USA2GEORGIA: საინფორმაციო ბლოგი

Thursday, December 31, 2009

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას და ჯამრთელობას!
საუკეთესო სურვილებით

USA2GEORGIA - GLS Group

Tuesday, December 22, 2009

17 დეკემბრის - H4870330, 24 და 31 დეკემბრის რეისების შესახებ

29 დეკემბრის მონაცემებით, რეისი ჩამოფრინდება 7 იანვარს, ტვირთის აეროპორტიდან გამოტანა მოხდება 8 იანვარს რადგან 7-ში საბაჟო არ იმუშავებს. პარასკევს და შაბათს 9-10 რიცხვებში მოხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლოდ ორშაბათს 11 იანვრიდან ამანათების გაცემა. 24 დეკემბრის რეისიც 7 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა მისი გამოტანა 1 დღის ინტერვალით მოხდება და შესაბამისად არ შეიკრიბება. დამატებით კიდევ გაცნობებთ დეტალებს.
=============================================
სამწუხაროდ ხუთშაბათს 17 დეკემბერს გამოგზავნილი რეისი H4870330 იგვიანებს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა დღეს ჩამოფრინდება ეს რეისი. სავარაუდოთ იგვიანებს რამოდენიმე დღით. სიახლის შემთხვევაში გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციას.

24 და 31 დეკემბერს გამოსაგზავნი რეისები უკვე გადავა ახალ წელს, მათი მიღება მოხდება 7 იანვრის შემდეგ.


შეფერხებები გამოწვეულია ავია კომპანიების ზამთრის დატვირთული განრიგით. შესაძლო შეფერხებების შესახებ ჩვენ წინასწარ გავავრცელეთ ინფორმაცია. ამერიკაში ჩვენი სათაო ოფისი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოინახოს რაიმე ალტერნატიული ავია რეისი თავისუფალი სატვირთო სივრცით რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მომდევნო რეისების საქართველოში გადმოზიდვა.



Friday, December 18, 2009

USA2GEORGIA გადავიდა ახალ მისამართზე!

გაცნობებთ, რომ ჩვენი მისამართი შეიცვალა და გადავიდა საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ. 14-ში, ყოფილი საქართველოს ბანკის ადგილას. ამავე მისამართზე იქნება განთავსებული საწყობიც.
სულ მალე ოფისი ახლებურად მოეწყობა, რათა მომსახურება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს მომხმარებლებისათვის და მოსული სტუმრებისთვის.

Tuesday, December 15, 2009

რეისების საშობაო და საახალწლო განრიგი

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკიდან საქართველოში ავია რეისის გამოგზავნის დღე ხუთშაბათია.

დღეს მივიღეთ ავია კომპანიიდან დასვენების დღეების განრიგი და გვინდა გაცნობოთ, რომ 17 დეკემბრის რეისი ჩვეულებრივად გამოიგზავნება, ხოლო 24 და 31 დეკემბრის რეისი გადაიდება და გამოიგზავნება 7 იანვრის რეისთან ერთად.

ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ 24 დეკემბრის რეისი რამენაირად სხვა ავია ხაზებით მაინც გამოვგზავნოთ, თუმცა ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს.

იმის მიუხედავად, რომ თვითფრინავი შეიძლება ჩამოფრინდეს 31 დეკემბერს, სავარაუდოთ თბილსში საბაჟოზე და აეროპორტში რამოდენიმე დღით გახანგრძლივდება საბაჟო პროცედურები და ტვირთის გამოტანაც დასვენების დღეების გამო. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ რაიმე საჩქაროთ გაქვთ შესაკვეთი და მისაღები, სასურველია ისე გააკეთოთ რომ ამანათები 17 დეკემბრამდე მივიდეს ამერიკაში რომ 17 დეკემბრის რეისით გამოიგზავნოს.

Tuesday, December 8, 2009

ამანათების მიღების ახალი განრიგი ზამთრის სეზონისთვის

ზამთრის დატვირთულ სეზონთან დაკავშირებით, შეიცვალა ამანათების მიღების განრიგი.

