუცილებელი გახდა.

ჩვენ მაინც გთავაზობთ ალტერნატივას და 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით www.gls.ge სადაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების რეგისტრაცია. მ მეთოდით ჩამოსული ყველა ამანათი გადის უპირობო განბაჟების პროცედურებს.

Sunday, February 7, 2010

რამოდენიმე საინტერესო რჩევა

ხშირად ვიღებთ ამ შეკითხვებს და გვსურს გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები უკვე არის ხშირად დასმულ კითხვებში.

1. თუ საფოსტო კომპანია ამერიკაში შაბათ-კვირას მიიტანს ამანათს ჩვენს საწყობში, ამანათის ჩაბარება ვერ მოხდება და საფოსტო კომპანია დატოვებს შეტყობინებას. ორშაბათს ან სამშაბათს როგორც წესი ასეთი ამანათები მათ ხელახლა მოაქვთ ან ჩვენს წარმომადგენელს მოაქვს ფოსტიდან. ანუ თუ თქვენ საფოსტო კომპანია გაცნობებთ, რომ ვერ ჩააბარეს ამანათი, არ ინერვიულოთ, მისი მიღება აუცილებლად მოხდება სამუშაო დღეებში.

2. თუ საფოსტო კომპანიისგან მიღებული გაქვთ შეტყობინება რომ გარკვეული თრექინგ კოდი უკვე მიტანილია მისამართზე, მაგრამ მას თქვენ ვერ ხედავთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გთხოვთ მისაღებ ამანათების სიაში დაამატოთ ეს თრექინგ კოდი. საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ამანათზე U ნომრის ამოკითხვა ვერ ხერხდება, ამის გამო იდენტიფიკაციას და შესაბამისად პროგრამაში გამოჩენას უფრო დიდი დრო სჭირდება.

3. პროდუქციის გამოწერისას, დააკვირდით თუ "Shipping" მისამართში არის Address1 და Address2 ჩასაწერი, პირველში ჩაწერეთ ქუჩა (2440 Enterprise drive), მეორეში კი თქვენი ოთახის ნომერი. ეს მნიშვნელოვანია რადგან ზოგჯერ მისამართი არ ეტევა ერთ ხაზზე და პრინტერი აჭრის ნაწილს, ეკრანზე ეს შესამჩნევი არ არის ხოლმე. ამის გამო შეიძლება ამერიკაში შემოვიდეს ამანათი, რომელსაც U ნომერი არ აქვს, ანუ იდენტიფიკაციაც გართულდება.

4. 300 ლარამდე პროდუქციის შესაძენად ისარგებლეთ www.USA2GEORGIA.com ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში ჩვენი მეორე ვებ-გვერდით: www.gls.ge

5. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისას, ისარგებლეთ მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით, რათა არ მოხდეს ამანათის გაცემისას ან დარიგებისას შეფერხება.

6. ვითვალისწინებთ რა მომხმარებელთა თხოვნას, ამანათების გაცემა 8 თებერვლიდან შესაძლებელია 11:00 დან 18:30-მდე.

Thursday, February 4, 2010

კონკურსი საუკეთესო თახვის შექმნაზე.

როგორც მოგეხსენებათ დასრულდა კონკურსი საუკეთესო პერსონაჟის შერჩევაზე USA2GEORGIA-ს ბარათებისთვის, რომელშიც გაიმარჯვა თახვმა.

USA2GEORGIA აცხადებს კონკურსს საუკეთესო თახვი პერსონაჟის შექმნაზე. გამარჯვებული დაჯილდოვდება 300 ლარიანი ფულადი პრიზით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენს მიერ 3D გრაფიკული პროგრამით შექმნილი თახვის სურათი .jpg ფორმატში ელ-ფოსტაზე: konkursi@usa2georgia.com

აუცილებელი მოთხოვნები პერსონაჟის სახის მიმიკისთვის: სასაცილო, თუმცა არა სულელი, საყვარელი, ცელქი. გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 3D პროგრამაში შექმნილი პერსონაჟი, სხვა შემთხვევაში კონკურსის პირობები არ ჩაითვლება შესრულებულად.

გთხოვთ წერილს თან დაურთოთ გრაფიკული ფაილი Attachment-ის სახით, ასევე თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ნამუშევრები მიიღება 5 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით ჩვენს ძირითად ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com

გამოკითხვა დასრულდა. გაიმარჯვა თახვმა.


დასრულდა ჩვენი გამოკითხვა USA2GEORGIA-ს ბარათებისთვის პერსონაჟის შერჩევაზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ადამიანმა. წარმოდგენილ პერსონაჟებს შორის გაიმარჯვა თახვმა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

:)

სულ მალე გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო თახვის სურათის წარმოდგენისთვის.

