Thursday, October 29, 2009
ბალანსის შევსება VISA/MASTER CARD -ის მეშვეობით
მოგეხსენებათ პლასტიკური ბარათით გადახდა რაოდენ მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან. აღარ მოგიწევთ ბანკში სიარული და ქვითრების წარდგენაც.
ბალანსის შესავსებათ, ამანათების მართვის პანელიდან, დააჭირეთ "ბალანსის შევსება" ბმულს, შემდეგ შეიტანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ. გაიხსნება ქართუ ბანკის გვერდი, სადაც უნდა ჩაწეროთ პლასტიკური ბარათის ნომერი და დამცავი 3 ციფრიანი კოდი CVV2, რომელიც ბარათის უკანა მხარეს აწერია.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში, თვენს ბალანსზე გაჩნდება თანხა.
ახლო მომავალში სისტემას დაემატება კიდევ რამოდენიმე გადახდის მეთოდი.
Monday, October 26, 2009
გადახდის საშუალებები, TBCPAY და ბალანსის შევსება
მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსი საკმარისი არ არის ინვოისის თანხის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ TBCPAY -ის მომენტალური გადახდის აპარატით თანხის შეტანის საკომისიო 4%-ია. ანუ თუ თქვენ ჩრიცხავთ 50 ლარს, ბალანსზე დაგიჯდებათ 48 ლარი.
ახლო მომავალში იგეგმება პლასტიკური ბარათის და სხვა მომანტალური გადახდის აპარატების ჩართვაც.
Thursday, October 22, 2009
გადაფუთვის სერვისი და რჩევა USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს


სხვა შემთხვევებში - თუ ამანათის ყუთი დიდია და შიგნით სიცარიელე, ხდება ამგვარი ყუთების დაპატარავება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. აღნიშნული მანიპულაცია ცხადია არ კეთდება ადვილად მსხვრევად ან ფაქიზ ელექტრო ტექნიკაზე უსაფრთხოების მიზნით.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, ხდება მოცულობითი წონის დაანგარიშება რაც ჩვენი გადაფუთვის სერვისის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის მოცულობითი წონა უფრო მეტია ვიდრე მისი რეალური წონა.
მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, შეგვიძლია თუ არა ჩვენ პროდუქციის ყუთების გახსნა და ამგვარად მისი შემცირება იქვე ამერიკაში? სამწუხაროდ ეს შეუძლებელია რადგან ზოგიერთი პროდუქცია ადვილად ზიანდება მისი გადაკეცვისას, მაგალითად: ტყავის, დუტის, ხავერდის, ზამშის ქურთუკები, ან პიჯაკი, ასევე ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი და ა.შ.
ჩვენ გირჩევთ, პროდუქციის გამოწერისას, დაუკავშირდეთ მაღაზიას და მისწეროთ, რომ ამანათი ყუთის ნაცვლად მოათავსონ საფოსტო პარკში. ასეთ შემთხვევაში მაღაზია თვითონ განსაზღვრავს შეიძლება თუ არა კონკრეტული პროდუქციის ტრანსპორტირება ამგვარი შეფუთვით. თბილისში ჩამოსვლისას კი მოხდება მხოლოდ მისი რეალური წონის დაანგარიშება. ასეთი შეფუთვა ეფექტური იქნება ძირითადად ტანსაცმლისთვის. ხშირ შემთხვევაში მაღაზიები გაითვალისწინებენ თქვენს თხოვნას.
Monday, October 12, 2009
USA2GEORGIA - რეგულარული რეისები განახლდა
გაფორმდა ხელშეკრულება ახალ ავია კომპანიასთან და იმედი გვაქვს ამიერიდან რეისების დროული ჩამოფრენა სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.