ამანათების საწყობიდან გაცემა
ხუთშაბათი: 12:00 - 18:00
პარასკევი: 12:00 - 18:00
ორშაბათი: 12:00 - 18:00

დარჩენილი ამანათებისთვის საკურიერო სერვისი: პარასკევი, შაბათი.

Saturday, December 5, 2009

ზამთრის სეზონი, ფასდაკლებები და რეისები

მოგეხსენებათ თითქმის ყველა მაღაზია როგორც წესი ზამთრის სეზონთან დაკავშირებით აწყობს გრანდიოზულ ფასდაკლებებს, ეს ცხადია იწვევს ამანათების რაოდენობის ზრდას მსოფლიოს ყველა მიმართულებით. ეს სეზონი სატრანსპორტო ბიზნესში ყველაზე მეტად დატვირთულია, ავია რეისები კი მაქსიმალურად გადავსებული.

ჩვენ დღეს მივიღეთ შეტყობინება ამერიკის სათაო ოფისიდან, რომ შესაძლოა ხანდახან ამ ფაქტის გამო 2 დღით დაგვიანდეს ამანათების ჩამოსვლა მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ანუ ოთხშაბათის ნაცვლად შეიძლება ამანათები იყოს პარასკევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგვიანება ძალზედ იშვიათად ან საერთოდ არ მოხდეს, თუმცა მაინც ვამჯობინეთ თქვენი წინასწარ ინფორმირება.

Tuesday, December 1, 2009

მომენტალური გადახდები თი-ბი-სი ბანკიდან და სატელეფონო ბანკინგი

გვინდა გაცნობოთ, რომ 2 დეკემბრიდან თი-ბი-სი ბანკში შესაძლებელია ბალანსზე თანხის შეტანა როგორც კომუნალური გადასახადი. ეს საშუალებას მოგცემთ ბალანსი ნემისმიერ დროს შეავსოთ, ასევე თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ბალანსზე, რაც თავისთავად გამორიცხავს დაგვიანებას ამანათების დარიგებისას.

იმისათვის რომ შეიტანოთ თანხა, საჭიროა უბრალოდ იცოდეთ თქვენი ოთახის U ნომერი (ბანკში აბონენტის ნომერსაც ეძახიან), შემდეგ ბანკის ოპერატორთან მოითხოვოთ კომუნალური გადასახადის გადახდა "აშშ2საქართველო"-ზე. თუ იმ მომენტისთვის გექნებათ რაიმე ინვოისი გადასახდელი, ოპერატორი თვითონ გეტყვით გადასახდელ თანხას. შეტანილი თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ბალანსზე და მოხდება ინვოისის გადახდა. თანხა წინასწარაც შეგიძიათ დადოთ ბალანსზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკის მომსახურების საკომისიო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას 50 თეთრია, ხოლო ოპერატორთან ბანკში გადახდისას 90 თეთრი. ამჟამად მიმდინარეობს ბანკთან მოლაპარაკებები საკომისიოს დაწევის შესახებ, რაზეც დამატებით გავავრცელებთ ინფორმაციას.

ახლო მომავალში კიდევ გვექნება სიახლეები გადახდის საშუალებებთან დაკავშირებით.

Monday, November 23, 2009

გილოცავთ გიორგობას.

GLS ჯგუფი გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს!

Sunday, November 8, 2009

Amazon-ის პროდუქცია და USA2GEORGIA

ორიოდე თვის წინ სატესტო რეჟიმში ჩართული ამაზონის მაღაზია განახლდა http://amazon.usa2georgia.com

ეს არის ამაზონის კატალოგი, განთავსებული ჩვენს ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ ასეულობით ათასი პროდუქტის შეძენა. ინსტრუქცია მარტივია: მოძებნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და დაამატეთ კალათს, შემდეგ Checkout- ღილაკზე დაჭერით გახსენით უშუალოდ Amazon-ის ვებ-გვერდი, ჩაწერეთ ელ-ფოსტა და პაროლი, თუ რეგისტრაცია ჯერ არ გაგიკეთებიათ დარეგისტრირდით, დაამატეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები და დაასრულეთ შეკვეთა.

http://amazon.usa2georgia.com ზე პროდუქციის შეძენისას, USA2GEORGIA გადმოგცემთ სასაჩუქრე ფასდაკლების ქულებს, რის შესახებაც დამატებით გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას უახლოეს დღეებში.