Saturday, January 30, 2010

300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნა

თუ თქვენ გადაწყვიტავთ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნას, გთხოვთ ისარგებლოთ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით შპს ჯიელეს "GLS LLC" www.gls.ge სადაც ხდება ამანათების და ტვირთის უპირობო განბაჟება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟომ შეიძლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები იმ მომხმარებლებზე, რომლებიც გამოაგზავნიან 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას USA2GEORGIA-ს საშუალებით.

ორშაბათიდან www.gls.ge ვებგვერდზე გავხსნით ავტომატურ რეგისტრაციასაც, მანამდე კი საკონტატქო მონაცემები შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@gls.ge

ორივე ეს რესურსი მუშაობს პრაქტიკულად ერთნაირად, განსხვავება ის არის, რომ U ოთახის ნომრის ნაცვლად, თქვენ მოგენიჭებათ ახალი ნომერი B სიმბოლოთი (ბიზნესი). რეგისტრაციისათვის საჭირო იქნება მეორე ელ-ფოსტა. ანუ შედეგად გექნებათ რეგისტრაცია USA2GEORGIA შიც და GLS-შიც. 300 ლარამდე პროდუქციის შემთხვევაში გაგზავნით USA2GEORGIA-ს მისამართზე, ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში GLS-ზე.

Sunday, January 17, 2010

პირადობის მოწმობა აუცილებელი გახდა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 18 იანვრიდან ამანათის გასატანად აუცილებელი იქნება მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მიმღები ნიშნავს პიროვნების სახელს და გვარს რაც აწერია უშუალოდ ამანათზე, მაღაზიის ორიგინალ სტიკერზე - "Shipping Label"

თუ მომღები ვერ მოდის, შეუძლია მის ნდობით აღჭურვილ პირს გამოატანოს პირადობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც შეინახება ჩვენთან, შემდეგ კი მისი წამოღება საჭირო აღარ იქნება.

თუ ამანთზე დაწერილი მიმღების სახელი და გვარი განსხვავდება USA2GEORGIA-ში დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარისგან, მაშინ ამანათის მისაღებად საჭირო იქნება ორივე პიროვნების პირადობა ან პასპორტი.

Lockerz - საჩუქრების ვებსაიტი დაიბლოკება

როგორც ჩანს უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა Lockerz.com ზე სადაც პრაქტიკულად უფასოდ შეიძლება საჩუქრების მიღება. ყველაზე მარტივი მაისურის მიღებაა, რომელსაც lockerz რეგისტრაციის შემდეგ მალევე გადასცემს დარეგისტრირებულ მომხმარებელს. შემდეგ მომხმარებლები ამანათებს გზავნიან ამერიკაში ჩვენს მისამართზე, თბილისში ჩამოსვლისას კი თანხას არ იხდიან და არ მიაქვთ ამანათები რაც კომპანიისთვის პირდაპირი ზარალია.

სამწუხაროდ 18 იანვრიდან, Lockerz.com-დან მიღებული მცირე ზომის ამანათები რომელშიც მაისურია, არ გამოიგზავნება თბილისში და დაბრუნდება უკან მაღაზიაში. სხვა Lockerz-ის ამანათებს შეზღუდვა არ ეხება.

კურდღელს კუდი არ უნდა?

გუშინ საღამოს ერთ-ერთი კურიერი დაბრუნდა ოფისში, დაარიგა ამანათები და ფურცლები მოიტანა. როგორც წესი ამ ფურცლებზე მიტანილი ამანათების ნუსხა და შტრიხ კოდებია ხოლმე, თუმცა ფურცლის მეორე მხარეს ფანქრით დახატული კურდღელი აღმოვაჩინეთ.

- რა არის ეს? ვეკითხებით კურიერს
- კურდღელი
- მერე დოკუმენტებზე რა უნდა კურდღელს?
- რა მექნა აბა, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა დამიტოვა ბავშვი, ახლავე მოვალო. ბავშმა ტირილი დაიწყო და ვართობდი როგორც შემეძლო 30 წუთის განმავლობაში.

ყველაზე სასაცილო კი ამ ამბავში ის არის, რომ აცრემლებული ბავშვი კურდღლის დანახვაზე ცოტა ხნით გაჩერდა, მიუტრიალდა კურიერს და გაოცებული ეკითხება: "კურდღელს კუდი არ უნდა???" და განაგრძო ტირილი.

