USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Tuesday, December 22, 2009

17 დეკემბრის - H4870330, 24 და 31 დეკემბრის რეისების შესახებ

29 დეკემბრის მონაცემებით, რეისი ჩამოფრინდება 7 იანვარს, ტვირთის აეროპორტიდან გამოტანა მოხდება 8 იანვარს რადგან 7-ში საბაჟო არ იმუშავებს. პარასკევს და შაბათს 9-10 რიცხვებში მოხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლოდ ორშაბათს 11 იანვრიდან ამანათების გაცემა. 24 დეკემბრის რეისიც 7 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა მისი გამოტანა 1 დღის ინტერვალით მოხდება და შესაბამისად არ შეიკრიბება. დამატებით კიდევ გაცნობებთ დეტალებს.
=============================================
სამწუხაროდ ხუთშაბათს 17 დეკემბერს გამოგზავნილი რეისი H4870330 იგვიანებს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა დღეს ჩამოფრინდება ეს რეისი. სავარაუდოთ იგვიანებს რამოდენიმე დღით. სიახლის შემთხვევაში გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციას.

24 და 31 დეკემბერს გამოსაგზავნი რეისები უკვე გადავა ახალ წელს, მათი მიღება მოხდება 7 იანვრის შემდეგ.


შეფერხებები გამოწვეულია ავია კომპანიების ზამთრის დატვირთული განრიგით. შესაძლო შეფერხებების შესახებ ჩვენ წინასწარ გავავრცელეთ ინფორმაცია. ამერიკაში ჩვენი სათაო ოფისი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოინახოს რაიმე ალტერნატიული ავია რეისი თავისუფალი სატვირთო სივრცით რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მომდევნო რეისების საქართველოში გადმოზიდვა.



8 comments:

tabunia said...

მოუთმენლად ველით რეისს H4870330.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ Just-In-Time management–ისა და ოპერატიული სერვისისათვის. იმედია, მომავალშიც ასე მოწოდების სიმაღლეზე იქნებით :)

Soso said...

მესმის ძალიან კარგად შექმნილი სიტუაციის. დაგვიანება შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს ამ ეტაპზე, როგორც ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 300 ლარზე მეტის შეკვეთა გვიგროვდება. რაც ძალზედ პრობლემურია ჩემთვის. იმედს ვიტოვებ, რომ გადაანაწილებთ რეისებს ისე, რომ ყოვლად უაზრო დღგ არ გადავიხადო. თქვენს წერილში ნახსენებია, რომ დაგვიანების შესახებ ადრევე გამცნეთო. მეც ადრევე მოგმართავთ თხოვნით, რომ ფასის გადაჭარბება გააკონტროლოთ. პასუხისიმგებლობა ამ შემთხვევაში თქვენს მხარესაა. 9 დეკემბერს შეკვეთილი 7 იანვარს რომ ჩამოვა, დღგ–ს გადახდის არანაირი სურვილი არ მექნება!

temo said...

უკვე რამდენიმე თვეა usa2georgia-თი ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ტრიფიც კარგი აქვთ პირობებიც ნუ ყველაფერი იდეალურად აქვთ.

:)

shotaflex said...

რეისის დაგვიანება დიდი ტრაგედია არ არის, მით უმეტეს რომ ამას მუდმივი ხასიათი არ აქვს. თუმცა ასევე მოუთმენლად ველი მეც 17 დეკემბრის რეისს:)

სხვა მსგავს ფირმებთან შედარებით, რომლებიც იგივე საქმიანობით არიან დაკავებულები, usa2georgia-ს მომსახურების დონე გაცილებით მაღალ დონეზეა. ასე გააგრძელეთ!! :)

proman said...

სოსო ამ დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით, საბაჟოს თემაზე მე გადავრეკე და ასე მითხრეს რომ ამანათების გამოტანა მოხდება 24 საათის ინტერვალით, ისე რომ რეისები არ შეიკრიბება და განბაჟება არ მოუწევს.

Tiko said...

namdvilad chamova tu ara 11 ianvars reisi nomrit - H4878604??? ukve dzalian didi xania velodebit :( da rodis ikneba realurad shesadzlebeli amanatis ageba?

a-lesh-a said...

sad aris es reisi? ukve 8 ianvaria...daikarga tu ra mouvida?

levani said...

dzalian kmakofili var tqveni servisit. namdvilad ar movelodi. ase gaagrdzelet, carmatebebs gisurvebt.

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com