Tuesday, November 3, 2009

რა პროდუქციის შემოტანა შეგიძლიათ?

2009 წლის 1 ნოემბრიდან ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:

  • ისრები, მშვილდი, არბალეტი და მათი აქსესუარები
  • საკვები დანამატები სპორტსმენებისათვის.
  • ვიტამინები და მედიკამენტები რომლებიც არ საჭიროებს სპეციალურ რეცეპტს ან ნებართვას საქართველოში მისი შემოტანისთვის.
  • პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე
  • აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები ოპტიკური სამიზნის
  • ფეინთბოლის თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე
  • წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები.
  • კრემი, პარფუმერული პროდუქცია რომელიც აალებადი არ არის


შეზღუდვაში რჩება შემდეგი სახის პროდუქცია:

  • სუნამო, "სფრეი"
  • საბურავები
  • საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ.
  • საკვები პროდუქცია – ნებისმიერი ფორმით და შეფუთვით.
  • ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
  • ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
  • ტოქსიკური ნივთიერებები
  • ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
  • თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
  • ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
  • ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
  • რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მიუხედავად, საბაჟოს აქვს უფლება შეაჩეროს ამანათის შემოტანა და მოითხოვოს დამატებითი განმარტებები მიმღებისგან: მაგ. ორიგინალი ინვოისი დაბალი ფასის დადასტურებისთვის ან რაიმე სახის სპეციალური ნებართვა პროდუქციის შემოტანისთვის (მაგ.: ფიტო, ფორმა 100 და ა.შ.). ყოველთვის მისწერეთ მაღაზიას წინასწარ, რომ ამანათში ჩადონ ორიგინალი ინვოისი ფასებით, ასევე შეავსეთ პროდუქციის დასახელება და ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე მიღებული ამანათების განყოფილებაში.

თუ თქვენ მაინც გამოგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდულ პროდუქციას, სამწუხაროდ ჩვენ საბაჟო აკრძალვების შესახებ პროცედურებს ვერ ვაკონტროლებთ და პროდუქციის კონფისკაციაზეც ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები.

Thursday, October 29, 2009

ბალანსის შევსება VISA/MASTER CARD -ის მეშვეობით

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბალანსის შევსება უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული ბანკის VISA ან MASTER CARD -ის მეშვეობითაც. მომსახურებას ქართუ ბანკი ანხორციელებს და ტრანზაქციის საკომისიო 2.5%-ს შეადგენს.
მოგეხსენებათ პლასტიკური ბარათით გადახდა რაოდენ მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან. აღარ მოგიწევთ ბანკში სიარული და ქვითრების წარდგენაც.

ბალანსის შესავსებათ, ამანათების მართვის პანელიდან, დააჭირეთ "ბალანსის შევსება" ბმულს, შემდეგ შეიტანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ. გაიხსნება ქართუ ბანკის გვერდი, სადაც უნდა ჩაწეროთ პლასტიკური ბარათის ნომერი და დამცავი 3 ციფრიანი კოდი CVV2, რომელიც ბარათის უკანა მხარეს აწერია.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში, თვენს ბალანსზე გაჩნდება თანხა.

ახლო მომავალში სისტემას დაემატება კიდევ რამოდენიმე გადახდის მეთოდი.

