USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, October 22, 2009

გადაფუთვის სერვისი და რჩევა USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი სერვისი - ამანათების შემცირება ითვალისწინებს მოცულობით დიდი ამანათის ზომაში შემცირებას და დაპატარავებას. ეს სერვისი უფასოა მომხმარებლებისათვის. თუ ამანათში ერთი ან ორი პროდუქციის ყუთია - მაგალითად ფეხსაცმლის, როგორც წესი, საფოსტო ამანათიდან ამერიკაშივე ხდება პროდუქციის ყუთის ამოღება, ზედ ორიგინალი შტრიხ კოდის დაწებება და ისე გამოგზავნა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ამანათის მოცულობითი წონა.

სხვა შემთხვევებში - თუ ამანათის ყუთი დიდია და შიგნით სიცარიელე, ხდება ამგვარი ყუთების დაპატარავება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. აღნიშნული მანიპულაცია ცხადია არ კეთდება ადვილად მსხვრევად ან ფაქიზ ელექტრო ტექნიკაზე უსაფრთხოების მიზნით.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, ხდება მოცულობითი წონის დაანგარიშება რაც ჩვენი გადაფუთვის სერვისის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის მოცულობითი წონა უფრო მეტია ვიდრე მისი რეალური წონა.

მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, შეგვიძლია თუ არა ჩვენ პროდუქციის ყუთების გახსნა და ამგვარად მისი შემცირება იქვე ამერიკაში? სამწუხაროდ ეს შეუძლებელია რადგან ზოგიერთი პროდუქცია ადვილად ზიანდება მისი გადაკეცვისას, მაგალითად: ტყავის, დუტის, ხავერდის, ზამშის ქურთუკები, ან პიჯაკი, ასევე ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი და ა.შ.

ჩვენ გირჩევთ, პროდუქციის გამოწერისას, დაუკავშირდეთ მაღაზიას და მისწეროთ, რომ ამანათი ყუთის ნაცვლად მოათავსონ საფოსტო პარკში. ასეთ შემთხვევაში მაღაზია თვითონ განსაზღვრავს შეიძლება თუ არა კონკრეტული პროდუქციის ტრანსპორტირება ამგვარი შეფუთვით. თბილისში ჩამოსვლისას კი მოხდება მხოლოდ მისი რეალური წონის დაანგარიშება. ასეთი შეფუთვა ეფექტური იქნება ძირითადად ტანსაცმლისთვის. ხშირ შემთხვევაში მაღაზიები გაითვალისწინებენ თქვენს თხოვნას.

No comments:

Post a Comment

დახმარებისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ წერილი ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com

amazon