USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, December 31, 2009

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას და ჯამრთელობას!
საუკეთესო სურვილებით

USA2GEORGIA - GLS Group

Tuesday, December 22, 2009

17 დეკემბრის - H4870330, 24 და 31 დეკემბრის რეისების შესახებ

29 დეკემბრის მონაცემებით, რეისი ჩამოფრინდება 7 იანვარს, ტვირთის აეროპორტიდან გამოტანა მოხდება 8 იანვარს რადგან 7-ში საბაჟო არ იმუშავებს. პარასკევს და შაბათს 9-10 რიცხვებში მოხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლოდ ორშაბათს 11 იანვრიდან ამანათების გაცემა. 24 დეკემბრის რეისიც 7 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა მისი გამოტანა 1 დღის ინტერვალით მოხდება და შესაბამისად არ შეიკრიბება. დამატებით კიდევ გაცნობებთ დეტალებს.
=============================================
სამწუხაროდ ხუთშაბათს 17 დეკემბერს გამოგზავნილი რეისი H4870330 იგვიანებს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა დღეს ჩამოფრინდება ეს რეისი. სავარაუდოთ იგვიანებს რამოდენიმე დღით. სიახლის შემთხვევაში გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციას.

24 და 31 დეკემბერს გამოსაგზავნი რეისები უკვე გადავა ახალ წელს, მათი მიღება მოხდება 7 იანვრის შემდეგ.


შეფერხებები გამოწვეულია ავია კომპანიების ზამთრის დატვირთული განრიგით. შესაძლო შეფერხებების შესახებ ჩვენ წინასწარ გავავრცელეთ ინფორმაცია. ამერიკაში ჩვენი სათაო ოფისი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოინახოს რაიმე ალტერნატიული ავია რეისი თავისუფალი სატვირთო სივრცით რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მომდევნო რეისების საქართველოში გადმოზიდვა.



Friday, December 18, 2009

USA2GEORGIA გადავიდა ახალ მისამართზე!

გაცნობებთ, რომ ჩვენი მისამართი შეიცვალა და გადავიდა საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ. 14-ში, ყოფილი საქართველოს ბანკის ადგილას. ამავე მისამართზე იქნება განთავსებული საწყობიც.
სულ მალე ოფისი ახლებურად მოეწყობა, რათა მომსახურება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს მომხმარებლებისათვის და მოსული სტუმრებისთვის.

Tuesday, December 15, 2009

რეისების საშობაო და საახალწლო განრიგი

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკიდან საქართველოში ავია რეისის გამოგზავნის დღე ხუთშაბათია.

დღეს მივიღეთ ავია კომპანიიდან დასვენების დღეების განრიგი და გვინდა გაცნობოთ, რომ 17 დეკემბრის რეისი ჩვეულებრივად გამოიგზავნება, ხოლო 24 და 31 დეკემბრის რეისი გადაიდება და გამოიგზავნება 7 იანვრის რეისთან ერთად.

ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ 24 დეკემბრის რეისი რამენაირად სხვა ავია ხაზებით მაინც გამოვგზავნოთ, თუმცა ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს.

იმის მიუხედავად, რომ თვითფრინავი შეიძლება ჩამოფრინდეს 31 დეკემბერს, სავარაუდოთ თბილსში საბაჟოზე და აეროპორტში რამოდენიმე დღით გახანგრძლივდება საბაჟო პროცედურები და ტვირთის გამოტანაც დასვენების დღეების გამო. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ რაიმე საჩქაროთ გაქვთ შესაკვეთი და მისაღები, სასურველია ისე გააკეთოთ რომ ამანათები 17 დეკემბრამდე მივიდეს ამერიკაში რომ 17 დეკემბრის რეისით გამოიგზავნოს.

Tuesday, December 8, 2009

ამანათების მიღების ახალი განრიგი ზამთრის სეზონისთვის

ზამთრის დატვირთულ სეზონთან დაკავშირებით, შეიცვალა ამანათების მიღების განრიგი.

ამანათების საწყობიდან გაცემა
ხუთშაბათი: 12:00 - 18:00
პარასკევი: 12:00 - 18:00
ორშაბათი: 12:00 - 18:00

დარჩენილი ამანათებისთვის საკურიერო სერვისი: პარასკევი, შაბათი.

Saturday, December 5, 2009

ზამთრის სეზონი, ფასდაკლებები და რეისები

მოგეხსენებათ თითქმის ყველა მაღაზია როგორც წესი ზამთრის სეზონთან დაკავშირებით აწყობს გრანდიოზულ ფასდაკლებებს, ეს ცხადია იწვევს ამანათების რაოდენობის ზრდას მსოფლიოს ყველა მიმართულებით. ეს სეზონი სატრანსპორტო ბიზნესში ყველაზე მეტად დატვირთულია, ავია რეისები კი მაქსიმალურად გადავსებული.

ჩვენ დღეს მივიღეთ შეტყობინება ამერიკის სათაო ოფისიდან, რომ შესაძლოა ხანდახან ამ ფაქტის გამო 2 დღით დაგვიანდეს ამანათების ჩამოსვლა მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ანუ ოთხშაბათის ნაცვლად შეიძლება ამანათები იყოს პარასკევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგვიანება ძალზედ იშვიათად ან საერთოდ არ მოხდეს, თუმცა მაინც ვამჯობინეთ თქვენი წინასწარ ინფორმირება.

Tuesday, December 1, 2009

მომენტალური გადახდები თი-ბი-სი ბანკიდან და სატელეფონო ბანკინგი

გვინდა გაცნობოთ, რომ 2 დეკემბრიდან თი-ბი-სი ბანკში შესაძლებელია ბალანსზე თანხის შეტანა როგორც კომუნალური გადასახადი. ეს საშუალებას მოგცემთ ბალანსი ნემისმიერ დროს შეავსოთ, ასევე თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ბალანსზე, რაც თავისთავად გამორიცხავს დაგვიანებას ამანათების დარიგებისას.

იმისათვის რომ შეიტანოთ თანხა, საჭიროა უბრალოდ იცოდეთ თქვენი ოთახის U ნომერი (ბანკში აბონენტის ნომერსაც ეძახიან), შემდეგ ბანკის ოპერატორთან მოითხოვოთ კომუნალური გადასახადის გადახდა "აშშ2საქართველო"-ზე. თუ იმ მომენტისთვის გექნებათ რაიმე ინვოისი გადასახდელი, ოპერატორი თვითონ გეტყვით გადასახდელ თანხას. შეტანილი თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ბალანსზე და მოხდება ინვოისის გადახდა. თანხა წინასწარაც შეგიძიათ დადოთ ბალანსზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკის მომსახურების საკომისიო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას 50 თეთრია, ხოლო ოპერატორთან ბანკში გადახდისას 90 თეთრი. ამჟამად მიმდინარეობს ბანკთან მოლაპარაკებები საკომისიოს დაწევის შესახებ, რაზეც დამატებით გავავრცელებთ ინფორმაციას.

ახლო მომავალში კიდევ გვექნება სიახლეები გადახდის საშუალებებთან დაკავშირებით.