Monday, October 26, 2009

გადახდის საშუალებები, TBCPAY და ბალანსის შევსება

2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში გაჩნდა ახალი ფუნქცია - ბალანსის შევსება.ტრადიციულ - ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც.ინსტრუქცია მარტივია: TBCPAY -ს აპარატებში, განყოფილებაში "სხვადასხვა", აირჩიეთ USA2GEORGIA, შემდეგ შეიტანეთ თქვენი ხუთნიშნა ოთახის ნომერი და შეავსეთ თანხა. თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ბალანსზე USA2GEORGIA-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.
მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსი საკმარისი არ არის ინვოისის თანხის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ TBCPAY -ის მომენტალური გადახდის აპარატით თანხის შეტანის საკომისიო 4%-ია. ანუ თუ თქვენ ჩრიცხავთ 50 ლარს, ბალანსზე დაგიჯდებათ 48 ლარი.
ახლო მომავალში იგეგმება პლასტიკური ბარათის და სხვა მომანტალური გადახდის აპარატების ჩართვაც.

Thursday, October 22, 2009

გადაფუთვის სერვისი და რჩევა USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი სერვისი - ამანათების შემცირება ითვალისწინებს მოცულობით დიდი ამანათის ზომაში შემცირებას და დაპატარავებას. ეს სერვისი უფასოა მომხმარებლებისათვის. თუ ამანათში ერთი ან ორი პროდუქციის ყუთია - მაგალითად ფეხსაცმლის, როგორც წესი, საფოსტო ამანათიდან ამერიკაშივე ხდება პროდუქციის ყუთის ამოღება, ზედ ორიგინალი შტრიხ კოდის დაწებება და ისე გამოგზავნა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ამანათის მოცულობითი წონა.

სხვა შემთხვევებში - თუ ამანათის ყუთი დიდია და შიგნით სიცარიელე, ხდება ამგვარი ყუთების დაპატარავება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. აღნიშნული მანიპულაცია ცხადია არ კეთდება ადვილად მსხვრევად ან ფაქიზ ელექტრო ტექნიკაზე უსაფრთხოების მიზნით.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, ხდება მოცულობითი წონის დაანგარიშება რაც ჩვენი გადაფუთვის სერვისის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის მოცულობითი წონა უფრო მეტია ვიდრე მისი რეალური წონა.

მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, შეგვიძლია თუ არა ჩვენ პროდუქციის ყუთების გახსნა და ამგვარად მისი შემცირება იქვე ამერიკაში? სამწუხაროდ ეს შეუძლებელია რადგან ზოგიერთი პროდუქცია ადვილად ზიანდება მისი გადაკეცვისას, მაგალითად: ტყავის, დუტის, ხავერდის, ზამშის ქურთუკები, ან პიჯაკი, ასევე ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი და ა.შ.

ჩვენ გირჩევთ, პროდუქციის გამოწერისას, დაუკავშირდეთ მაღაზიას და მისწეროთ, რომ ამანათი ყუთის ნაცვლად მოათავსონ საფოსტო პარკში. ასეთ შემთხვევაში მაღაზია თვითონ განსაზღვრავს შეიძლება თუ არა კონკრეტული პროდუქციის ტრანსპორტირება ამგვარი შეფუთვით. თბილისში ჩამოსვლისას კი მოხდება მხოლოდ მისი რეალური წონის დაანგარიშება. ასეთი შეფუთვა ეფექტური იქნება ძირითადად ტანსაცმლისთვის. ხშირ შემთხვევაში მაღაზიები გაითვალისწინებენ თქვენს თხოვნას.

Monday, October 12, 2009

USA2GEORGIA - რეგულარული რეისები განახლდა

შენიშნავდით, რომ ბოლო 3 რეისი დაგვიანების გარეშე ერთი კვირის ინტერვალით რეგულარულად ჩამოდის. მას შემდეგ რაც ამერიკაში ერთ-ერთმა ავია კომპანიამ 3-ჯერ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა და დაგვიანებით მოგვაწოდა ტვირთი, ჩვენ შევწყვიტეთ მათთან ხელშეკრულება.

