USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, October 29, 2009

ბალანსის შევსება VISA/MASTER CARD -ის მეშვეობით

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბალანსის შევსება უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული ბანკის VISA ან MASTER CARD -ის მეშვეობითაც. მომსახურებას ქართუ ბანკი ანხორციელებს და ტრანზაქციის საკომისიო 2.5%-ს შეადგენს.
მოგეხსენებათ პლასტიკური ბარათით გადახდა რაოდენ მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან. აღარ მოგიწევთ ბანკში სიარული და ქვითრების წარდგენაც.

ბალანსის შესავსებათ, ამანათების მართვის პანელიდან, დააჭირეთ "ბალანსის შევსება" ბმულს, შემდეგ შეიტანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ. გაიხსნება ქართუ ბანკის გვერდი, სადაც უნდა ჩაწეროთ პლასტიკური ბარათის ნომერი და დამცავი 3 ციფრიანი კოდი CVV2, რომელიც ბარათის უკანა მხარეს აწერია.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში, თვენს ბალანსზე გაჩნდება თანხა.

ახლო მომავალში სისტემას დაემატება კიდევ რამოდენიმე გადახდის მეთოდი.

Monday, October 26, 2009

გადახდის საშუალებები, TBCPAY და ბალანსის შევსება

2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში გაჩნდა ახალი ფუნქცია - ბალანსის შევსება.ტრადიციულ - ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც.ინსტრუქცია მარტივია: TBCPAY -ს აპარატებში, განყოფილებაში "სხვადასხვა", აირჩიეთ USA2GEORGIA, შემდეგ შეიტანეთ თქვენი ხუთნიშნა ოთახის ნომერი და შეავსეთ თანხა. თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ბალანსზე USA2GEORGIA-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.
მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსი საკმარისი არ არის ინვოისის თანხის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ TBCPAY -ის მომენტალური გადახდის აპარატით თანხის შეტანის საკომისიო 4%-ია. ანუ თუ თქვენ ჩრიცხავთ 50 ლარს, ბალანსზე დაგიჯდებათ 48 ლარი.
ახლო მომავალში იგეგმება პლასტიკური ბარათის და სხვა მომანტალური გადახდის აპარატების ჩართვაც.

Thursday, October 22, 2009

გადაფუთვის სერვისი და რჩევა USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი სერვისი - ამანათების შემცირება ითვალისწინებს მოცულობით დიდი ამანათის ზომაში შემცირებას და დაპატარავებას. ეს სერვისი უფასოა მომხმარებლებისათვის. თუ ამანათში ერთი ან ორი პროდუქციის ყუთია - მაგალითად ფეხსაცმლის, როგორც წესი, საფოსტო ამანათიდან ამერიკაშივე ხდება პროდუქციის ყუთის ამოღება, ზედ ორიგინალი შტრიხ კოდის დაწებება და ისე გამოგზავნა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ამანათის მოცულობითი წონა.

სხვა შემთხვევებში - თუ ამანათის ყუთი დიდია და შიგნით სიცარიელე, ხდება ამგვარი ყუთების დაპატარავება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. აღნიშნული მანიპულაცია ცხადია არ კეთდება ადვილად მსხვრევად ან ფაქიზ ელექტრო ტექნიკაზე უსაფრთხოების მიზნით.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, ხდება მოცულობითი წონის დაანგარიშება რაც ჩვენი გადაფუთვის სერვისის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის მოცულობითი წონა უფრო მეტია ვიდრე მისი რეალური წონა.

მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, შეგვიძლია თუ არა ჩვენ პროდუქციის ყუთების გახსნა და ამგვარად მისი შემცირება იქვე ამერიკაში? სამწუხაროდ ეს შეუძლებელია რადგან ზოგიერთი პროდუქცია ადვილად ზიანდება მისი გადაკეცვისას, მაგალითად: ტყავის, დუტის, ხავერდის, ზამშის ქურთუკები, ან პიჯაკი, ასევე ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი და ა.შ.

ჩვენ გირჩევთ, პროდუქციის გამოწერისას, დაუკავშირდეთ მაღაზიას და მისწეროთ, რომ ამანათი ყუთის ნაცვლად მოათავსონ საფოსტო პარკში. ასეთ შემთხვევაში მაღაზია თვითონ განსაზღვრავს შეიძლება თუ არა კონკრეტული პროდუქციის ტრანსპორტირება ამგვარი შეფუთვით. თბილისში ჩამოსვლისას კი მოხდება მხოლოდ მისი რეალური წონის დაანგარიშება. ასეთი შეფუთვა ეფექტური იქნება ძირითადად ტანსაცმლისთვის. ხშირ შემთხვევაში მაღაზიები გაითვალისწინებენ თქვენს თხოვნას.

Monday, October 12, 2009

USA2GEORGIA - რეგულარული რეისები განახლდა

შენიშნავდით, რომ ბოლო 3 რეისი დაგვიანების გარეშე ერთი კვირის ინტერვალით რეგულარულად ჩამოდის. მას შემდეგ რაც ამერიკაში ერთ-ერთმა ავია კომპანიამ 3-ჯერ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა და დაგვიანებით მოგვაწოდა ტვირთი, ჩვენ შევწყვიტეთ მათთან ხელშეკრულება.

გაფორმდა ხელშეკრულება ახალ ავია კომპანიასთან და იმედი გვაქვს ამიერიდან რეისების დროული ჩამოფრენა სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

amazon