დატვირთული კვირა დასრულდა

გასული კვირა უპრეცენდენტო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთდროულად 3 რეისის ამანათების გაცემამ და შესაბამისად უამრავი ხალხის მოსვლამ გამოიწვია რიგები. მიუხედავად იმისა, რომ 3 ოპერატორი მუშაობდა და საწყობში 5 თანამშრომელი, რიგი 15-30 წუთის განმავლობაში მაინც არ გადიოდა.
იმედი გვაქვს რეისების გადადება და შესაბამისად ერთად მათი მიღება აღარ მოხდება და მომავალში ჩვეულებისამებრ 5 წუთზე მეტს არ დახარჯავთ რიგში.

შეგახსენებთ, რომ ამანათების გაცემის მეორე დღიდან ქალაქში გადიან კურიერები და არიგებენ ამანათებს. იმის გამო, რომ საწყობში მაინც რჩება ამანათები, დღეს - კვირას 17 იანვარს კურიერები კიდევ იმუშავებენ და დაარიგებენ ამანათებს, ასევე ორშაბათს, ძირითადად ორგანიზაციების მისამართებზე, რაც პრაქტიკულად დაასრულებს ამ დატვირთულ და რთულ კვირას.

Wednesday, January 13, 2010

24, 31 დეკემბრის და 7 იანვრის რეისები

გვინდა გაცნობოთ, რომ 24 და 31 დეკემბერს გამოფრენილი რეისები, ასევე 7 იანვრის რეისი ჩამოფრინა.

ამჟამად მიმდინარეობს მათი დასაწყობება და კონტროლზე აყვანა.
H4914478 ოფისიდან გატანა 15 იანვარს
H4899741 ოფისიდან გატანა 15 იანვარს
H4878604 ოფისიდან გატანა 15 იანვარს

ამანათების გატანა დაიწყება პარასკევს 15 იანვარს, დილის 11 საათიდან ასევე შაბათს 11 საათიდან 4 საათამდე.
ინვოისები გამოიგზავნება ხუთშაბათს 14 იანვარს ღამე.

Saturday, January 9, 2010

რეისები, ზამთრის სეზონი, ახალი ოფისი

მოგახსენებთ, რომ დეკემბრის დაგვიანებული რეისების მიღება დაიწყება ორშაბათიდან. ჯერჯერობით ჩამოფრინდა 17 დეკემბრის რეისი. 24 და 31-ის რეისების მიღება იგეგმება ხუთშაბათ-პარასკევს, რასაც დაემატება 7 იანვარს გამოგზავნილი რეისიც რომელიც ასევე მომდევნო კვირაში შემოვა. დაზუსტებული თარიღების მიღებისთანავე ჩვენ მას ბლოგზე გამოვაქვეყნებთ მარჯვენა მხარეს რეისების სტატუსში.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ რეგულარული რეისები განახლდა, ზამთრის დატვირთულმა სეზონმა გადაიარა და ვიმედოვნებთ შეფერხებები აღარ იქნება ავია კომპანიებში.

მიცკევიჩის ქ. 14-ში მოვაწყვეთ ახალი ოფისი და ამანათების გამცემი პუნქტი. რაიმე განსაკუთრებულობით ის არ გამოირჩევა, მაგრამ იმედი გვაქვს ამანათების გაცემა უფრო სწრაფად და კომფორტულად მოხდება რადგან ერთდროულად 3 ოპერატორი იმუშავებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის!

TBC Pay გადახდის შესახებ

მომხმარებლების თხოვნით, TBC Pay-ის აპარატებში უკვე შესაძლებელია დავალიანების ნახვა. ამისათვის აპარატში განყოფილებაში სხვადასხვა, მოძებნეთ USA2GEORGIA-ს ლოგო, შემდეგ აკრიფეთ თქვენი ხუთ ციფრიანი U ნომერი.
დავალიანება უკვე შეიცავს TBC Pay-ის 4%-იან საკომისიოსაც.

Friday, January 1, 2010

როგორ მუშაობს ამაზონის საწყობი - ვიდეო

საინტერესოა ვიდეოა ისიამოვნეთ :)

TBC ბანკით გადახდების საკომისიო შემცირდა

თიბისი ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად შემცირდა ბანკის საკომისიო და ბანკში ნაცვლად .90 თეთრისა მომხმარებლებს გადასახდელი ექნებათ .50 თეთრი, ხოლო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას .28 თეთრი.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ თიბისი ბანკს გულისხმიერებისთვის რადგან გაითვალისწინეს ჩვენი და მომხმარებელთა თხოვნა.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია USA2GEORGIA-ს გადახდების ჩართვა სხვა ბანკებშიც.

amazon