გაფორმდა ხელშეკრულება ახალ ავია კომპანიასთან და იმედი გვაქვს ამიერიდან რეისების დროული ჩამოფრენა სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

Tuesday, September 22, 2009

ახალი ცვლილება - სისტემაში თანხის და პროდუქციის მითითება

საბაჟოზე ამერიკაში და საქართველოში აუცილებელი გახდა პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა თავის ფასებით. ამის გამო, სისტემას დავამატეთ პროდუქციის დასახელების და ფასის მითითების შესაძლებლობა, რომ ყოველ თრექინგს მიუწეოთ რა დევს შიგ. თუ ამანათში რამოდენიმე ნივთია, შეგიძლიათ დამატება ღილაკით ახალი უჯრა შექმნათ და ბოლოს დაიმახსოვროთ. შევსება ხდება ინგლისურ ენაზე, რათა ამერიკელებისთვის გასაგები გახდეს. აუცილებელი არ არის პროდუქციის დასახელების ზუსტად ჩაწერა. მაგ.: თუ ამანათში დევს ფეხსაცმელი, უბრალოდ დაწერეთ Shoes, ან თუ ტანსაცმელია, დაწერეთ ზოგადად - Clothing. ანუ ბოლომდე დეტალები აღარ არის საჭირო.

მომდევნო კვირიდან იმედი გვაქვს აღარ დაგვჭირდება ამ ინფორმაციის მითითება. ის ამანათები, რომლებსაც ინვოისი მოყვება, ჩვეულებრივ გამოიგზავნება.

თუ რაიმე ვერ თარგმნეთ ან გაურკვეველი აღმოჩნდა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე (+995 32) 10-62-63, 10-62-60

Friday, September 4, 2009

ცვლილება USA2GEORGIA - ზე, ამანათების მართვის პანელში

როგორც წინა სტატიაში ვახსენეთ, საბაჟოზე შეცვლილია პროცედურები. ერთ-ერთი მოთხოვნის გამო საჭირო გახდა თანხების საერთო კომერციულ ინვოისში და ე.წ. ამანათების ნუსხაში დაფიქსირება. ამის გამო სისტემას დავამატეთ ამანათის ღირებულების ჩასაწერი. გთხოვთ იხილოთ მიღებული და გამოგზავნილი ამანათების განყოფილება ამანათების მართვის პანელში.

ყოველი თრეგინგ კოდის გასწვრივ ნახავთ ცარიელ ჩასაწერ უჯრას, სადაც ამანათის საერთო ღირებულება უნდა დააფიქსიროთ დოლარებში. ჩაწერის შემდეგ Enter ღილაკის დაჭერა საჭირო არ არის, რიცხვი ავტომატურად დამახსოვრდება.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროულად მოახდინოთ ცვლილება.
თანხის დაფიქსირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ამანათის მიღებიდან მის ჩამოსვლამდე თბილისში.

Wednesday, September 2, 2009

USA2GEORGIA 300 ლარიანი ლიმიტი ... ინფორმაცია განბაჟებასთან დაკავშირებით

ალბათ მიიღეთ უკვე მასმედიის საშუალებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფოსტო ამანათებზე უკვე მოქმედებს საბაჟო შეზღუდვა და ყველა ის ამანათი რომლის ღირებულებაც 300 ლარს აჭარბებს, საჭიროებს განბაჟებას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მომხმარებლები გულისხმიერად მოეკიდნენ ამ ფაქტს და მათი აბსოლიტური უმრავლესობა აღარ გზავნის ბევრ ნივთს ერთ ამანათში, ხოლო ისინი ვისაც მაინც სურს ძვირად ღირებული პროდუქციის გამოგზავნა, სარგებლობს ჩვენი სატვირთო გადაზიდვების კომპანიით http://www.gls.ge/ რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს ტვირთების ტრანსპორტირებას და სრულ საბროკერო მომსახურებას. თუ საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ მაინც მოხდა USA2GEORGIA საფოსტო ამანათის შეჩერება, ჩვენ დაგეხმარებით საბროკერო მომსახურებით და მაქსიმალურად გაგიმარტივებთ პროცედურებს.

გისურვებთ წარმატებებს!

გაიხსნა GLS ჯგუფის ბლოგი

მოგესალმებით,
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაიხსნა GLS ჯგუფის ბლოგი.
შევეცდებით პერიოდულად განვაახლოთ ის ახალი და საინტერესო ინფორმაციებით ჩვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი კომენტარები და სურვილები.

წინასწარ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

amazon